აბლაბუდა (აკუტაგავა)
„აბლაბუდა“ | |
---|---|
蜘蛛の糸 | |
ავტორი | რიუნოსკე აკუტაგავა |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
ჟანრი | მოკლე მოთხრობა |
გამომცემელი | Akai Tori |
გამოცემის თარიღი | 1918 |
აბლაბუდა (იაპონ. 蜘蛛の糸) 一 იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას რიგით მესამე მოკლე მოთხრობა, რომელიც, თავდაპირველად, 1918 წელს, საბავშვო გაზეთში დაიბეჭდა.
შთაგონების წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკუტაგავა ცნობილი გახდა თავისი არაერთი მოთხრობით, რომელთა ინსპირაციასაც სხვადასხვა წყარო წარმოადგენს. გამონაკლისი არც ეს მოთხრობაა. ერთი ვერსიით, მისი შთაგონების წყარო ავტორს დოსტოევსკის ძმები კარამაზოვებიდან მოუვიდა, კერძოდ კი იმ ნაწილით, რომელშიც აღწერილია „ხახვის იგავი“. მასში აღწერილია იმ ბოროტი დედაკაცის შესახებ, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი სიკეთე აქვს ჩადენილი და რომელსაც თავად მისი ანგელოზი მოახსენებს ღმერთს - ერთხელ, მან მათხოვარს ხახვი აჩუქა. ღმერთი მოუწოდებს ანგელოზს, გამოიყენოს ეს ხახვი მისი ჯოჯოხეთისგან დასახსნელად. ანგელოზი ეხმარება ქალს, მაგრამ სხვა ცოდვილებიც მოჰყვებიან მას, იმ იმედით, რომ გადარჩებიან. ამ დროს, ქალი ყვირის და ამბობს, რომ ხახვი მხოლოდ მისია და მხოლოდ მას ეკუთვნის ხსნა, რა დროსაც ის ისევ უბრუნდება უკუნეთ წიაღს.[1]
სხვა გავლენათაგან გამოსარჩევია 1895 წელს, ტოკიოში გამოქვეყნებული ანთოლოგია, სახელად - კარმა: ადრეული ბუდიზმის ამბავი -, რომელშიც გაერთიანებული იყო ოთხი ბუდისტური თემატიკის მქონე მოთხრობა. მწერალმა პერსონაჟ კანდატას სახელი სწორედ ამ ანთოლოგიიდან ისესხა, როგორც გამოსახულება „ბოროტი ყაჩაღისა, რომლის უარყოფითი კარმა ბოლომდე არ ამოწურულიყო“. მიუხედავად აშკარა კავშირისა, ანთოლოგიაში კანდატას არ აქვს გაწვდილი ცალსახად დახმარების ხელი, თუმცა მისთვის ახსნილი აქვთ, რომ ნებისმიერი სახის კეთილი თესლი, რომელიც მას ცხოვრების რაღაც მომენტში დაუთესავს, მისი ხსნის პრეროგატივად იქცევა.[2]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთხრობა სამ პატარა ნაწილადაა დაყოფილი.
პირველი ნაწილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორია იხსნება ბუდას სეირნობით, როცა ის სამოთხის გუბურის ნაპირზე მარგალიტებივით მოფენილ თეთრ ლოტოსებს შენიშნავს. სამოთხეში დილა თენდებოდა, როცა ბუდა შეჩერდა და, უეცრად, წყლის სარკეში, რომელიც ლოტოსის ფართო ფოთლებს შორის ციმციმებდა, ყველაფერი დაინახა, რაც სიღმეში, ლოტოსის გუბურის ფსკერზე ხდებოდა. სამოთხის ეს ტბორები ჯოჯოხეთის ფსკერამდე აღწევდნენ, კრისტალურ წყლებს შორის მოჩანდა „ნემსა მთა და მდინარე სანძუ“.
ბუდას ყურადღება, უეცრად, ჯოჯოხეთში მყოფმა ცოდვილმა, კანდატამ მიიპყრო, რომელსაც ცხოვრებაში კარგი თითქმის არაფერი ჩაუდენია ერთის გარდა: როცა უსიერ ტყეში სეირნობისას გზაზე პატარა ობობამ გადაურბინა, მან მისი დანდობა გადაწყვიტა, მისი თქმით
,,არა, პატარა კია, მაგრამ მაინც სულიერია. ცოდვაა ასე უმიზეზოდ მისი მოკვლა”.
ბუდას მისი დახმარება განუზრახავს, თუნდაც ცხოვრებაში ჩადენილი ერთადერთი სიკეთის გამო - სამოთხის ობობის ვერცხლის ქსელი მწვანე ფოთოლს გამოაბა და კანდატას დასახმარებლად გუბურაში ჩაუშვა.
მეორე ნაწილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანდატა ჯოჯოხეთის ფსკერზე, სხვა ცოდვილებტან ერთად, სისხლის გუბეში ყურყუმელაობდა. მოულოდნელად, უკუნ სიბნებელში, ზევიდან ნათელი მოეფინა კანდატას თვალსაწიერს - ვერცხლის ქსელი გამოჩენილიყო. კანდატას არაფერი სურდა სხვა, თუ არა ნებისმიერი გზით ჯოჯოხეთს დასხლტოდა, შესაბამისად, კიბეზე ასვლაც მოგება იქნებოდა მისთვის. ის ზემოთ ცოცვასთან ერთად წარამარა ქვევით იხედებოდა და აკვირდებოდა, როგორ სცილდებოდა თავის ძველ ადგილსამყოფელს, იმედოვნებდა, რომ ის სამოთხესაც კი მიაღწევდა. სწორედ მაშინ, როცა სიხარულით შესძახა „გადავრჩი!“, შენიშნა, რომ მის კიბეს უამრავი სხვა ცოდვილი შემოხვედოა აბლაბუდას და „ჭიანჭველების მწკრივით მის კვალდაკვალ მიცოცავენ სულ მაღლა და მაღლა“.
კანდატას მიზანი, დაღწეოდა ჯოჯოხეთს, მას შემდეგ განიცდის კრახს, რაც ის სხვა ცოდვილებს კიბიდან ჩასვლისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, „ის მხოლოდ მისი აბლაბუდაა“. ის კვლავ უკუნეთ წყვდიადს დაბრუნებოდა.
მესამე ნაწილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუბურის ნაპირზე მდგომმა ბუდამ ყველაფერი დაინახა და შეწუხებულმა, დაღვრემილმა კვლავ განაგრძო სეირნობა სამოთხის ბაღში. კანდატასთვის უცხო იყო სიბრალულის გრძნობა, სწორედ ამიტომ არ დაიმსახურა მან სულის ხსნა, რაც ძალიან სამარცხვინო იყო ბუდასთვის.
მოთხრობა სამოთხეში შუადღის დადგომით მთავრდება.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Kumo no Ito" (with modern kanji forms and kana spellings) at Aozora Bunko
- Akutagawa Ryûnosuke's "The Spider Thread": Translation and Commentary საიტზე Wayback Machine (archived March 31, 2016[Date mismatch])Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები by Timothy M. Kelly
- ტექსტი ქართულად (ონლაინ)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://web.archive.org/web/20160331140237/http://www1.edogawa-u.ac.jp/~tmkelly/research_spider.html
- ↑ https://web.archive.org/web/20160331140237/http://www1.edogawa-u.ac.jp/~tmkelly/research_spider.html
- ↑ https://temurkikava.wordpress.com/2013/10/16/%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90/