შინაარსზე გადასვლა

ზღმარტლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ზღმარტლი

ზღმარტლი (ლათ. Mespilus) — ფოთოლმცვივანი მცენარეების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი ერთადერთი სახეობაჩვეულებრივი ზღმარტლი (ლათ. Mespilus germanuca) ტანდაბალი (3-6 -მდე სიმაღლის) ეკლიანი ხე ან ბუჩქია. აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი, თეთრი მარტოული ყვავილები; ნაყოფი მომრგვალო კენკრაა; რბილობი მაგარი, უკვე გადამწიფებული რბილი და ტკბილია, იჭმევა.

ველურად გვხვდება ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში, ყირიმსა და თურქმენეთში. საქართველოში იზრდება ქვეტყედ მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით მუხნარებში.

მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს; ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი — მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია. აშენებენ ევროპის ზოგ ქვეყანასა და აშშ-ში.

ლიტერატურა