გილბერტის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Gilbert Islands | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 3°17′ ჩ. გ. 2°38′ ა. გ. / 3.283° ჩ. გ. 2.633° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 16 |
მთავარი კუნძული | ტაბიტეუეა |
ფართობი | 279,23 კმ² |
კირიბატი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 93 496 (2010) |
სიმჭიდროვე | 334,83 ად. /კმ² |
გილბერტის კუნძულები (ინგლ. Gilbert Islands) — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მიკრონეზიაში. შედიოდა დიდი ბრიტანეთის კოლონიის გილბერტისა და ელისის კუნძულების შემადგენლობაში. დღეისათვის შედის კირიბატის შემადგენლობაში. შედგება მარჯნის 16 ატოლისაგან. ფართობი 279,23 კმ². მოსახლეობა 93 496 კაცს შეადგენს (2010)[1]. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბაირიკი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიმატი ეკვატორულია, ცხელი და ნოტიო, თუმცა სამხრეთი, ხოლო ნაწილობრივ ჯგუფის ცენტრალური კუნძულები განიცდიან პერიოდულ გვალვებს. იზრდება ბუჩქოვანი მცენარეულობა. მოჰყავთ ქოქოსის პალმა, ბოსტნეული კულტურები, ხილი.
გილბერტის კუნძულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნა: ატოლი ტარავა დაყოფილია სამ საარჩევნო ოლქად:
- სამხრეთი ტარავა ანუ Teinainano Urban Council (ბაირიკიდან ბონრიკიმდე);
- ბეტიო ანუ Betio Town Council;
- ჩრდილოეთი ტარავა ანუ Tarawa Ieta.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გილბერტის კუნძულები აღმოაჩინეს ინგლისელმა საზღვაო ოფიცრებმა 1764 და 1824 წლებს შორის. სახელი ეწოდა ჯ. გილბერტის პატივსაცემად, რომელიც ესტუმრა ამ კუნძულებს 1788 წელს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 154.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-30. ციტირების თარიღი: 2014-09-25.