ნია-გრუზინსკაია
სოფელი | |
---|---|
ნია-გრუზინსკაია | |
ქვეყანა | რუსეთი |
ფედერაციის სუბიექტი | ირკუტსკის ოლქი |
რაიონი | უსტ-კუტის რაიონი |
კოორდინატები | 56°33′11″ ჩ. გ. 106°48′24″ ა. გ. / 56.55306° ჩ. გ. 106.80667° ა. გ. |
დაარსდა | 1975 |
ცენტრის სიმაღლე | 466 მეტრი |
მოსახლეობა |
1 051 (2002)[1] , 1 062 (2010)[2] , 1 059 (2011)[3] , 1 040 (2012)[3] , 1 017 (2013)[4] , 1 004 (2014)[5] , 1 013 (2015)[6] , 1 000 (2016)[7] , 1 004 (2017)[8] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 39565 |
საფოსტო ინდექსი | 666763 |
ოფიციალური საიტი | http://niya.siteedit.su |
ნია-გრუზინსკაია (რუს. Ния-Грузинская) — დასახლება ირკუტსკის ოლქის უსტ-კუტის რაიონში, რუსეთის ფედერაცია. დაარსდა 1974 წელს, როგორც ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მუშათა დასახლება. დასახლება ააშენეს საქართველოს სსრ-ის წარმომადგენლებმა. რკინიგზის სადგური აღმოსავლეთ ციმბირის რკინიგზის ხაზზე. განვითარებულია ხე-ტყის მრეწველობა. ერთადერთი დასახლებული პუნქტი ნიის სასოფლო საბჭოში.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე ნიის (ტაიურის შენაკადი, ლენის აუზი) მარცხენა სანაპიროზე, უსტ-კუტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით პირდაპირი ხაზით 70 კილომეტრში (სარკინიგზო და საავტომობილო გზით დაახლოებით 100 კმ.) და ირკუტსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით პირდაპირი ხაზით 500 კმ-ში.
ისტორია
ნია-გრუზინსკაიას ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც 1975 წლის მარტში საქართველოს სსრ-დან, მომავალი დასახლების ადგილზე გაიგზავნა 70 კაციანი ეშალონი „საქბამმშენის“ მატარებლით. უმაღლესი კლასის მშენებლებს „საქბამმშენის“ ხელმძღვანელი ანზორ დვალიშვილი ედგა სათავეში.[9] გაუვალ ტაიგაში მოეწყო დროებითი ბანაკი, გაწმინდეს თვითმფრინავის დასაჯომი ბილიკი. მუდმივი დასახლების მშენებლობა დაიწყო 1975 წლის აპრილში.[10]
1975 წლის 6 ნოემბერს სარკინიგზო ხაზმა სადგურ ზვეზდნოიედან მიაღწია ნიას.[10] სადგურს უწოდეს ნია-გრუზინსკაია. საცხოვრებელი დასახლება შეიქმნა „თბილქალაქპროექტის“ ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ. კომპლექსი მოიცავდა: 7 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, სკოლას, საბავშვო ბაღს, საზოგადოებრივ სავაჭრო ცენტრს, რკინიგზის სადგურს და საქვაბე ოთახს.[9] 1981 წლის 23 თებერვალს დასახლება ექსპლუატაციაში შევიდა, დროებითი სახლების მაცხოვრებლები გადავიდნენ ახალ შენობებში.[10]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ http://irkutskstat.gks.ru/wps/wcm/connect/rosstat_ts/irkutskstat/resources/645798804e45a78fa021babfab39d37f/2.pdf
- ↑ http://195.46.100.221/vpn2010/DocLib/totals-vpn2010-2.pdf
- ↑ 3.0 3.1 http://www.irkobl.ru/sites/economy/Anticorrup_ekspertiza/statistika.doc — Иркутск: 2012. — 81 с.
- ↑ Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2013 года. Таблица 33. Численность населения городских округов, муниципальных районов, городских и сельских поселений, городских населённых пунктов, сельских населённых пунктов — Росстат, 2013. — 528 с.
- ↑ http://www.gks.ru/free_doc/doc_2014/bul_dr/mun_obr2014.rar
- ↑ http://www.gks.ru/free_doc/doc_2015/bul_dr/mun_obr2015.rar
- ↑ http://www.gks.ru/free_doc/doc_2016/bul_dr/mun_obr2016.rar — 2018.
- ↑ Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2017 года — Москва: Росстат, 2017.
- ↑ 9.0 9.1 Кривой А. В Ние грузинской, Ленские вести : Общественно-политическая газета Усть-Кутского района. — Усть-Кут, 26 июня 2009. — № 24.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Калаганская Полина. Наш дом — Ния, Ленские вести : Общественно-политическая газета Усть-Кутского района. — Усть-Кут, 10 июля 2009. — № 26.