ანზორ კიკნაძე (დ. 26 მარტი, 1934, ბადიაური, საგარეჯოს რაიონი — გ. 17 ნოემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი და საბჭოთაძიუდოისტი. XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1964, ტოკიო),[3] მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66), ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრ კავშირის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959–62, 64). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). პირველი საბჭოთა ძიუდოისტი, რომელსაც სდო-ს წოდება მიენიჭა. დაიღუპა 1977 წელს ავტოკატასტროფაში.[4]