შინაარსზე გადასვლა

გიორგი პაპიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:46, 27 ნოემბერი 2024-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გიორგი პაპიაშვილი
გარდ. თარიღი 18 ოქტომბერი, 1973 (1973-10-18) (51 წლის)
მოქალაქეობა საქართველო
მუშაობის ადგილი ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის აკადემიური დოქტორი
სამეცნიერო სფერო კარდიოლოგია, არითმოლოგია

გიორგი პაპიაშვილი (დ. 18 ოქტომბერი, 1973, თბილისი) ― ქართველი კარდიოლოგი, არითმოლოგი, გულის ელექტროფიზიოლოგი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის არითმოლოგიის სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

გიორგი პაპიაშვილი 1973 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა. 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2000 წელს ჩააბარა კარდიოლოგიის რეზიდენტურაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, რომელიც 2003 წელს დაასრულა და კარდიოლოგიის სპეციალობა მიიღო. 2005–2006 წლებში ბარსელონის უნივერსიტეტის კლინიკურ ჰოსპიტალში (ბარსელონა, ესპანეთი) გულის კლინიკურ ელექტროფიზიოლოგიას სწავლობდა პროფესორ ჯოზეფ ბრუგადას ხელმძღვანელობით. 2009-2010 წლებში ბრიუგეს AZ Sint Jan ჰოსპიტალში გაიარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის ფელოუშიპი გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში რთული არითმიების აბლაციის მიმართულებით, პროფესორ მატიას დუიცჰავერის ხელმძღვანელობით. 2012-2019 წლებში დოქტორანტურაზე სწავლობდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში.

1998-2001 წლებში სამედიცინო სამსახური 009-ის ექიმი იყო. 1998-2003 წლებში თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკაში კარდიოლოგად მუშაობდა. 2002-2005 წლებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობდა. 2007 წელს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არითმოლოგიური სამსახური ჩამოაყალიბა, რომლის ხელმძღვანელადაც 2010 წლამდე მუშაობდა. 2016 წელს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში არითმოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. 2017 წელს ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარალელურად კლინიკა „ჰელსიკორში“ დაიწყო მუშაობა, სადაც არითმოლოგიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

2006 წელს ჯო ენის სამედიცინო ცენტრში არითმოლოგიური სამსახური და ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორია ჩამოაყალიბა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.

2007 წელს პოსტსაბჭოთა სივრციდან პირველმა ჩააბარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სასერტიფიკაციო გამოცდა გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში და 2009 წელს ამ მიმართულებით სრული ევროპული აკრედიტაცია მიენიჭა.[1] 2019 წელს მიიღო ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სერტიფიცირება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო იმპლანტირებად მოწყობილობებში.

2011 წელს ქართველ კოლეგებთან ერთად დააფუძნა საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია (GeHRA). 2011-2019 წლებში ამ ასოციაციის პირველი პრეზიდენტი იყო.

გიორგი პაპიაშვილმა პირველმა ჩაატარა საქართველოში გულის ეპიკარდიული კარტირება, წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმიის“) აბლაცია ფაზური რადიოსიხშირით, კათეტერული აბლაცია სრულიად რენტგენო-დასხივების გარეშე, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის სრულად ექსტრაკარდიული იმპლანტაცია, პირველი ჰისის კონის კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია.[2]

მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენას. არის ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 18 ნაშრომი.

საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება (GSC) (აღმასრულებელი საბჭო წევრი)
  • საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია (GEhRA) (დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭო წევრი)
  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება (FESC)
  • ევროპის გულის რიტმის ასოციაციია (EHRA);
  • ევროპის ინსულტის საბჭო
  • ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. European Society of Cardiology. List of EHRA certified electrophysiology specialists (ECES). Retrieved 17 August 2022.
  2. გიორგი პაპიაშვილი ― სამედიცინო პორტალი ვიდალი