ბუაკე
ქალაქი | |
---|---|
ბუაკე ფრანგ. Bouaké | |
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი |
ოლქი | ვალე-დუ-ბანდამა |
კოორდინატები | 7°41′00″ ჩ. გ. 5°01′00″ დ. გ. / 7.68333° ჩ. გ. 5.01667° დ. გ. |
დაარსდა | 1899 |
ფართობი | 71,788 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 312 მ |
მოსახლეობა | 536 719 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 7476,44 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
ოფიციალური საიტი | mairiebke.e-monsite.com |
ბუაკე (ფრანგ. Bouaké) — სიდიდით მეორე ქალაქი კოტ-დ’ივუარში. ვალე-დუ-ბანდამის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2014 წლის აღწერის თანახმად ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 536 719 ადამიანს.[1][2] აქ მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო საკვლევ ინსტიტუტ „ბრინჯის აფრიკული ცენტრის“ შტაბ-ბინა და რომის კათოლიკური ეკლესიის ბუაკეს არქიეპარქიის ცენტრი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, დაახლოებით 50 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კოსუს წყალსაცავიდან, 350 კმ-ში ჩრდილოეთით აბიჯანიდან, ზღვის დონიდან 312 მეტრ სიმაღლეზე[3]. ქალაქზე გადის რკინიგზა, რომელიც აბიჯანს აკავშირებს ბურკინა-ფასოსთან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დაარსდა 1899 წელს ფრანგული კოლონიური ძალების მიერ, როგორც სამხედრო ციხესიმაგრე[4]. 1912 წელს ქალაქში გაიყვანეს რკინიგზა. ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი მიიღო 1914 წელს.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი გარკვეულწილად დაკავშირებულია ვაჭრობასთან ან სოფლის მეურნეობასთან. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ ბამბა, თამბაქო, სიზალი, ბრინჯი, იამსი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები[4]. ქალაქში ასევე არსებობს სამრეწველო საწარმოები, განსაკუთრებით განვითარებულია საფეიქრო წარმოება.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში ფუნქციონირებს 1994 წელს დაარსებული უნივერსიტეტი[5], ვეტერინარული ინსტიტუტი და სხვა სასწავლო დაწესებულებები[4].
ცნობილი მაცხოვრებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იაია ტურე — კლუბ „მანჩესტერ სიტის“, ასევე კოტ-დ’ივუარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი.
დამეგობრებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)
- ↑ Bouake, Cote D'Ivoire (Ivory Coast) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-02-06.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Bouake. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-04. ციტირების თარიღი: 2010-11-11.
- ↑ Bienvenue à l'Université de Bouaké. Université de Bouaké. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-04. ციტირების თარიღი: 2010-11-11.
- ↑ Bouaké — Côte d’Ivoire დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine. ვილნევ-სიურ-ლოს ოფიციალური საიტი