შინაარსზე გადასვლა

მარტინა ჰინგისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
მარტინა ჰინგისი

ჰინგისი 2014 წელს
ქვეყანა (სპორტი) შვეიცარიის დროშა შვეიცარია
საცხოვრებელი ადგილი ფოიზისბერგი, შვეიცარია
დაიბადა 30 სექტემბერი, 1980 (1980-09-30) (44 წლის)
კოშიცე, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 171 სმ.
პროფესიონალი 1994
კარიერა დაასრულა 2017
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 24,749,074 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2013 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 548–135 (80.2%)
ტიტულები კარიერაში 43
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (31 მარტი, 1997)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1997, 1998, 1999)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (1997, 1999)
უიმბლდონი გამარჯვება (1997)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1997)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1998, 2000)
ოლიმპიური თამაშები 2რ (1996)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 489–109 (81.77%)
ტიტულები კარიერაში 64
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (8 ივნისი, 1998)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1997, 1998, 1999, 2002, 2016)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1998, 2000)
უიმბლდონი გამარჯვება (1996, 1998, 2015)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1998, 2015, 2017)
წყვილთა სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1999, 2000, 2015)
ოლიმპიური თამაშები ფინალი (2016)
შერეული წყვილები
კარიერის ჩანაწერები 54–12 (81.82%)
ტიტულები კარიერაში 7
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2006, 2015)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2016)
უიმბლდონი გამარჯვება (2015, 2017)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2015, 2017)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი ფინალი (1998)
ჰოპმანის თასი გამარჯვება (2001)
ბოლოს განახლდა: 9 მაისი, 2018.

მარტინა ჰინგისი (Martina Hingis; დ. 30 სექტემბერი, 1980, კოშიცე, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკური წარმოშობის შვეიცარიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ჰინგისს ერთეულებში 5 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 აშშ-ის ღია პირველობა და 1 უიმბლდონი. 1990-იან წლებში, ჰინგისმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა. 1997 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით, მარტინა გახდა დიდი სლემის ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული 16 წლის და 3 თვის ასაკში. ორ თვეში იგი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი ერთეულთა რეიტინგში. 2002 წელს 22 წლის ასაკში, მარტინას ტრავმების გამო ჩოგბურთისთვის თავის დანებება მოუწია[1]. ამ დროისთვის მას უკვე WTA-ის 40 ტიტული ჰქონდა მოგებული, 1997-დან 2001 წლამდე, იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ჩოგბურთელი იყო. ჰინგისი 2006 წელს დაუბრუნდა ჩოგბურთს, მოიგო რამდენიმე ტურნირი და რეიტინგში მეექვსე ადგილამდე ავიდა, თუმცა მას კვლავ დაეწყო ტრავმები. ასევე 2007 წელს იგი უიმბლდონის სამედიცინო შემოწმებაზე ჩავარდა ორგანიზმში კოკაინის არსებობის გამო, რის გამოც მარტინა ორი წლით იქნა დისკვალიფიცირებული[2]. მან მეორედ გამოაცხადა კარიერის დასრულება, თუმცა 2013 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა ჩოგბურთს[3]. ჰინგისი კარიერის ბოლომდე მხოლოდ წყვილთა და შერეულ წყვილთა მატჩებში იღებდა მონაწილეობას.

საბოლოოდ ერთეულებში მარტინა ჰინგისმა WTA-ის 43 ტურნირი მოიგო, აქედან 2 წლის შემაჯამებელი ტურნირი. იგი 209 კვირის განმავლობაში ლიდერობდა ერთეულთა მსოფლიო რეიტინგში. წყვილებში მან 13 დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა. მარტინამ კარიერაში 64 წყვილთა ტურნირი მოიგო და წყვილთა რეიტინგში 90 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს. ჰინგისმა ასევე 7 დიდი სლემის ტიტული მოიგო შერეულ წყვილებში.

ოლიმპიურ თამაშებზე, მას ერთი ვერცხლის მედალი აქვს წყვილთა თანრიგში მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, ჰინგისმა ერთხელ მოიგო ჰოპმანის თასი შვეიცარიის ნაკრებთან ერთად.

მესამედ და საბოლოოდ მარტინა ჰინგისმა კარიერა 2017 წლის ბოლოს დაასრულა[4]. 2013 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

ერთეულები: 12 (5–7)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1997 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი საფრანგეთის დროშა მერი პირსი 6–2, 6–2
მარცხი 1997 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ხორვატიის დროშა ივა მაიოლი 4–6, 2–6
გამარჯვება 1997 უიმბლდონი (1) ბალახი ჩეხეთის დროშა იანა ნოვოტნა 2–6, 6–3, 6–3
გამარჯვება 1997 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა ვინუს უილიამსი 6–0, 6–4
გამარჯვება 1998 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი ესპანეთის დროშა კონჩიტა მარტინესი 6–3, 6–3
მარცხი 1998 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი 3–6, 5–7
გამარჯვება 1999 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ჰარდი საფრანგეთის დროშა ამელი მორესმო 6–2, 6–3
მარცხი 1999 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა გერმანიის დროშა შტეფი გრაფი 6–4, 5–7, 2–6
მარცხი 1999 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი 3–6, 6–7(4–7)
მარცხი 2000 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი 1–6, 5–7
მარცხი 2001 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა ჯენიფერ კაპრიატი 4–6, 3–6
მარცხი 2002 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა ჯენიფერ კაპრიატი 6–4, 6–7(7–9), 2–6

წყვილები: 16 (13–3)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1996 უიმბლდონი (1) ბალახი ჩეხეთის დროშა ჰელენა სუკოვა აშშ-ის დროშა მერედით მაკგრათი
ლატვიის დროშა ლარისა სავჩენკო
5–7, 7–5, 6–1
გამარჯვება 1997 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი ბელარუსის დროშა ნატალია ზვერევა აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი
აშშ-ის დროშა ლიზა რეიმონდი
6–2, 6–2
გამარჯვება 1998 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი ხორვატიის დროშა მირიანა ლუჩიჩი აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი
ბელარუსის დროშა ნატალია ზვერევა
6–4, 2–6, 6–3
გამარჯვება 1998 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა ჩეხოსლოვაკიის დროშა იანა ნოვოტნა აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი
ბელარუსის დროშა ნატალია ზვერევა
6–1, 7–6(7–4)
გამარჯვება 1998 უიმბლდონი (2) ბალახი ჩეხოსლოვაკიის დროშა იანა ნოვოტნა აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი
ბელარუსის დროშა ნატალია ზვერევა
6–3, 3–6, 8–6
გამარჯვება 1998 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი ჩეხოსლოვაკიის დროშა იანა ნოვოტნა აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი
ბელარუსის დროშა ნატალია ზვერევა
6–3, 6–3
გამარჯვება 1999 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ჰარდი რუსეთის დროშა ანა კურნიკოვა აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი
ბელარუსის დროშა ნატალია ზვერევა
7–5, 6–3
მარცხი 1999 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა რუსეთის დროშა ანა კურნიკოვა აშშ-ის დროშა სერენა უილიამსი
აშშ-ის დროშა ვინუს უილიამსი
3–6, 7–6(7–2), 6–8
მარცხი 2000 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი საფრანგეთის დროშა მერი პირსი აშშ-ის დროშა ლიზა რეიმონდი
ავსტრალიის დროშა რენე სტაბსი
4–6, 7–5, 4–6
გამარჯვება 2000 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა საფრანგეთის დროშა მერი პირსი ესპანეთის დროშა ვირხინია რუანო პასკუალი
არგენტინის დროშა პაოლა სუარესი
6–2, 6–4
გამარჯვება 2002 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ჰარდი რუსეთის დროშა ანა კურნიკოვა სლოვაკეთის დროშა დანიელა ჰანტუხოვა
ესპანეთის დროშა არანჩა სანჩეს ვიკარიო
6–2, 6–7(4–7), 6–1
მარცხი 2014 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი იტალიის დროშა ფლავია პენეტა რუსეთის დროშა ეკატერინა მაკაროვა
რუსეთის დროშა ელენა ვესნინა
6–2, 3–6, 2–6
გამარჯვება 2015 უიმბლდონი (3) ბალახი ინდოეთის დროშა სანია მირზა რუსეთის დროშა ეკატერინა მაკაროვა
რუსეთის დროშა ელენა ვესნინა
5–7, 7–6(7–4), 7–5
გამარჯვება 2015 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი ინდოეთის დროშა სანია მირზა ავსტრალიის დროშა კეისი დელაკუა
ყაზახეთის დროშა იაროსლავა შვედოვა
6–3, 6–3
გამარჯვება 2016 ავსტრალიის ღია პირველობა (5) ჰარდი ინდოეთის დროშა სანია მირზა ჩეხეთის დროშა ანდრეა ჰლავაჩკოვა
ჩეხეთის დროშა ლუცია გრადეცკაია
7–6(7–1), 6–3
გამარჯვება 2017 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი ჩინეთის ტაიბეის დროშა ჩან ჰაო ჩინგი ჩეხეთის დროშა ლუცია გრადეცკაია
ჩეხეთის დროშა კატერინა სინიაკოვა
6–3, 6–2

შერეული წყვილები: 7 (7–0)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 2006 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი ინდოეთის დროშა მაჰეშ ბჰუპატი რუსეთის დროშა ელენა ლიხოვცევა
კანადის დროშა დანიელ ნესტორი
6–3, 6–3
გამარჯვება 2015 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი ინდოეთის დროშა ლეანდერ პაესი საფრანგეთის დროშა კრისტინა მლადენოვიჩი
კანადის დროშა დანიელ ნესტორი
6–4, 6–3
გამარჯვება 2015 უიმბლდონი (1) ბალახი ინდოეთის დროშა ლეანდერ პაესი უნგრეთის დროშა ტიმეა ბაბოში
ავსტრიის დროშა ალექსანდრ პეია
6–1, 6–1
გამარჯვება 2015 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი ინდოეთის დროშა ლეანდერ პაესი აშშ-ის დროშა ბეთანი მატეკ სანდსი
აშშ-ის დროშა სემ ქუერი
6–4, 3–6, [10–7]
გამარჯვება 2016 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა ინდოეთის დროშა ლეანდერ პაესი ინდოეთის დროშა სანია მირზა
ხორვატიის დროშა ივან დოდიგი
4–6, 6–4, [10–8]
გამარჯვება 2017 უიმბლდონი (2) ბალახი დიდი ბრიტანეთის დროშა ჯეიმი მარი დიდი ბრიტანეთის დროშა ჰეზერ უოტსონი
ფინეთის დროშა ჰენრი კონტინენი
6–4, 6–4
გამარჯვება 2017 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი დიდი ბრიტანეთის დროშა ჯეიმი მარი ჩინეთის ტაიბეის დროშა ჩან ჰაოცინი
ახალი ზელანდიის დროშა მაიკლ ვინუსი
6–1, 4–6, [10–8]

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები

ერთეულები: 4 (2–2)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1996 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ) გერმანიის დროშა შტეფი გრაფი 3–6, 6–4, 0–6, 6–4, 0–6
გამარჯვება 1998 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (1) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი 7–5, 6–4, 4–6, 6–2
მარცხი 1999 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა ლინდზი დევენპორტი 4–6, 2–6
გამარჯვება 2000 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (2) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა მონიკა სელეში 6–7(5–7), 6–4, 6–4

(დ) – დახურული კორტი

წყვილები: 3 (3–0)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1999 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (1) ხალიჩა (დ) რუსეთის დროშა ანა კურნიკოვა ესპანეთის დროშა არანჩა სანჩეს ვიკარიო
ლატვიის დროშა ლარისა სავჩენკო
6–4, 6–4
გამარჯვება 2000 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (2) ხალიჩა (დ) რუსეთის დროშა ანა კურნიკოვა აშშ-ის დროშა ნიკოლ არენდტი
ნიდერლანდების დროშა მანონ ბოლეგრაფი
6–2, 6–3
გამარჯვება 2015 WTA-ის ფინალი, სინგაპური (3) ჰარდი (დ) ინდოეთის დროშა სანია მირზა ესპანეთის დროშა გარბინიე მუგურუსა
ესპანეთის დროშა კარლა სუარეს ნავარო
6–0, 6–3

ოლიმპიური ფინალები: 1 (0–1)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი (ვერცხლი) 2016 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 ჰარდი შვეიცარიის დროშა ტიმეა ბაჩინსკი რუსეთის დროშა ეკატერინა მაკაროვა
რუსეთის დროშა ელენა ვესნინა
4–6, 4–6

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Hingis quits tennis“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2018.
  2. „Hingis handed two-year suspension“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2018.
  3. „Martina Hingis wins doubles match on return to competitive tennis“. bbc.com. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2018.
  4. „Martina Hingis to retire from tennis after WTA Finals“. bbc.com. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2018.