შინაარსზე გადასვლა

უფსალის უნივერსიტეტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უფსალის უნივერსიტეტი
Uppsala universitet
ლათ. Universitas Regia Upsaliensis
ან Academia Regia Upsaliensis
დევიზი Gratiae veritas naturae
„ჭეშმარიტება კეთილშობილებითა და ბუნებით“ (?)
დაფუძნდა 1477
დამფუძნებელი (-ები) სტენ სტურე უფროსი და Jakob Ulvsson
ტიპი საზოგადოებრივი
თანამშრომელი 6,160[1]
(4,000 ასწავლის)
რექტორი პროფ. ევა აკესონი[2]
სტუდენტი 22,909 (სდე, 2012)[1]
დოქტორანტი 2,401[1]
მისამართი Dag Hammarskjölds Väg 7, 752 37 Uppsala[3]
მდებარეობა უფსალა[3]
ქალაქი შვედეთის დროშა უფსალა
ქვეყანა შვედეთი
ტელეფონი +46-18-471-00-00[3]
ფერები           წაბლისფერი, თეთრი
კავშირები კოიმბრას ჯგუფი, ეუა, უმქ
აფილაცია Coimbra Group
უფსალის უნივერსიტეტი — შვედეთი
უფსალის უნივერსიტეტი
https://www.uu.se

უფსალის უნივერსიტეტი („უუ“; შვედ. Uppsala universitet) — კვლევითი უნივერსიტეტი ქალაქ უფსალაში, შვედეთში. მისი დაარსების თარიღი 1477 წელია, რაც მას ქვეყნისა და მთლიანად სკანდინავიის უძველეს უნივერსიტეტად ხდის[4]. საერთაშორისო შეფასებებით ის ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში ხვდება[5].

უფსალის უნივერსიტეტის ინტერიერი

უნივერსიტეტმა მაღალ სიდიდეებს, მე-16 საუკუნის ბოლოს შვედეთის იმპერიად გარდაქმნის შემდეგ მიაღწია, რომლის შემდეგაც ადრეულ XVII საუკუნეში შედარებით სტაბილური ფინანსური უზრუნველყოფა მიიღო მეფე გუსტავ ადოლფის დიდი შემოწირულობის ხარჯზე. უფსალას ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი უჭირავს შვედეთის ეროვნულ კულტურაში, იდენტურობაში, შვედეთის როლის დამკვიდრებაში: ისტორიოგრაფიაში, ლიტერატურაში, პოლიტიკასა და მუსიკაში. ზოგადად შვედური აკადემიური კულტურის მრავალი ასპექტი, მაგალითისთვის როგორიცაა თეთრი სტუდენტური კეპი, სწორედ უფსალადან იღებს სათავეს. ლუნდისა და ჰელსინკის უნივერსიტეტებთან ის გარკვეულ განსაკუთებულობებს იზიარებს, ისეთებს როგორიცაა სტუდენტთა ეროვნული სისტემა.

უფსალა ევროპული უნივერსიტეტების კოიმბრას ჯგუფს მიეკუთვნება. უნივერსიტეტს ცხრა ფაკულტეტი აქვს, რომელიც სამ „ძირითად დისციპლინას“ შორის ნაწილდება. მას დაახლოებით 23,000 სრული დროის სტუდენტი და 2,400 სადოქტოროს სტუდენტი ჰყავს. უნივერსიტეტის პერსონალი დაახლოებით 4,000 მასწავლებელს ითვლის (არასრული და სრული დროით), საერთო ჯამში კი 6,200 თანამშრომელს. უნივერსიტეტის 575 პროფესორთაგან 25%-ს ქალები წარმოადგენენ. 2012 წელს უნივერსიტეტის 5.5 მილიარდი შვედური კრონის (დაახლ. $850 მლნ.) ფინანსური ბრუნვიდან, 29% განათლების ბაზისურ და მოწინავე დონეებზე დაიხარჯა, 67% კი კვლევებსა და კვლევით პროგრამებზე[1].

აკადემიური დაწესებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტის ბიბლიოთება Carolina Rediviva დაახლოებით 275 000 ტომს ითვლის, რომ არ ჩაითვალოს პატარა ზომის წიგნები და ბროშურები, ასევე 12 000 ხელნაწერს, რომელთა შორისაა ულფილას Codex argenteus-იც. უნივერსიტეტს ასევე აქვს ნუმიზმატიკური კოლექცია (დაახლოებით 40 000 მონეტა და მედალი), ნახატების კრებული, მინერალების ძვირფასი კოლექცია, დიდი ბოტანიკური ბაღი მუზეუმთან და კარლ ლინეს ძეგლთან ერთად, ქიმიური ლაბორატორია და სხვა (მთლიანობაში 12) აკადემიური დაწესებულებანი.

1879-1887 წლებში აშენებული უნივერსიტეტის შენობა აშენებულია რენესანსის სტილში, მარმარილოს სვეტებით, მდიდრული დარბაზებითა და აუდიტორიებით.

არქიტექტურულად, უფსალის უნივერსიტეტს ტრადიციულად მდინარე ფირისანის დასავლეთით მდებარე საკათედრო ტაძრის მიდამოებზე დიდი გავლენა ჰქონდა. მიუხედავად შედარებით ახალი მშენებლობლობებისა, ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, უფსალის ისტორიული ცენტრი მაინც უნივერსიტეტის ზეგავლენის ქვეშ რჩება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Årsredovisning 2012, Uppsala universitet (PDF). Uppsala universitet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-10. ციტირების თარიღი: 2013-03-22.
  2. University Management, Uppsala University, retrieved 16 January 2012
  3. 3.0 3.1 3.2 Public register of government agencies in Sweden
  4. Ridder-Symoens, Hilde de. A History of the University in Europe. Cambridge University Press, 2003. Page 84.
  5. http://www.timeshighereducation.co.uk/world-university-rankings/2011-2012/top-400.html დაარქივებული 2012-08-01 საიტზე Wayback Machine. Times Higher Education 2011.