შინაარსზე გადასვლა

ფოსტენ ელი სულუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ფოსტენ ელი სულუკი
ჰაიტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი, 1847 – 25 აგვისტო, 1849
წინამორბედიჟან-ბატისტ რიშე

ჰაიტის იმპერატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 აგვისტო, 1849 – 15 იანვარი, 1859

დაბადებული15 აგვისტო, 1782
პტი-გოავი
გარდაცვლილი3 აგვისტო, 1867
ანს-ა-ვო
მეუღლეადელინა ლევეკი
შვილებიოლივია და ჩელიტა
რელიგიაკათოლიციზმი, ვუდუ

ფოსტენ ელი სულუკიჰაიტის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. გენერალი (1843 წ.) მონა ზანგი ქალის შვილი; სიცოცხლის ბოლომდე წერა-კითხვის უცოდინარი იყო. 1793 წელს მონობიდან გაათავისუფლლეს. 1802-1803 წლებში აქტიურად იბრძოდა საფრანგეთის წინააღმდეგ ჰაიტის დამოუკიდებლობისათვის. 1847-1849 წლებში ჰაიტის პრეზიდენტია, ხოლო 1849 წლიდან იმპერატორი ფოსტენ I-ის სახელწოდებით. დაამყარა სისხლიანი დესპოტური რეჟიმი. 1858 წელს მის წინააღმდეგ ჯარი აჯანყდა, ტახტიდან გადადგა და იამაიკაზე გაიქცა. დაბრუნდა 1867 წელს.

ლიტერატურა