შინაარსზე გადასვლა

გოგა ბითაძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოგა ბითაძე
№ 88 – ორლანდო მეჯიკი
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 20 ივლისი, 1999 (1999-07-20) (25 წლის)
საგარეჯო, საქართველო
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 212 სმ
წონა 113 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2019 / რაუნდი: 1-ლი / არჩევა: მე-18
არჩეული ინდიანა პეისერსი
პროფესიონალური კარიერა 2015–დღემდე
კარიერის ისტორია
2015–2016 ვიტა თბილისი
2016–2019 მეგა ბიმაქსი
2016–2017 სმედერევო
2018–2019 ბუდუჩნოსტი
2019–2023 ინდიანა პეისერსი
2023– ორლანდო მეჯიკი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
სტატისტიკა NBA.com-ზე

გოგა ბითაძე (დ. 20 ივლისი, 1999, საგარეჯო) — ქართველი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს NBA-ის ორლანდო მეჯიკში. მისი სიმაღლისა (212 სმ) და წონის (114 კგ) გათვალისწინებით თამაშობს ცენტრის პოზიციაზე.[1] 2019 წლის NBA-ის დრაფტზე მიიჩნევა პირველი რაუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ.[2][3]

ადრეული ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა საგარეჯოში, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქში.[4] მისი მამა იყო კალათბურთელი, რომელმაც კარიერა ტრავმის გამო დაასრულა.[5] მიუხედავად იმისა, რომ ბითაძეს ადრეულ ბავშვობაში არ უყურებია კალათბურთისათვის, მან 6 წლის ასაკში დაიწყო კალათბურთის თამაში რადგან საკუთარი თავი დაინახა როგორც „აქტიური და მაღალი“.[4] როდესაც ბითაძე შედარებით ჩართული გახდა კალათბურთში, იგი აღფრთოვანდა ქართველი კალათბურთელების ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას თამაშით, აგრეთვე NBA-ის ვარსკვლავებით, პაუ გასოლითა და შაკილ ო’ნილით.[4][6] 2013 წლის 31 მაისს, ბითაძემ 17 ქულა დააგროვა და ამ შედეგით დაეხმარა საკუთარი სკოლის გუნდს, ჰიუნდასის გორის მეთოთხმეტე ჩემპიონატში გამარჯვებაში.[7] იგი აგრეთვე სამი წელი თამაშობა საქართველოს 16 წლამდელთა ლიგაში. 2014-15 წლებში, ჰიუნდაისთან ერთად ჩატარებულ უკანასკნელ სეზონში ბითაძე საშუალოდ აგროვებდა 23.1 ქულას, 16.6 მოხსნას, 4.5 შედეგიან გადაცემასა და 3.8 დაფარებას.[8] კარიერის ადრეულ წლებში ბითაძე ვარჯოშობდა და იწვრთნებოდა ქართულის კლუბის, ვითა თბილისის უმცროს დივიზიონში.[9]

პროფესიონალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015-16 წლების სეზონში ბითაძე ვითა თბილისთან ერთად თამაშობდა VTB-ის გაერთიანებულ ლიგაში.[10] ბითაძეს ლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და შესაბამისად იგი ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე.[11] 6 თამაშის განმავლობაში საშუალოდ თამაშობდა 13.8 წუთს; ამ დროში საშუალოდ აგროვებდა 2.8 ქულას, 1.7 მოხსნას და ო.7 დაფარებას.[12]

მეგა ბასკეთი (2016-დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 20 დეკემბერს მეგა ბემაქსმა ბითაძე გაანათხოვრა გუნდ ბუდუჩნოსტში, რომელიც მონტენეგროს ლიგაში, ABA ლიგასა და ევროლიგაში ასპარეზობდა.[13] იგი გუნდში დარჩენილი სეზონის გამნავლობაში ითამაშებდა.[14] 24 დეკემბერს, ბუდუჩნოსტის მაისურით ჩატარებულ პირველ თამაშში, მან დააგროვა 12 ქულა და 4 მოხსნა „Krka“-ის წინააღმდეგ, ABA ლიგაში.[15] ოთხი დღის შემდეგ შედგა ბითაძეს დებიუტი ევროლიგაში, სადაც მოიპოვა 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება თუმცა გუნდი ბაიერნ მიუნხენთან ანგარიშით 93-88 მაინც დამარცხდა.[16] 2019 წლის 3 იანვარს მას კვლავ ძლიერი პერფომენსი ჰქონდა „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ, სადაც სათადაგიროთა სკამიდან 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება მოიპოვა; გუნდმა თამაშში 111-94 გაიმარჯვა.[17] 13 თამაშის შემდეგ, სეზონში ბითაძე საშუალოდ აგროვებდა 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.3 დაფარებას; ამ შედეგით მან მოიპოვა ევროლიგის ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავის ჯილდო.[18]

2019 წელს გოგა ბითაძე მე-18 პიკად აირჩია ინდიანა პეისერსმა, რომელიც მდებარეობს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისის არეაში. პეისერსი მონაწილეობას იღებს ცენტრალური დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA).[19] გოგა ბითაძემ NBA-ში სადებიუტო შეხვედრა „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ ჩაატარა და პარკეტზე პირველი მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა. პარკეტზე 24:19 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. თუმცა ინდიანა 111-119 დამარცხდა.[20]

კარიერა ეროვნულ ნაკრებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბითაძე პირველად გამოიძახეს ევრობასკეტ 2017-ზე, მაგრამ ტრავმის გამო მთელი ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, იგი ამბობდა, რომ მოედნის გარედანაც ბევრის სწავლა მოახერხა ვეტერანი კალათბურთელების, ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინისაგან.[21] 2017 წლის 24 ნოემბერს შედგა ბითაძის დებიუტი 2019 წლის FIBA-ის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში; 17 წუთში მან 4 ქულის მოპოვება მოახერხა.[21][22]

კარიერული სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლეგენდა
  GP ნათამაშები თამაშები   GS  სასტარტოში იყო  MPG  დრო თითოეულ თამაშში (წუთებში)
 FG%  სროლის პროცენტი  3P%  3-ქულიანების სროლის პროცენტი  FT%  საჯარიმო სროლის პროცენტი
 RPG  მოხსნა თითოეულ თამაშში  APG  შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში  SPG  ჩაჭრა თიოეულ თამაშში
 BPG  ბლოკი თითოეულ თამაშში  PPG  ქულა შითოეულ თამაშში  Bold  კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი
წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2015–16 ვითა თბილისი (VTB ლიგა) 6 2 13.8 .316 .500 .500 1.7 .7 .5 .7 2.8
2016-17 სმედერევო (სერბეთის ლიგა) 19 8 19.0 .621 .357 .622 4.4 .7 .4 1.2 106
2017-18 მეგა ბასკეტი (ადრიატიკის ლიგა) 22 22 23.4 .544 .222 .672 6.9 1.0 .7 2.1 11.8
2017-18 მეგა ბასკეტი (სერბეთის ლიგა) 12 12 24.3 .643 .235 .593 6.7 1.0 1.2 1.6 15.9
2018-19 მეგა ბასკეტი (ადრიატიკის ლიგა) 11 11 28.4 .645 .417 .684 7.9 1.2 .6 2.5 20.2
2018-19 ბუდუჩნოსტი (ადრიატიკის ლიგა) 19 6 20.4 .604 .400 .626 4.8 .5 .5 1.3 10.4
კარიაერის მანძილზე 89 61 21.6 .562 .355 .616 5.4 0.9 .7 1.6 12.0
წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2018-19 ბუდუჩნოსტი 13 4 24.1 .597 .313 .714 6.4 1.2 .5 2.3 12.1
კარიაერის მანძილზე 13 4 24.1 .597 .313 .714 6.4 1.2 .5 2.3 12.1

წყარო[23]

წელი ტურნირი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2019 2019 წლის FIBA-ის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 10 - 22.0 .455 .238 .612 5.9 .9 1.1 1.6 11.5

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Goga Bitadze. Eurospects. ციტირების თარიღი: 6 February 2019.
  2. Kalbrosky, Bryan. 2019 aggregate NBA mock draft 4.0: Murray State's Ja Morant is Top 3. HoopsHype (22 January 2019). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
  3. Woo, Jeremy. 2019 NBA Mock Draft 3.0: Zion Williamson Remains on Top, Ja Morant Continues to Skyrocket (30 January 2019). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
  4. 4.0 4.1 4.2 Hein, David. Bitadze goes from land of wrestlers to talent-developing Mega. Euroleague Basketball Next Generation Tournament (21 April 2017). ციტირების თარიღი: 30 January 2019.
  5. Simonishvili, Vazha. NBA-ის კემპი, იოკიჩი, ფაჩულია - ინტერვიუ გოგა ბითაძესთან Georgian. SportAll (25 June 2017). ციტირების თარიღი: 30 January 2019.
  6. Bitadze, Goga, and Jonathan Givony. (12 September 2016). Goga Bitadze Interview from NBA Basketball Without Borders Europe Camp. [Video]. Finland: DraftExpress. https://www.youtube.com/watch?v=kZrf8aEjZfY.
  7. 1-ელი ექსპერიმენტული სკოლის გუნდი "ჰიუნდაი" ჩემპიონია! Georgian. Georgian Basketball Federation (31 May 2013). ციტირების თარიღი: 30 January 2019.
  8. Goga Bitadze. Georgian Basketball Federation. ციტირების თარიღი: 30 January 2019.
  9. Fernández, Marcos. Conoce al pívot georgiano Goga Bitadze: la sensación del Adidas Next Generation Spanish. Gigantes del Basket (22 May 2017). ციტირების თარიღი: 30 January 2019.
  10. Goga Bitadze Player Profile. RealGM. ციტირების თარიღი: 31 January 2019.
  11. Kharazov, Levan. გოგა ბითაძე სერბულ "მეგა ლეკსში" გადავიდა Georgian. MySports (2 December 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 31 January 2019.
  12. Goga Bitadze. VTB United League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 31 January 2019.
  13. Buducnost adds young star Bitadze. EuroLeague (20 December 2018). ციტირების თარიღი: 4 February 2019.
  14. Bitadze on loan in Buducnost until the end of ABA League. Mega Basket (20 December 2018). ციტირების თარიღი: 5 February 2019.
  15. Buducnost 64, Krka Novo Mesto 69. RealGM (24 December 2018). ციტირების თარიღი: 5 February 2019.
  16. Bayern rallies from 17 down, overcomes Buducnost. EuroLeague (28 December 2018). ციტირების თარიღი: 5 February 2019.
  17. Milan blasts Buducnost with record scoring performance. EuroLeague (3 January 2019). ციტირების თარიღი: 5 February 2019.
  18. Goga Bitadze named EuroLeague Rising Star. EuroHoops (7 May 2019). ციტირების თარიღი: 16 May 2019.
  19. გოგა ბითაძე მე-18 პიკად აირჩიეს
  20. გოგამ NBA-ის კარი შეაღო
  21. 21.0 21.1 Facing Raduljica, Zirbes helps Bitadze become big future hope for Georgia. FIBA (12 January 2018). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
  22. Georgia 70, Germany 79. RealGM (24 November 2017). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
  23. Goga Bitadze - FIBA Europe. ციტირების თარიღი: 24 April 2019.