გურამ კოსტავა
იერსახე
გურამ კოსტავა (დ. 18 ივნისი 1937, თბილისი, — გ. 19 ივნისი, 2024[1]) — ქართველი და საბჭოთა მოფარიკავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1967).[2]
ბიოგრაფია
დაამთავრა ინსტიტუტი საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 1963), ორგზის მეორე (1959, 1966) და ორგზის მესამე პირადში (1963, 1965) პრიზიორი, 1960 წელს რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში,[3] 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მესამე პრიზიორი პირად პირველობაში,[4] საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), 5-გზის მეორე (1960, 1961, 1962, 1964, 1968) და 5-გზის მესამე (1957, 1958, 1960, 1965, 1967) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1960). სპორტის რაინდი (2016).
მიღწევები
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
ფარიკაობა | მონრეალი, კანადა | მსოფლიო ჩემპიონატი 1967 | |
ფარიკაობა | მოსკოვი, სსრკ | მსოფლიო ჩემპიონატი 1966 | |
ფარიკაობა | პარიზი, საფრანგეთი | მსოფლიო ჩემპიონატი 1965 | |
ფარიკაობა | პარიზი, საფრანგეთი | მსოფლიო ჩემპიონატი 1965 | |
ფარიკაობა | გდანსკი, პოლონეთი | მსოფლიო ჩემპიონატი 1963 | |
ფარიკაობა | გდანსკი, პოლონეთი | მსოფლიო ჩემპიონატი 1963 | |
ფარიკაობა | ტურინი, იტალია | მსოფლიო ჩემპიონატი 1961 | |
ფარიკაობა | ბუდაპეშტი, უნგრეთი | მსოფლიო ჩემპიონატი 1959 | |
ფარიკაობა | ტოკიო, იაპონია | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1964 | |
ფარიკაობა | რომი, იტალია | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1960 |
- გურამ კოსტავას შედეგები 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე
- I წრე, C ჯგუფი: პეტერ ჯეკობსი (დიდი ბრიტანეთი) - 3:5; ჰენრიკ ნიელაბა (პოლონეთი) - 0:5; ორვარ ლინდვალი (შვედეთი) - 5:3; ჯონ ბუშიე-ჰეიესი (ირლანდია) - 5:3; ჯოზეფ ჯემაელი (ლიბანი) - 5:3; ფრანსისკო სერპი (არგენტინა) - 5:4; ბიჟან ზარნეგარი (ირანი) - 5:0
- II წრე, E ჯგუფი: როლანდ ლოსერტი (ავსტრია) - 2:5; კლოდ ბურკუა (საფრანგეთი) - 2:5; ორვარ ლინდვალი (შვედეთი) - 5:2; ფტეფან ჰოკლერი (რუმინეთი) - 5:2; მიჩელ საიკალი (ლიბანი) - 5:4
- ჯგუფების მე-3-4 ადგილოსანთა პლეი-ოფი: მიშელ შტაინინგერი (შვეიცარია) - 10:5
- 1/8-ფინალი: როლანდ ლოსერტი (ავსტრია) - 10:9
- 1/4-ფინალი: ორვარ ლინდვალი (შვედეთი) - 10:3
- ფინალური ოთხეული: გრიგორი კრისი (სსრკ) - 5:2, ჰენრი ჰოსკინსი (დიდი ბრიტანეთი) - 3:5; ჯანლუიჯი საკარო (იტალია) - 4:5
რესურსები ინტერნეტში
- გურამ კოსტავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გურამ კოსტავა — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გურამ კოსტავა — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
- გურამ კოსტავა — ქართული სპორტი
სქოლიო
- ↑ ლეგენდარული მოფარიკავე გურამ კოსტავა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1TV. 19 ივნისი, 2024.
- ↑ დანელია, ვაჟა. (5 ივლისი, 2019) გურამ კოსტავა: საკავშირო შეკრებაზე ყოფნისას ჩემი მეუღლისთვის ვიღაცას უთქვამს, ქმარი გღალატობსო. lelo.ge. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2022
- ↑ XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
- ↑ XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, 10–24 ოქტომბერი. ტოკიო, იაპონია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022