Taxman
„Taxman“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Revolver | ||||
გამოსვლის თარიღი | 5 აგვისტო 1966 | |||
ჩაიწერა |
20–22 აპრილი, 16 მაისი და 21 ივნისი 1966, EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ბლუზ როკი, მძიმე როკი[1] | |||
ხანგრძლივობა | 2:39 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ჯორჯ ჰარისონი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Revolver – სიმღერები | ||||
|
Taxman — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Revolver, რომელიც გამოვიდა 1966 წელს.
სიმღერის ტექსტით ავტორი აკრიტიკებს ჰაროლდ უილსონის მიერ დაწესებულ მაღალ გადასახადებს. [2][3]
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰარისონი: „Taxman მაშინ დაიწერა, როდესაც პირველად მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფულის გამომუშავება დავიწყეთ, სინამდვილეში მისი დიდი ნაწილი გადასახადებზე მიდიოდა. ტიპური იყო და კვლავაც არის“.[4] გამომდინარე იქიდან, რომ The Beatles იყო ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჯგუფი, ისინი ექვემდებარებოდნენ ჰაროლდ უილსონის მთავრობის მიერ შემოღებულ 95%-იან სუპერგადასახადს.[5] 1984 წელს ჟურნალთან Playboy ინტერვიუში პოლ მაკ-კარტნიმ განმარტა: „სიმღერა ჯორჯმა დაწერა, მე კი გიტარაზე დავუკარი. იგი გაბრაზებულმა დაწერა, როდესაც აღმოაჩინა, თუ რა გააკეთა საგადასახადო ინსპექტორმა. მანამდე არ იცოდა, თუ როგორ ეპყრობოდა ინსპექტორი ფულს.“
1980 წელს Playboy-სთან ინტერვიუში ლენონი იხსენებდა: „მახსოვს ის დღე, როდესაც ჰარისონმა დამირეკა და მთხოვა, Taxman-ზე დავხმარებოდი, მის ერთ-ერთ პირველ სიმღერაში. რამდენიმე ერთსტრიქონიანი ფრაზები შევაგდე, იმისთვის, სიმღერის უკეთესი ჟღერადობისთვის, სწორედ ეს მთხოვა. მე იმიტომ მთხოვა, რომ პოლთან ვერ მიდიოდა, ის იმ პერიოდში არ ეხმარებოდა. არც მე მსურდა...მე უბრალოდ ენაზე ვიკბინე და დავთანხმდი. მანამდე ხომ სულ ჯონი და პოლი ვიყავით, ის კი სულ გვავიწყდებოდა, ვინაიდან მანამდე სიმღერების ავტორი არ ყოფილა.“[6] თუმცა, "Taxman" იყო ჯორჯის მეექვსე საავტორო სიმღერა ჯგუფის რომელიმე სტუდიური ალბომის ფარგლებში.
ბეკ-ვოკალები ასრულებენ ტექსტს, რომელშიც შეიმჩნევა გვარები - „მისტერ უილსონი“ და „მისტერ ჰითი“. აქ იგულისხმება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჰაროლდ უილსონი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი ედვარდ ჰითი.[2] უილსონი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო, წინა წელს თავად იყო The Beatles-ის ოთხივე წევრის ბრიტანეთის იმპერიის ორდენზე ნომინირების ინიციატორი.[2] სანამ სიმღერაში ამ გვარებს ჩაამატებდნენ, უკანა ფონზე ჟღერდა ტექსტი "Anybody got a bit of money?" - ეს ჩანს სიმღერის #11 დუბლიდან, რომელიც 1996 წელს Anthology 2-ში მოხვდა.[7]
20 აპრილს დაიწყო სიმღერის ჩაწერა, მაგრამ შეწყდა და გაგრძელდა 21 აპრილს, როდესაც ჩაიწერეს კიდევ 10 დუბლი. აქედან ოთხ დუბლს დაამატეს დასარტყმელი საკრავები და ბასი, ჰარისონის რიტმული გიტარა, მისი წამყვანი ვოკალი და ლენონის/მაკ-კარტნის ბეკ-ვოკალი. დაბოლოება 21 ივნისს ჩაწერეს.[8]
როგორც წამყვანი სიმღერა Revolver-ზე, "Taxman" არის The Beatles-ის ალბომებზე ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ფირფიტა იწყება ჯორჯის სოლო სიმღერით ან მისი წამყვანი ვოკალით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pete Prown, Harvey P. Newquist, Jon F. Eiche,"Legends of rock guitar: the essential reference of rock's greatest guitarists",ISBN 0-7935-4042-9, p.28.
- ↑ 2.0 2.1 2.2 MacDonald 2005, p. 200.
- ↑ Everett 2010, p. 48.
- ↑ Harrison 1980, p. 94.
- ↑ WalesOnline 2009.
- ↑ Sheff 2000, pp. 150–151.
- ↑ Apple Records 1996, p. 22.
- ↑ Walter Everett. The Beatles as Musicians. Revolver Through the Anthology. Oxford University Press,. New York, 1999 ISBN 978-0-19-512941-0 p48
|