შინაარსზე გადასვლა

სუბჰას ჩანდრა ბოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუბჰას ჩანდრა ბოსი
ბენგ. সুভাষ চন্দ্র বসু
სუბჰას ჩანდრა ბოსი ბენგ. সুভাষ চন্দ্র বসু
თავისუფალი ინდოეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივლისი 1943 – 18 აგვისტო 1945
წინამორბედითანამდებობა დამტკიცდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 იანვარი 1938 – 15 აპრილი 1931
წინამორბედიჯავაჰარლალ ნერუ
მემკვიდრერაჯენდრა პრასადი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 აგვისტო 1930 – 15 აპრილი 1931
წინამორბედიბიდჰან ჩანდრა როი

დაბადებული23 იანვარი 1897
კატაკი, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვლილი18 აგვისტო 1945 (48 წლის)
ტაიხოკუ, იაპონიის იმპერია, იაპონია
დაკრძალულიატოკიო, იაპონია
პოლიტიკური პარტიაინდოეთის ეროვნული კონგრესი
მამაჯანახინათ ბოსი
დედაპრაბხაბატი ბოსი
მეუღლეემილი შენკლი
შვილებიანიტა ბოსე ფპაფი
განათლებაკალკუტის უნივერსიტეტი
ფიცუილიამას კოლეჯი
საპრეზიდენტო უნივერსიტეტი
შოტლანდიის საეკლესიო კოლეჯი
Ravenshaw Collegiate School
Bangabasi Morning College
საქმიანობასაზოგადო მოღვაწე
რელიგიაინდუიზმი
ჯილდოებიბჰარატ რატნა
ხელმოწერა
საიტი[[1]]

სუბჰას ჩანდრა ბოსი (ინგლ. Subhash Chandra Bose, ბენგ. সুভাষ চন্দ্র বসু, Shubhash Chôndro Boshu ) ( 23 იანვარი 1897 - 18 აგვისტო 1945 ) [1], ასევე ცნობილი როგორც ნეტაჯი — წარმოშობით ბენგალელი, ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორც ჯავაჰარლალ ნერუს და მაჰათმა განდის.

ბრიტანელ კოლონიალისტებთან საბრძოლველად გერმანელებთან დაიწყო თანამშრომლობა, შემდეგ კი — იაპონელებთან. იგი ხელმძღვანელობდა "აზდა ჰინდის("თავისუფალი ინდოეთი") სახელით ცნობილ პრო-იაპონურ დროებით მთავრობას , რომელიც გამოსცემდა საკუთარ ფულს და მარკებს და აკონტროლებდა იაპონელების მიერ ოკუპირებულ მცირე ტერიტორიას. ოფიციალურად მიღებული ვერსიით, თვითმფრინავმა, რომლითაც ბოსი იაპონიაში გაქცევას ცდილობდა, ავიაკატასტროფა განიცადა.[2]

ბიოგრაფია

წარმომავლობა

სუბჰას ჩანდრა ბოსი დაიბადა ბენგალელი ინდუისტების ოჯახში; თოთხმეტიდან მეცხრე შვილი იყო. სწავლობდა კერძო კოლეჯებში, კალკუტასა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში .[3]

პოლიტიკური საქმიანობა ინდოეთში

ადრეული ასაკიდანვე აქტიურად ჩაება პოლიტიკაში. არაერთხელ დააპატიმრეს რევოლუციური საქმიანობისთვის. ზედიზედ ორჯერ აირჩიეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარედ.მისი შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდიოდა მაჰათმა განდისთან, ვინაიდან თვლიდა, რომ მისი არაძალადობრივი პოლიტიკა არ იყო საკმარისი ინდოეთის დამოუკიდებლობის მისაღწევად. ბოსი ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედების მომხრე იყო . მან დააარსა საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი, Block — Forward India. თანამოაზრეებმა პატივისცემის ნიშნად შეარქვეს "ნეტაჯი" —ბელადი.

როლი მეორე მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, შეეცადა კონტაქტის დამყარებას სსრკ-სთან (თუმცა მაშინ სსრკ-ში, არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის საამებლად, ინდოეთის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის "მოღალატეობრივს" უწოდებდნენ. საბჭოთა პრესა ნერუს ბრძოლას ინდოეთის თავისუფლებისთვის ღალატს უწიდებდა [4] ). სუბჰას ჩანდრა მოგვიანებით შეეცადა მოეპოვებინა დახმარება ნაცისტური გერმანიისგან ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

1941 წლის 17 იანვარს გაიქცა პატიმრობიდან; მან პუშტუნი პილიგრიმის საფარქვეშ ინდოეთიდან ავღანეთში გაქცევა მოახერხა. ქაბულში მან შეხვედრები გამართა სსრკ-ს, გერმანიისა და იტალიის დიპლომატიურ მისიებში, სადაც დასვა კითხვები ანტიბრიტანული სამხედრო წინააღმდეგობის შესაქმნელად ფინანსური დახმარების შესახებ. 1941 წლის მარტში მან გადაკვეთა ავღანეთ-საბჭოთა საზღვარი და ტაშკენტის გავლით მოსკოვში ჩავიდა. 1941 წლის მარტშიმოსკოვიდან გერმანიის ელჩის თვითმფრინავით გაფრინდა გერმანიაში. 1941 წლის 2 აპრილს ბერლინში ჩავიდა იტალიური პასპორტით ორლანდო მასოტას სახელზე და საბჭოთა ვიზით.[5]

ბოსის და ადოლფ ჰიტლერის შეხვედრა

იგი ეწვია გერმანიას, სადაც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის SS მოხალისეთა ლეგიონის "თავისუფალი ლეგიონის" შექმნაში. მან ასევე დაამყარა კონტაქტები იაპონიის იმპერიის ხელისუფლებასთან დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში. 1942 წლის 29 მაისს იგი ბერლინში შეხვდა გერმანიის ფიურერ ადოლფ ჰიტლერს.

1943 წელს ხელმძღვანელობდა თავისუფალი ინდოეთის დროებით მთავრობას ("აზად ჰინდი") და ეროვნული არმიის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ჩამოყალიბდა იაპონიის მიერ ოკუპირებულ სინგაპურში, ძირითადად ინდოელი სამხედრო ტყვეებისგან და მიგრანტი მუშებისგან. ბოსის მიერ შექმნილმა დანაყოფებმა მონაწილეობა მიიღეს იაპონიის არმიის სამხედრო ოპერაციებში ბრიტანელების წინააღმდეგ ბირმაში და სხვა ტერიტორიებზე.[6]

სიკვდილი. ალტერნატიული ვერსიები

1945 წლის დასაწყისში ფრონტებზე სიტუაციის გაუარესების გამო იაპონიაში გადასვლა სცადა, მაგრამ 1945 წლის 18 აგვისტოს ტაივანთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სუბჰას ჩანდრა ბოსის გარდაცვალების გარემოებები ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. ინდოელმა მკვლევარებმა ვერ იპოვეს ბოსის თვითმფრინავის ნამსხვრევები, რამაც წარმოშვა შეთქმულების თეორიები მისი მომავალი ბედის შესახებ. ერთ-ერთი არსებული, მაგრამ დაუდასტურებელი ვერსიით, სუბჰას ჩანდრა ბოსი შესაძლებელია საბჭოთა დაზვერვამ დაატყვევა და ტყვეობაში გარდაიცვალა.[7]

შეფასება

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან და იაპონელებთან თანამშრომლობის გამო, სუბჰას ჩანდრა ბოსი რჩება ერთ-ერთ უაღრესად საკამათო ფიგურად ინდოეთის ისტორიაში, თუმცა ის ოფიციალურად არის აღიარებული, როგორც ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთ რევოლუციონერი-მებრძოლი. თანამედროვე ინდური სამფეროვანი და გერბი ძირითადად ნასესხები იყო დროებითი მთავრობის ატრიბუტებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ემიგრაციაში მყოფი ბოსი. 1992 წელს მისი სახელი ოფიციალურად შეიტანეს ინდოელი გმირების პანთეონში; მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ინდოეთის უმაღლესი ჯილდო - ბჰარატ რატნას ორდენი . სუბჰას ბოსეს ძეგლები დაიდგა ინდოეთის რამდენიმე ქალაქში და მისი ცხოვრების ამბავი აისახა რამდენიმე წიგნსა და ფილმში. მის სახელს ატარებს კოლკატას საერთაშორისო აეროპორტი და კოლკატას მეტროს ერთ-ერთი სადგური.[8]

ფილატელიაში

მარკები სუბჰას ჩანდრას გამოსახულებით გამოვიდა 1964, 1993, 1997, 2001, 2016, 2018 და 2021 წლებში.

ლიტერატურა

  • Трофимов В. Н. Коллаборационисты: мнимые и настоящие. Субхас Чандра Бос, Махатма Ганди, Шарль де Голль, Андрей Власов, Михаил Горбачев. — М.: Отпечатано в типографии «Ваш Формат», 2015. — 198 с. — ISBN 978-5-9905971-9-8
  • Фурсов К. А. Нетаджи: Жизнь и исчезновение Субхаса Чандры Боса. — М.: Товарищество научных изданий КМК, 2020. — 453 с., ил., портр.
  • Louro, Michele L (2021), "Anti-fascism and anti-imperialism between the world wars: The perspective from India", in Braskin, Kasper; Featherstone, David; Copsey, Nigel (eds.), Anti-Fascism in a Global Perspective: Transnational, Routledge, ISBN 978-1-138-35218-6
  • Deka, Meeta (2013), Women's Agency and Social Change: Assam and Beyond, SAGE Studies on India's North East, New Delhi and Thousand Oaks, CA: SAGE Publications, ISBN 978-81-321-1138-2, (pp. 134–135) Bose was convinced that his ideology could bring about the liberation of India and a total reconstruction of Indian society along authoritarian-socialist lines, envisaging gender equality therein. As mayor of Calcutta, he believed that his policy and programme was a synthesis of socialism and fascism, on the lines of modern Europe. In the early 1930s, he stated, 'We have here the justice, the equality, the love, which is the basis of Socialism as it stands in Europe today.' In the late 1930s, he reiterated his belief in the efficacy of authoritarian government and a synthesis of fascism and socialism, while in 1944 when addressing the students at Tokyo University, he asserted that India must have a political system 'of an authoritarian character ... [and] our philosophy should be a synthesis between National Socialism and Communism

სქოლიო

  1. Предполагаемая дата смерти
  2. Hauner, M (1981), India in Axis Strategy: Germany, Japan, and Indian Nationalists in the Second World War, Stuttgart: Klett-Cotta
  3. Singh, Iqbal, The Andaman Story
  4. Солженицын А. И. Архипелаг ГУЛАГ. 1918—1956: Опыт художественного исследования. — Нью-Йорк: YMCA Press, 1975. — Т. 3 («Истребительно-трудовые»). — С. 26.
  5. Silvestri, Michael (2019), Policing 'Bengali Terrorism' in India and the World: Imperial Intelligence and Revolutionary Nationalism, 1905–1939, Britain and the World Series, Palgrave Macmillan, ISBN 978-3-030-18041-6
  6. Sengupta, Hindol (2018), The Man Who Saved India, Penguin Random House India Private Limited, ISBN 978-93-5305-200-3
  7. Roy, Kaushik (2019), The Battle for Malaya: The Indian Army in Defeat, 1941–42, Bloomingtom: Indiana University Press, ISBN 978-0-253-04415-0
  8. "Suhas Chandra Bose", Encyclopædia Britannica Online, 2016, archived from the original on 25 February 2016, retrieved 13 February 2016