შინაარსზე გადასვლა

Vaya Con Dios

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
დანი კლაინი

Vaya Con Dios (წარმოითქმის: ვაია კონ დიოს; ესპ. „ღმერთი შენკენ“) — ბელგიური ბლუზ-როკ ჯგუფი. დაარსდა 1986 წელს შემდეგი შემადგენლობით: დანი კლაინი, დირქ შოუფსი, უილი ლამბერტი, რომელიც შემდგომ ჟან-მიშელ ჟელენმა შეცვალა.

ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა შემდეგი სიმღერებით: Just a Friend of Mine, What’s a Woman?, Nah Neh Nah, Don’t Cry for Louie, Puerto Rico, Heading for a Fall, Johnny, Don’t Break My Heart.

2010 წელს სიმღერა Nah Neh Nah ხელახლა ჩაიწერა გერმანულ Milk&Sugar-თან ერთად დუეტში.

ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 7 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და 3 მილიონზე მეტი სინგლი.[1]

ჯგუფმა შემოქმედებითი კარიერა 1986 წელს დაიწყო და ზუსტად ათი წლის თავზე, 1996 წელს დაიშალა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ Vaya Con Dios-ის წევრებმა გადაწყვიტეს, აღედგინათ ერთ დროს პოპულარული ჯგუფი და 2004 წელს ისევ გაერთიანდნენ. ჯგუფი Vaya Con Dios დღემდე განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას.

სქოლიო

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-10. ციტირების თარიღი: 2011-07-21.

რესურსები ინტერნეტში