კონსტანტინე V (ბიზანტია)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/Solidus-Leo_III_and_Constantine_V-sb1504.jpg/220px-Solidus-Leo_III_and_Constantine_V-sb1504.jpg)
კონსტანტინე V, კონსტანტინე სკორე[1] (მისი ლათინური ზედმეტსახელი Kopronymos ან Copronymus შესატყვისია ქართული „სკორე“-სი, რაც ცხოველის განავალს ნიშნავს; დ. 718 — გ. 14 სექტემბერი, 775) — ბიზანტიის იმპერატორი 741-775 წლებში. ისავრიელთა დინასტიის წარმომადგენელი. იცავდა პროვინციული არისტოკრატიის ინტერესებს. მის დროს ბიზანტია ძლიერი სამხედრო სახელმწიფო იყო. კონსტანტინე V-მ ბრყინვალე გამარჯვებები მოიპოვა არაბებზე (746 და 752 წწ.), ბულგარელებზე (მარჩელაის ბრძოლა - 759 წ. , ანქიალოსის ბრძოლა 762 წ.). გააუმჯობესა იმპერიის ეკონომიკური მდგომარეობა, გაზარდა გადასახადები. 754 წლის საეკლესიო კრებაზე მიაღწია ხატთაყვანისმცემელთა დაგმობას. ებრძოდა ოპოზიციურად განწყობილ ბერ-მონაზვნებს, დახურა მონასტრები და მიითვისა მათი ქონება. შემწყნარებლობას იჩენდა მწვალებლური მოძრაობებისადმი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 641.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოხსენიებულია ეფრემ მცირის წერილში