ბრიჯიტ ფონდა
ბრიჯიტ ფონდა Bridget Fonda | |
---|---|
დაბადების სახელი | ბრიჯიტ ჯეინ ფონდა |
დაბადების თარიღი |
27 იანვარი 1964 (58 წლის) ლოს-ანჟელესი კალიფორნია აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
პროფესია | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 1982—2002 |
მეუღლე(ები) | დანიელ ელფმანი |
შვილ(ებ)ი | 1 |
მშობლები | მამა: პიტერ ფონდა |
ნათესავები |
ჰენრი ფონდა (ბაბუა) ჯეინ ფონდა (მამიდა) |
ბრიჯიტ ჯეინ ფონდა ( 27 იანვარი, 1964, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიჯიტ ფონდა დაიბადა ლოს-ანჯელესში ( კალიფორნია), ამერიკის შეერთებული შტატები მსახიობის ოჯახში. მისი ოჯახის ყველა წევრი, წინაპრები მსახიობები იყვნენ: ბაბუა გახლდათ ცნობილი მსახიობი ჰენრი ფონდა, მამა — მსახიობი პიტერ ფონდა, მამიდა — მსახიობი ჯეინ ფონდა. დედა — სიუზან ჯეინ ბრიუერი მხატვარი იყო. გოგონას სახელი მსახიობ მარგარეტ სულავანის ქალიშვილის, ბრიჯიტ ჰეივორდის პატივსაცემად დაარქვეს. მისი დედის ბებია, მერი სვიტი, ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ ნოა დოტრიხს.[1]
მშობლები განქორწინდნენ და მამა ხელახლა დაქორწინდა პორტია რებეკა კროკეტზე, რომანისტისა და სცენარისტის თომას მაკგუენის ყოფილ მეუღლეზე. მეორე ქორწილის შემდეგ ბრიჯიტს და მის ძმა ჯასტინს (დ. 1962 წ.) ნაკლებად ჰქონდათ კონტაქტი მამასთან და მის ოჯახთან. [2][3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიჯიტ ფონდას კინოდებიუტი შედგა ხუთი წლის ასაკში. იგი პირველად გამოჩნდა ეკრანზე მამასთან ერთად Easy Rider-ში. ფილმში იგი თამაშობს პატარა გოგონას ჰიპების კომუნაში, რომელსაც პიტერ ფონდა და დენის ჰოპერი სტუმრობდნენ ამერიკის შეერთებული შტატებში მოგზაურობის დროს.ერთ-ერთ ინტერვიუში ბრიჯიტ ფონდა ამბობდა:
მისი მეორე როლი იყო უსიტყვო როლი 1982 წელს გადაღებულ ფილმში „პარტნიორები“. მსახიობის პირველი შესამჩნევი გამოჩენა შედგა ფილმში“ სკანდალი“, სადაც მთავარ როლს ჯონ ჰარტი ასრულებდა.
1990 წელს მსახიობმა შეასრულა ჟურნალისტის როლი „ნათლიას“ ტრილოგიის მესამე ნაწილში. თეატრსა და კინოში რამდენიმე უმნიშვნელო როლის შემდეგ, იგი მთავარ როლზე მიიწვიეს ფილმში "მარტოხელა თეთრი ქალი". ბრიჯიტმა დაიმსახურა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები.
ბრიჯიტ ფონდა 1997 წელს თვითმფრინავში რეჟისორ კვენტინ ტარანტინოსთან, ერთად იმგზავრა, რომელმაც შესთავაზა პლაჟის გოგონას როლი ფილმში „ჯეკი ბრაუნი“. მსახიობს აგრეთვე შესთავაზეს მთავარი როლი სატელევიზიო სერიალში „ელი მაკ ბილი“ (როლი მოგვიანებით შეასრულა კალისტა ფლოკჰარტმა) მაგრამ უარი განაცხადა, ვინაიდან გადაწყვიტა კინოკარიერაზე კონცენტრირება.
2003 წელს ბრიჯიტი ავარიაში მოჰყვა და სერიოზული დაზიანება მიიღო. სწორედ ამან უბიძგა მას სამსახიობო კარიერისთვის წერტილი დაესვა. ამასთან, სურდა ვაჟის აღზრდაში აქტიურად მიეღო მონაწილეობა.[4]
მსახიობი ბრიჯიტ ფონდა საზოგადოების წინაშე 12 წელია არ გამოჩენილა. 12-წლიანი პაუზის შემდეგ კი პაპარაცებმა მისი კადრებზე აღბეჭდვა რამდენიმე დღის წინ, მსახიობის 58-ე დაბადების დღეზე მოახერხეს.[5]
ბრიჯიტს სათვალე ეკეთა, სპორტულად ეცვა. მას თან ახლდა 17 წლის ვაჟი, ოლივერი.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის 29 ნოემბერს იგი დაქორწინდა კომპოზიტორ დენი ელფმანზე. 2005 წლის იანვარში მათ შეეძინათ ვაჟი — ოლივერი. ქორწინების შემდეგ ბრიჯიტ ფონდა აღარ გამოჩენილა ეკრანზე.[6][7]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელწოდება | სახელწოდება ორიგინალში | როლი | |
1969 | ფ | უყურადღებო მხედარი | Easy Rider | ბავშვი კომუნაში |
1982 | ფ | პარტნიორები | Partners | პერსონაჯის სახელი უცნობია |
1987 | ფ | არია | Aria | საყვარელი |
1988 | ფ | არ ღირს სიყვარულის დაჩქარება | You Can’t Hurry Love | პეტი კელოტი |
1988 | მფ | განდაჰარი | Gandahar | ისტორიკოსი |
1989 | ტფ | Jacob Have I Loved | ლუიზა ბრედშოუ | |
1989 | ფ | სკანდალი | Scandal | მენდი რის დევისი |
1989 | ფ | Shag | მელაინა | |
1989 | ს | 21 Jump Street | მოლი „მოხო“ ჩაპმენი | |
1989 | ფ | ბრეტელების გარეშე | Strapless | ემი ხემპელი |
1989 | ტფ | კიდეზე | The Edge | დორაიტი |
1990 | ფ | ფრანკენშტეინი თავისუფლებაში | Frankenstein Unbound | მერი გოდვინი |
1990 | ფ | ნათლია 3 | The Godfather: Part III | გრეის ჰამილტონი |
1991 | ფ | რკინის ლაბირინთი | Iron Maze | კრის სუგიტა |
1991 | ფ | მავნე ფრედი | Drop Dead Fred | ანაბელა |
1991 | ფ | წვიმის გარეთ | Out of the Rain | ჯო |
1991 | ფ | დოქტორი ჰოლივუდი | Doc Hollywood | ნენსი ლი ნიკოლსონი |
1992 | ფ | ტყავის ქურთუკები | Leather Jackets | კლაუდი |
1992 | ფ | მარტოხელა თეთრი ქალი | Single White Female | ელი ჯონსი |
1992 | ფ | მარტოხელები | Singles | ჯჯანეტ ლივერმოლი |
1992 | ფ | ბნელეთის არმია | Army of Darkness | ლინდა |
1993 | ფ | სხეულები, დასვენება და მოძრაობა | Bodies, Rest & Motion | ბეტი |
1993 | ფ | მკვლელი/უკანდასახევი არ არის | The Assassin / Point Of No Return | მეგტი ხეივორტი / კლაუდია ედ დორანი / ნინა |
1993 | ფ | პატარა ბუდა | Little Buddha | ლიზა კონრადი |
1994 | ფ | ბედნიერი შემთხვევა | It Could Happen to You | ივონი |
1994 | ფ | გზა ველვილისკენ | The Road to Wellville | ელეონორ ლაითბოდი |
1994 | ფ | კამილა | Camilla | ფრედა ლოპესი |
1995 | ფ | მაგია | Rough Magic | მაირა |
1995 | მფ | ბალტო | Balto | ჯენა |
1996 | ფ | მერია | City Hall | მერიბეტ კოგანი |
1996 | ფ | ჩემი გულის სიხარული | Grace of My Heart | კელი პორტერი |
1997 | ფ | შეხება | Touch | ლინ მერი ფოლკნერი |
1997 | ტფ | შებინდებისას | In the Gloaming | ენი |
1997 | ფ | მისტერ ეჭვიანობა | Mr. Jealousy | ირენი |
1997 | ფ | ჯეკი ბრაუნი | Jackie Brown | მელანი |
1998 | ფ | განხეთილება | Break Up | ჯიმი დეიდი |
1998 | ფ | გრეისლენდის ძიება | Finding Graceland | ეშლი |
1998 | ფ | უბრალო გეგმა | A Simple Plan | სარა მიტჩელი |
1999 | ფ | შიშის ტბა | Lake Placid | კელი სკოტი |
2000 | ფ | სამოთხის სამხრეთით, ჯოჯოხეთის დასავლეთით | South of Heaven, West of Hell | ადელაინ დანფრისი |
2001 | ფ | მფარველი ანგელოზი | Delivering Milo | ელიზაბეტი |
2001 | მფ | მაიმუნის ძვალი | Monkeybone | ექიმი ჯული მეკ ერლოი |
2001 | ფ | დრაკონის კოცნა | Kiss of the Dragon | ჯესიკა კამენი |
2001 | ს | ღამის ხილვები | Night Visions | მერი |
2001 | ფ | საოჯახო საქმე | The Whole Shebang | ველ ბაზინი |
2001 | ტფ | უჩვეულო ბავშვი | After Amy / No Ordinary Baby | ლინდა სენკლერი |
2002 | ს | კრის აიზეკის შოუ | The Chris Isaak Show | სტეფანი ფერსტი |
2002 | ტფ | თოვლის დედოფალი | Snow Queen | თოვლის დედოფალი |
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1990 წელი— ოქროს გლობუსი — საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი (შესრულებული როლისთვის ფილმში "სკანდალი")
- 1997 — ემი — საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი მინისერიალში ან ფილმში (შესრულებული როლისთვის ფილმში "ბინდის შუქში") [8]
- 2002 წელი — ოქროს გლობუსი — საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში და სატელევიზიო ფილმში (შესრულებული როლისთვის ფილმში "უჩვეულო ბავშვი")
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Collier Peter (1991). The Fondas: A Hollywood Dynasty Putnam. ISBN 0-399-13592-8.
ინტერნეტ რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Haldeman, Peter (November 30, 2003). "Peter Fonda's Easy Ride". Architectural Digest. Retrieved
- ↑ "Bridget Fonda biography". TV Guide. Retrieved April 2, 2011.
- ↑ "Lee Strasberg Theatre and Film Institute". Retrieved May 14, 2016.
- ↑ Li, David K. (February 28, 2003). "BRIDGET FONDA SURVIVES CAR-WRECK ORDEAL". New York Post. Retrieved September 24, 2020.
- ↑ Bicks, Emily (August 17, 2019). "Where Is Peter Fonda's Daughter Bridget Fonda Now?". Heavy.com. Retrieved August 13, 2020.
- ↑ Steven W. Silverman (December 4, 2003). "PASSAGES: Bridget Fonda's Boingo Wedding". People Magazine. Retrieved April 8, 2011.
- ↑ "Sunday Classics: "Easy Rider"". atthecinema.net. Archived from the original on April 12, 2016. Retrieved April 13, 2016.
- ↑ "Bridget Fonda Emmy Nominated". Emmys.com. Retrieved May 29, 2012.