შინაარსზე გადასვლა

პიუს VIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
პიუს VIII
პიუს VIII-ეს გერბი

პიუს VIII (ლათ. Pius Octavus) ერისკაცობაში ფრანჩესკო სავერიო კასტილიონი ('იტალ. Francesco Saverio Castiglioni; დ. 20 ნოემბერი 1761, ჩინგოლი, იტალია – გ. 1 დეკემბერი 1830, რომი) — რომის პაპი 1829-1830 წლებში.

ბიოგრაფია

ფრანჩესკო კასტილიონი იტალიერი არისტოკრატის ოჯახში დაიბადა. თეოლოგიური განათლება კანონიკური სამართლის განხრით მან ქალაქ ოზიმოს "კოლეჯო კამპანაში" და ქალაქ ბოლონიის "კოლეჯო მონტალტოში" მიიღო. 1785 წლის 17 დეკემბერს იგი რომში მღვდლად აკურთხეს. 1786 წელს იგი პისტოაში გამართულ სინოდის მდივანი იყო. სხვადასხვა ეკლესიებში გენერალვიკარად მსახურის შემდგომ დაინიშნა ჩინგოლის ტაძრის წინამძღვრად.

1800 წლის 10 ოქტომბერს პაპმა პიუს VII-ემ იგი მონტალტოს ეპისკოპოსად დანიშნა. მისი ეპისკოპატი იტალიაში ნაპოლეონის შემოჭრას დაემთხვა. დამპყრობელთა წინააღმდეგ გამოჩენილმა შეურიგებლობამ და სიმამაცემ ფრანჩესკო კასტილიონს დიდი პოპულარობა და სახელი მოუხვეჭა ადგილობრივ მოსახლეობაში. 1808 წლის ივლისში იგი დაპატიმრებულ იქნა მილანში. საფრანგეთის ჯარების მიერ იტალიის დატოვების შემდეგ 1814 წელს კასტილიონი გაათავისუფლეს და 1816 წლამდე ჩინგოლის ეპისკოპოსი იყო.

1816 წლის 8 მარტს ფრანჩესკო კასტილიონი ჩეზენას ეპისკოპოსად დაინიშნა და კარდინალი გახდა. 1822 წელს იგი ფრასკატის ეპისკოპოსი გახდა. პიუს VII-ის სიკვდილის სემდგომ იგი პაპობის ერთ-ერთ გავლენიან კანდიდატად ითვლებოდა, თუმც პირველ კონკლავზე იგი დამარცხდა და პაპი ლეო XII-გახდა. ლეო XII-ის სიკვდილის შემდეგ 1829 წლის 10 თებერვალს ახალი კონკლავი შეიკრიბა. 1829 წლის 31 მარტს კასტილიონი პაპად იქნა არჩეული. 5 აპრილ იგი პიუს VIII-ეს სახელით რომის პაპად აკურთხეს. ამ დროისთვის ახალი პაპის ჯანმრთელობა საკმაოდ იყო შერყეული და 1830 წლის 1 დეკემბერს იგი გარდაიცვალა კიდეც.

ლიტერატურა

წინამორბედი:
ლეო XII
რომის პაპი

18291830
შემდეგი:
გრიგოლ XVI