Xbox One
შემქმნელი | Microsoft |
---|---|
მწარმოებელი | Flextronics, Foxconn[1] |
პროდუქტის ოჯახი | Xbox |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მერვე |
გამოშვების თარიღი |
|
თავდაპირველი ფასი | 499 აშშ დოლარი[3]/499 ევრო[3]/429 გირვანქა სტერლინგი[3]/49,980 იენი[4] |
გაიყიდა | 36.2 მილიონი (ივნისი, 2017)[5] |
დაიგზავნა | 10 მილიონი (აშშ, 2014 წლის 2 ნოემბრისთვის)[6] |
მედია | Blu-ray,[7] DVD, CD |
ოპერაციული სისტემა | Xbox One-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა |
პროცესორი | სპეციალური 1.75 გჰც AMD 8-ბირთვიანი APU (2 კვად-ბირთვიანი Jaguar-ის მოდული)[7][8] |
მეხსიერება | 8 გბ DDR3 (5 გბ თამაშებისთვის)[9] |
მეხსიერების საცავი | |
მონიტორი | 4K, 1080p და 720p |
გრაფიკა | 853 მჰც AMD Radeon GCN architecture (inside of APU) |
ხმა | 7.1 მოცულობითი ჟღერადობა |
შეტანა | HDMI |
კონტროლერის შეტანა | Xbox One-ის კონტროლერი, Kinect Xbox One-ისთვის, SmartGlass, Xbox One Media Remote |
კამერა | 1080p Kinect-ის კამერა |
კავშირი | Wi-Fi IEEE 802.11n, Ethernet, 3× USB 3.0, HDMI 1.4 შეტანა/გამოტანა, S/PDIF გამოტანა, IR-გამოტანა, Kinect-ის პორტი |
ონლაინ სერვისები | Xbox Live |
უკუთავსებადობა | Xbox 360-ის რამდენიმე თამაში[12] |
წინა | Xbox 360 |
საიტი | xbox.com |
Xbox One — რიგით მესამე სათამაშო კონსოლი Microsoft-სგან, Xbox 360-ის მომდევნო ვერსია. Xbox One-ის კონკურენტებად მერვე თაობის სათამაშო კონსოლებს შორის ითვლებიან PlayStation 4 და Wii U.
კონსოლი დაანონსდა 2013 წლის 21 მაისს. ოფიციალურად პირველი გაყიდვები კი დაიწყო 2013 წლის 22 ნოემბერს მსოლფიოს შემდეგ 13 სახელმწიფოში: აშშ, კანადა, მექსიკა, ბრაზილია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია და ესპანეთი. ოფიციალური გაყიდვები სხვა ქვეყნებში (რუსეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, შვედეთი და ფინეთი) გადაიდო 2014 წლამდე. ახალი სათამაშო კონსოლის ფასია $499 აშშ-ში, €499 ევროპაში და £429 დიდ ბრიტანეთში.
შემუშავება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათამაშო ინდუსტრიის განახლებისთვის მზადება დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც Microsoft-ი შეუდგა მენეჯერის ძიებას, შემდეგი სათამაშო კონსოლის განვითრებისთვის. ანონსამდე, კონსოლი ატარებდა კოდურ სახელწოდებას „Durango“. მრავალი ავტორიტეტული გამომცემლობა, მათ შორის Forbes-ი, ვარაუდობდა, რომ ახალ კონსოლს „Xbox Infinity“ ეწოდებოდა, თუმცა პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ ეს იყო Xbox One (All-in-One ინგ. ყველაფერი ერთში). 2013 წლის 21 მაისს გარდა კონსოლის ანონსისა დაანონსდა შემდეგი ექსკლუზიური თამაშები: Forza Motosport 5, Quantum Break და NBA Live 14.
დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გასულ მოდელებთან შედარებით, Xbox One-ის დიზაინი გამარტივებულია. კონსოლი მოთავსდა შავ კორპუსში, რომელსაც აქვს დატანილი თეთრი ლოგოტიპი(მწვანე ნათების გარეშე), კონსოლის საფარი შესრულებულია ნახევრად ნაცრისფერი პრიალა და ნახევრად შავი მქრქალი მასალისგან. Xbox One-ის ლოგოტიპი ანათებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსოლი ჩართულია.
გარდა კონსოლისა, სახე შეიცვალა ასევე Kinect-ის სენსორმა, გეიმპადმა და უშუალოდ კონსოლის ინტერფეისმა. კონსოლს შეემატა ის შესაძლებლობები, რომლებიც უკვე რეალიზებულია Windows 8-ში (მაგ. ეკრანის დაყოფა).
აპარატული უზრუნველყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტექნიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- CPU- Xbox One-მა მიიღო 8-ბირთვიანი x86-x64 ცენტრალური პროცესორი APU 1,75 გჰც. მანამდე იგეგმებოდა 1,6 გჰც-იანი პროცესორის ჩადგმა.
- GPU- AMD Radeon GPU APU-ს შემადგენელობაში, დაფუძნებულია AGCN-არქიტექტურაზე 12 გამომთვლელი მოდულით, რომლებსაც აქვთ 768 ბირთვი; D3D 11.2 @ 1,31 TFLOPS.
- RAM- Xbox One-ში არსებობს 2 ტიმის მსგავსი მეხსიერება: DRAM და ESRAM. DDR3-ის მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს (2133 მჰც)(გამოყენებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ 5 გბ, რადგან დანარჩენი 3 გბ-ს იყენებს საოპერაციო სისტემა. ESRAM-ის მოცულობა შეადგენს 32 მბ-ს. ESRAM-ოპერატიული მეხსიერების გამტარიანობაა- 192 გბ/წმ., DDR3- 68,3 გბ/წმ.
- მყარი დისკი- 500 გბ. Xbox One-ში მყარი დისკის შეცვლა საგარანტიო პირობების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. შესაძლებელია გარე მყარი დისკების მიერთება.
- Bly-Ray და DVD წამკითხველი
- Kinect 2.0 კონტროლერი. მაღალი გარჩევადობის კამერა- 1080p. სახის ამოცნობა. ინფრაწითელი სენსორი ამაღლებს გადაღების ხარისხს და აძლევს მომხმარებელს საშუალებას სიბნელეშიც კი გამოიყენოს ის.
- Xbox One-ს ასევე აქვს 3 USB 3.0 და 2 HDMI-პორტი(In/Out)
- თავდაპირველად გაცხადდა, რომ Xbox One მუშაობისთვის ითხოვს მუდმივ ინტერნეტ-კავშირს, მოგვიანებით, E3 2013-კონფერენციაზე, კომპანიამ განაცხადა გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ და ახლა ინტერნეტის გარეშე კონსოლი იმუშავებდა 24 საათის განმავლობაში(სერვისების შეზღუდვით). 2013 წლის 19 ივნისს კი, კომპანიამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც ნათვქამი იყო, რომ საზოგადოების მწვავე კრიტიკის გამო, კომპანია ცვლის საკუთარ პოლიტიკას და უარს ამბობს მუდმივ ინტერნეტ-კავშირის საჭიროებაზე, რეგიონალურ ბლოკირებასა და თამაშების სამომხმარებლო ანგარიშთან მიბმაზე.
აუდიო და ვიდეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Xbox One-ს აქვს 4K გაფართოების ვიდეო და 7.1 აუდიო მხარდაჭერა. Microsoft-ის სტრატეგიის და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, იუსუფ მეჰდიმ განაცხადა, რომ კონსოლზე არანაირი აპარატული შეზღუვა არაა, რომელიც შეუშლის ხელს თამაშების 4K-გაფართოებაში თამაშს. Xbox One-ს აქვს HDMI 1.4-ის შემავალი და გამავალი პორტის მხარდაჭერა. თუმცა Xbox One-ს არ აქვს კომპოზიტური ან კომპონენტური ვიდეოს გამავალი არხი.
შესაძლებლობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მედიაინტერფეისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Xbox One-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც Windows 8-ში შესაძლებელია აპლიკაციების (მაგ. Skype, Internet Explorer და ა.შ) ეკრანის გვერდებზე გახსნა. Xbox One ასევე შეიძლება გამოიყენებულ იქნეს როგორც ტელეტუნერის და ტელევიზორის დამაკავშირებელი HDMI-ის დახმარებით.
საზოგადოების რეაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Microsoft-ის ახალი კონსოლის პრეზენტაციის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში Wii U-ს გაყიდვები 875 %-ით გაიზარდა
- Xbox-ის პრეზენტაციის შემდეგ, Sony-ს აქციები 9 %-ით გაიზარდა
- 2013 წლის დეკემბერში აშშ-სა და ბრიტანეტში Xbox One დასახელდა ყველაზე გაყიდვად კონსოლად
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Flextronics lands 90% of Xbox One orders, leaving Foxconn the rest DigiTimes, სექტემბერი 4, 2013. (not available)
- ↑ Xbox One to Launch Next Generation of Gaming in China სექტემბერი 23. Microsoft (ივლისი 30, 2014). ციტირების თარიღი: ივლისი 30, 2014.[მკვდარი ბმული]
- ↑ 3.0 3.1 3.2 „Xbox One launching in November for $499 in 21 countries, pre-orders start now“. The Verge. June 10, 2013. ციტირების თარიღი: June 10, 2013.
- ↑ 2014-05-26, Microsoft reveals prices of two Xbox One variations for Japan, Polygon
- ↑ Xbox One Sales Hit 18 Million: Report : PERSONAL TECH : Tech Times
- ↑ Kyle MacGregor (November 13, 2014). „Xbox One's Approaching 10 Million Units Shipped“. Destructoid. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 5, 2015. ციტირების თარიღი: July 20, 2015.
- ↑ 7.0 7.1 Stein, Scott. (June 19, 2013) Microsoft Xbox One — Consoles — CNET Reviews. Reviews.cnet.com. ციტირების თარიღი: June 24, 2013.
- ↑ AMD’s Jaguar Architecture: The CPU Powering Xbox One, PlayStation 4, Kabini & Temash. Anandtech.com. ციტირების თარიღი: June 24, 2013.
- ↑ The Tech Spec Test: Xbox One Vs. PlayStation 4. Game Informer (May 21, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 7, 2013. ციტირების თარიღი: May 22, 2013.
- ↑ Warren, Tom. (August 12, 2014) New Xbox One bundles include two new designs and more storage. theverge.com. ციტირების თარიღი: May 18, 2015.
- ↑ Understand and manage storage on Xbox One. Xbox Support. Microsoft Corporation. ციტირების თარიღი: May 18, 2015.
- ↑ Microsoft is bringing Xbox 360 games to the Xbox One (June 15, 2015). ციტირების თარიღი: June 15, 2015.