შინაარსზე გადასვლა

შაქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაკტი

შაქტი (ტელუგ. శక్తి, ტამილ. சக்தி; სანსკრ. ძალა, ენერგია, არსთა საძირკველი, ყოფიერების მიზეზი) — ქალი, საწყისი ძალა პროტოინდური რელიგიის იმ სახეობაში, რასაც ტანტრიზმი ეწოდა და რომლის „ბიბლია“, მეხუთე ვედა თითქოს თვით შივამ დაწერა. ამ რწმენის მიხედვით, თვით ქალია სამყაროს უზენაესი დედა, არსთა მშობელი. მასთან წამიერი შეერთებით მოწრმუნე მამაკაცები უკავშირდებიან ღმერთს. ამდენად, დედობრივი საწყისის ძალა ინდურ რელიგიაში ღვთაების რანგში ადის. იმავე დროს, ესაა სქესობრივი ცხოვრების ხანგრძლივი ისტორიის თავისებური ეტაპი და ფორმა, რასაც ქრისტიანი მისიონერები თვლიან გახრწნილების უსაძაგლეს სახედ, ეშმაკის სამსახურად. დიდი დედის კულტი საყოველთაო მოვლენაა მთელს დედამიწაზე. თვით პალეოლითის ხანის ქვის ქანდაკებები მეტყველებენ, რომ ქალს პირველყოფილი ადამიანი უკვე აღმერთებდა.

ფალოსის კულტის დამახასიათებელი სიმბოლოები, ქვის, კირქვის და ლითონის კვირისტავები, რომლებიც სვანეთშია აღმოჩენილი, ყურადღებას იქცევენ შაკტის შესაბამის ძეგლებთან, ლიონილინგამებთან მსგავსებით. ეს ლინგა (ლინგამები ფალოსის სიმბოლური გამოსახულებებებია (ქვის ან ბრინჯაოსი) წარმოადგენდა შივას კულტის განუყოფელ ნაწილს და ინახებოდა შივას ტაძრებში (სვანებიც ეკლესიებში ინახავდნენ, რაც შორეულ კულტურათა შეხვედრის ნიმუშია). შაკტის სარწმუნოების მიხედვით, ასოს შივას სახე ჰქონდა და მთელი ინდოეთი მოწიწებით სცემდა თაყვანს. მისი ქანდაკებანი ნაპოვნია შივას ტაძარში, აფრიკულ ქოხებში, ეგვიპტის აკლდამებში, ყველა მხარეში. ხატავდნენ და აქანდაკებდნენ, ვითარცა მამაკაცის ატრიბუტს, ცალკე ან ფრთოსან ვულვასთან ერთად. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია ძველი ეგვიპტე. ქანდაკი: ფალოსის ღმერთი მინი, რომაული პორნოგრაფიული სცენა: ფავნუსი და ნიმფა, პრიაპის გამოსახულებანი (ბრინჯაო, პომპეი), კოიტუსის სცენა (რომაული სანათი).

  • ა. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 526, თბ., 1983.