შინაარსზე გადასვლა

დისკავერი (შატლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დისკავერი
OV-103
დისკავერი (შატლი)
კოსმოსური შატლი დისკავერი გაშვებისას ნასას კოსმოდრომიდან.
ოა აღნიშვნა OV-103
ქვეყანა აშშ
კონტრაქტის დადება 29 იანვარი, 1979
სტატუსი აღარ გამოიყენება, გამოფენილია სტივენ უდვარ-ჰეზის ცენტრში, შანტილი, ვირჯინია
პირველი გაფრენა STS-41-D
30.08.1984 — 05.09.1984
ბოლო გაფრენა საბორნე ფრენა SCA NASA905-ზე ვაშინგტონისკენ
17.04.2012
მისიების რაოდენობა 39
ეკიპაჟები 252[1]
კოსმოსში გატარებული დრო 365 დღე, 22 საათი, 39 წუთი, 33 წამი
განვლილი მანძილი 238 539 663 კმ[2]
გაყვანილი თანამგზავრები 31 (მათ შორის კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი)
მირთან შეერთება 1[2]
სკს-თან შეერთება 13[2]

კოსმოსური შატლი დისკავერი (ორბიტალური აპარატის აღნიშვნით: OV-103) — აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ნასას ხმარებიდან ამოღებული ერთ-ერთი ორბიტალური აპარატი, რომელიც ნაწილი იყო ნასას კოსმოსური შატლების პროგრამისა.[3] იგი წარმატებით ასრულებდა ოპერაციებს მისი პირველი მისიიდან, STS-41-D, მოყოლებული (30 აგვისტო, 1983) მის დაბრუნებამდე დედამიწაზე, STS-133-ის დროს (9 მარტი, 2011). დისკავერიმ იფრინა უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერმა სხვა კოსმოსურმა შატლმა, შეასრულა 39 წასმატებული მისია 27 წლის განმავლობაში.[4]

1984 წელს დისკავერი გახდა მესამე ოპერირებადი ორბიტალური კოსმოსური აპარატი, კოლუმბიასა და ჩელენჯერთან ერთად,[5] და განახორციელა თავისი საბოლოო დაჯდომა კენედის კოსმოსურ ცენტრში 2011 წლის 9 მარტს, 10:57:17 CST დროით.[6] შატლი ახორციელებდა როგორც სამეცნიერო-კვლევით, ასევე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სამონტაჟო მისიებს. დისკავერიმ ასევე ორბიტაზე გაუშვა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი. იგი იყო ასევე პირველი ოპერირებადი კოსმოსური შატლი, რომელიც ხმარებიდან ამოიღეს, მას მიჰყვა ინდევორი, ხოლო შემდგომ — ატლანტისი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Space Shuttle Discovery Facts“. Florida Today. 10 აპრილი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 NASA. (ოქტიომბერი, 2010) NASAfacts Discovery (OV-103). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26.10.2010. ციტირების თარიღი: 21.10.2010.
  3. ნასა. (2007)Space Shuttle Overview: Discovery (OV-103). აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 07.11.2007. ციტირების თარიღი: 06.11.2007.
  4. 10 Cool Facts About NASA's Space Shuttle Discovery | Space Shuttle Retirement. Space.com. ციტირების თარიღი: 30.08.2013.
  5. Discovery’s last mission flight to space begun (24 თებერვალი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16.07.2011. ციტირების თარიღი: 09.03.2011.
  6. Discovery’s Final Touchdown A Success. redOrbit.com. ციტირების თარიღი: 09.03.2011.