შინაარსზე გადასვლა

რომანოზ I ლაკაპენოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
მონეტა რომანოზ I-ის გამოსახულებით

რომანოზ I ლაკაპენოსი (ბერძ. Ρωμανός Α΄ Λακαπήνος) (დ. დაახლ. 870 — გ. 15 ივნისი 948) — ბიზანტიის იმპერატორი 920-944 წლებში. წარმოშობით სომეხი გლეხი. დაწინაურდა ბიზანტიის ფლოტში.

ძალაუფლება ხელთ იგდო მას შემდეგ, რაც თავისი ქალიშვილი ახალგაზრდა იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტზე დააქორწინა (919 წ.). ერთი წლის შემდეგ იგი ბიზანტიის მმართველია. რომანოზ I-მა თანამმართველად თავისი შვილები სტეფანე და კონსტანტინე გამოაცხადა. 934 და 943 წლების ნოველებით (აგრარული კანონმდებლობა) რომანოზ I კლასობრივი ბრძოლის შენელებას ცდილობდა. წარმატებით ებრძოდა არაბებს. რომანოზ I საკუთარი შვილების შეთქმულების მსხვერპლი გახდა, ტახტიდან ჩამოაგდეს და კ. პროტიზე გადაასახლეს, სადაც მალე გარდაიცვალა.

ლიტერატურა