მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 كأس العالم لكرة القدم 2022 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | კატარი |
ქალაქები | 5 |
სტადიონები | 8 |
ტურნირის ვადები | 20 ნოემბერი - 18 დეკემბერი |
მონაწილე | 32 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | არგენტინა (მესამე ტიტული) |
მეორე ადგილი | საფრანგეთი |
მესამე ადგილი | ხორვატია |
მეოთხე ადგილი | მაროკო |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 3 404 252 (53 191 თამაშზე) |
მატჩები | 64 |
გოლები | 172 (2.69 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | კილიან მბაპე (8 გოლი) |
საუკეთესო მოთამაშე | ლიონელ მესი |
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 — ფიფა-ს მსოფლიო თასის 22-ე გათამაშება, რომელიც კატარში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა და მასში 32-მა ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. 2022 წლის ჩემპიონატი იყო პირველი მუნდიალი, რომელიც არაბულ სამყაროში ჩატარდა. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა ახლო აღმოსავლეთში, ისლამურ ქვეყანაში და ასევე პირველად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი ქვეყნის ვინაობა ცნობილი გახდა 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში.
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, ლიონელ სკალონის თავკაცობით მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება.[1] ფინალში, რომელიც 18 დეკემბერს ლუსაილის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და რომლის ძირითადი (2–2) და დამატებითი (1–1) დრო ფრედ (3–3) დასრულდა, არგენტინელებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ანგარიშით 4–2 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ხორვატიის ნაკრებმა მოიპოვა. მეოთხე ადგილი დაიკავა მაროკოს ნაკრებმა, რომელიც გახდა პირველი აფრიკული და არაბული გუნდი, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.
ორგანიზატორი ქვეყნის არჩევანი
ფიფას განცხადებით, რომელიც 2009 წლის 18 მარტს გასაჯაროვდა, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ორგანიზების თაობაზე 9 განაცხადი მიიღეს, რომლებიც წარადგინეს: ავსტრალიამ, ინგლისმა, ინდონეზიამ, მექსიკამ, რუსეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა (ერთობლივი განაცხადი), ბელგიამ და ნიდერლანდებმა (ერთობლივი განაცხადი). სამხრეთ კორეამ და კატარმა განაცხადი მხოლოდ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეიტანეს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევნები 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში გაიმართა. კატარს მუნდიალის მასპინძლობაზე ეცილებოდნენ ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია.
კენჭისყრა ოთხ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში ტურნირის მასპინძლობისთვის რბოლას ავსტრალია გამოეთიშა, მეორე ტურში — იაპონია, ხოლო მესამე ტურში ყველაზე ნაკლები ხმა სამხრეთ კორეამ მიიღო. გადამწყვეტი ტურის ბრძოლაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კატარის განაცხადებს შორის გაჩაღდა, კატარმა გაიმარჯვა.
პრეტენდენტები | ხმები | |||
---|---|---|---|---|
პირველი ტური | მეორე ტური | მესამე ტური | მეოთხე ტური | |
კატარი | 11 | 10 | 11 | 14 |
აშშ | 3 | 5 | 6 | 8 |
სამხრეთი კორეა | 4 | 5 | 5 | გამოეთიშა |
იაპონია | 3 | 2 | გამოეთიშა | |
ავსტრალია | 1 | გამოეთიშა |
მონაწილეები
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მონაწილეობა 32-მა გუნდმა მიიღო. ადრე შემოთავაზებული იყო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა 48 გუნდამდე და ზოგიერთი მატჩის მეზობელ ქვეყნებში ჩატარება, მაგრამ ფიფამ ამ ინიციატივის მიღებაზე უარი განაცხადა 2019 წლის მაისში. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 2020 წელს შედგა, თუმცა თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 2019 წელს ჩატარდებოდა. ფინალური ეტაპის წილისყრა 2022 წლის 1 აპრილს გაიმართა.
პირველად ჩემპიონატზე არ ყოფილა არცერთი დებიუტანტი გუნდი, რომელიც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე შესარჩევი ტურნირის გავლით მოხვდა. კატარი ავტომატურად კვალიფიცირდა ჩემპიონატზე, როგორც მასპინძელი და ამ შემთხვევაში ერთადერთი დებიუტანტი გუნდი იყო, თუ არ ჩავთვლით 1950 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებს, სადაც მხოლოდ ინგლისისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული გუნდები იყვნენ დებიუტანტები, მაგრამ ისინი მუნდიალზე შესარჩევი ტურნირის გავლის შემდეგ მოხვდნენ.
რეგიონების მიხედვით მუნდიალის ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირდნენ შემდეგი გუნდები (ფრჩხილებში გუნდების შემდეგ მითითებულია ტურნირის წინ ფიფას მსოფლიო რეიტინგში მათივე პოზიციები):
AFC (6)
CAF (5) |
CONCACAF (4)
CONMEBOL (4) OFC (0)
|
UEFA (13)
|
სტადიონები
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ხუთი ქალაქის 8 სტადიონმა უმასპინძლა. სიცხის დასაძლევად კატარელებმა სტადიონები აღჭურვეს ჰაერის გაგრილების სისტემებით, რომლებიც ტემპერატურას არაუმეტეს +27°C-მდე ინარჩუნებდნენ. პირველი სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 4 წლის შემდეგ დასრულდა. 2021 წელს ყველა სტადიონი მზად იყო მატჩების მისაღებად.
ლუსაილი | ალ-ხორი | დოჰა | |
---|---|---|---|
„ლუსაილი“ | „ალ-ბაითი“ | „სტადიონი 974“ | „ალ-თუმამა“ |
ფაილი:CG rendering of Ras Abu Aboud Stadium.jpg | |||
ტევადობა: 80 000 | ტევადობა: 60 000 | ტევადობა: 40 000 | ტევადობა: 40 000 |
ტურნირის მასპინძელი ქალაქები კატარში | |||
ალ-რაიანი | ალ-ვაქრა | ||
„ედიუკეიშენ სიტი“ | „აჰმად ბინ ალი“ | „ხალიფა“ | „ალ-იანუბი“ |
ფაილი:Secretary Blinken at the U.S.-Wales Men’s World Cup Match and Opening Ceremony in Doha, Qatar (52514936122).jpg | |||
ტევადობა: 45 350 | ტევადობა: 44 740 | ტევადობა: 40 000 | ტევადობა: 40 000 |
ოფიციალური ბურთი
2022 წლის 30 მარტს Adidas-მა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა.
ბურთს ეწოდა „ალ რიჰლა“ (არაბ. الْرِّحْلَة — არაბულიდან ითარგმნება როგორც „მოგზაურობა“). იგი შთაგონებულია კატარის კულტურით, არქიტექტურით, ტრადიციული იალქნიანი გემებითა და დროშით. ბურთის მარგალიტისფერ ფონზე დატანილი გამოკვეთილად ხასხასა ფერები ტურნირის მასპინძელ ქვეყანასა და თამაშის მუდმივად მზარდ სიჩქარეს სიმბოლიზირებენ.
მოგვიანებით, 2022 წლის 11 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებისა და ფინალური მატჩისთვის Adidas-მა „ალ რიჰლას“ ვარიაცია, სახელწოდებით „ალ ჰილმი“ წარადგინა (არაბ. الحلم — არაბულიდან ითარგმნება როგორც „ოცნება“ და სიმბოლურად გამოხატავს ყველა ერის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და ფიფას მსოფლიო თასის აღმართვის ოცნებას).
„ალ ჰილმი“ უპირატესად ოქროსფერია ნარინჯისფერი დეტალებით და შთაგონებულია დოჰას მიმდებარე უდაბნოებით, მსოფლიო ჩემპიონატის თასითა და კატარის ეროვნული დროშით. „ალ ჰილმი“ შეიცავს Adidas-ის ყველა იმავე „Connected Ball“ ტექნოლოგიის სახელით ცნობილ რევოლუციურ გაჯეტს, რომელიც გამოიყენება „ალ რიჰლასთვის“. ბურთში ჩამონტაჟებულია 14 გრამამდე წონის 500 ჰც ინერციული მოძრაობის სენსორი, რომელიც აგზავნის მონაცემებს 500-ჯერ წამში. სენსორი უზრუნველყოფს ბურთის მოძრაობის ყველა ელემენტის (როგორიცაა მისი დარტყმის სიჩქარე, მანძილი, ბრუნი, ტრაექტორია, მოთამაშის პოზიცია და სხვ.) უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით ფიქსირებას და იკვებება დატენვის ბატარეით. ტექნოლოგია შეუმჩნეველია მოთამაშეებისთვის და არ ახდენს გავლენას ბურთის მოძრაობაზე.
ამ სენსორებიდან მიღებული მონაცემები შესაძლებელს ხდის ბურთზე უმცირესი შეხების დაფიქსირებასაც კი და აუმჯობესებს მსაჯების მიერ გადაწყვეტილების მიღების ხარისხს და სიჩქარეს VAR-ის სისტემის გამოყენებით და ასევე გამოიყენება ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის ტექნოლოგიაშიც, რომელიც პირველად კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე დაინერგა.
აღნიშნული ტექნოლოგია სტადიონების სახურავებქვეშ დაყენებულ თორმეტ სპეციალურ ვიდეო სათვალთვალო კამერას იყენებს, რათა თვალყური ადევნოს ბურთის პოზიციას და განსაზღვროს თითოეული მოთამაშის პოზიციის 29 წერტილი წამში 50-ჯერ, რაც დიდი სიზუსტით აფიქსირებს მოთამაშის კიდურებისა და სხეულის ყველა ნაწილის პოზიციას თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის თვალსაზრისით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ „ალ რიჰლას“ სენსორული ბურთი წამში 500-ჯერ აგროვებს მონაცემებს, რაც უზრუნველყოფს დარტყმის მომენტის ზუსტ განსაზღვრას, ეს ყოველივე შესაძლებელს ხდის მსაჯებისთვის მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრონ, როდის არის თამაშგარე მდგომარეობა და როდის არა.
ფინალური ტურნირი
წილისყრა და გუნდების განთესვა
ფინალური ტურნირის წილისყრა, რომელმაც ჯგუფების შემადგენლობა განსაზღვრა, 2022 წლის 1 აპრილს დოჰას საგამოფენო ცენტრში შედგა. მასში მონაწილეობა 32 გუნდმა მიიღო. კატარი, როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორი, ფიფას 2022 წლის 31 მარტის რეიტინგის მიხედვით შვიდ საუკეთესო გუნდთან ერთად გათამაშების პირველ კალათაში მოხვდა. კატარმა A ჯგუფში ავტომატურად პირველი ადგილი დაიკავა. დანარჩენ შვიდ ჯგუფში პირველ ადგილზე მოხდა დარჩენილი შვიდი გუნდის განთესვა პირველი კალათიდან. მე-2, მე-3 და მე-4 კალათები ასევე ფიფას 2022 წლის 31 მარტის რეიტინგიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა.
შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებულია ფიფას რეიტინგი.
კალათა 1 | კალათა 2 | კალათა 3 | კალათა 4 |
---|---|---|---|
კატარი (51) (მასპ.) |
მექსიკა (9) |
სენეგალი (20) |
კამერუნი (37) |
ჯგუფი A | ჯგუფი B | ჯგუფი C | ჯგუფი D |
---|---|---|---|
კატარი | ინგლისი | არგენტინა | საფრანგეთი |
ეკვადორი | ირანი | საუდის არაბეთი | ავსტრალია |
სენეგალი | აშშ | მექსიკა | დანია |
ნიდერლანდები | უელსი | პოლონეთი | ტუნისი |
ჯგუფი E | ჯგუფი F | ჯგუფი G | ჯგუფი H |
ესპანეთი | ბელგია | ბრაზილია | პორტუგალია |
კოსტა-რიკა | კანადა | სერბეთი | განა |
გერმანია | მაროკო | შვეიცარია | ურუგვაი |
იაპონია | ხორვატია | კამერუნი | სამხრეთი კორეა |
ჯგუფური ეტაპი
გათამაშებაში მონაწილე გუნდები გადანაწილებული არიან 8 ჯგუფში (თითოეულ ჯგუფში 4 ნაკრები). თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გადავა ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე.
ჯგუფი A
გუნდი | თ |
მ |
ფ |
წ |
გტ |
გშ |
+/- |
ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ნიდერლანდები | 3 | 2 | 1 | 0 | 5 | 1 | +4 | 7 |
სენეგალი | 3 | 2 | 0 | 1 | 5 | 4 | +1 | 6 |
ეკვადორი | 3 | 1 | 1 | 1 | 4 | 3 | +1 | 4 |
კატარი | 3 | 0 | 0 | 3 | 1 | 7 | −6 | 0 |
20 ნოემბერი, 2022 |
კატარი | 0–2 | ეკვადორი | „ალ-ბაითი“, ალ-ხორი |
---|---|---|---|---|
21 ნოემბერი, 2022 |
სენეგალი | 0–2 | ნიდერლანდები | „ალ-თუმამა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
25 ნოემბერი, 2022 |
კატარი | 1–3 | სენეგალი | „ალ-თუმამა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
25 ნოემბერი, 2022 |
ნიდერლანდები | 1–1 | ეკვადორი | „ხალიფა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
29 ნოემბერი, 2022 |
ნიდერლანდები | 2–0 | კატარი | „ალ-ბაითი“, ალ-ხორი |
---|---|---|---|---|
29 ნოემბერი, 2022 |
ეკვადორი | 1–2 | სენეგალი | „ხალიფა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
ჯგუფი B
გუნდი | თ |
მ |
ფ |
წ |
გტ |
გშ |
+/- |
ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ინგლისი | 3 | 2 | 1 | 0 | 9 | 2 | +7 | 7 |
აშშ | 3 | 1 | 2 | 0 | 2 | 1 | +1 | 5 |
ირანი | 3 | 1 | 0 | 2 | 2 | 7 | −5 | 3 |
უელსი | 3 | 0 | 1 | 2 | 1 | 6 | −5 | 1 |
21 ნოემბერი, 2022 |
ინგლისი | 6–2 | ირანი | „ხალიფა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
21 ნოემბერი, 2022 |
აშშ | 1–1 | უელსი | „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
25 ნოემბერი, 2022 |
უელსი | 0–2 | ირანი | „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
25 ნოემბერი, 2022 |
ინგლისი | 0–0 | აშშ | „ალ-ბაითი“, ალ-ხორი |
---|---|---|---|---|
29 ნოემბერი, 2022 |
ირანი | 0–1 | აშშ | „ალ-თუმამა“, დოჰა) |
---|---|---|---|---|
29 ნოემბერი, 2022 |
უელსი | 0–3 | ინგლისი | „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
ჯგუფი C
გუნდი | თ |
მ |
ფ |
წ |
გტ |
გშ |
+/- |
ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 5 | 2 | +3 | 6 |
პოლონეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 2 | 0 | 4 |
მექსიკა | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 3 | −1 | 4 |
საუდის არაბეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 3 | 5 | −2 | 3 |
22 ნოემბერი, 2022 13:00 |
არგენტინა | 1–2 | საუდის არაბეთი | „ლუსაილი“, ლუსაილი მაყურებელი: 88 012 მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი |
---|---|---|---|---|
მესი 10' (პენ.) | ანგარიში | სალეჰ ალ-შეჰრი 48' სალემ ალ-დავსარი 53' |
22 ნოემბერი, 2022 19:00 |
მექსიკა | 0–0 | პოლონეთი | „სტადიონი 974“, დოჰა მაყურებელი: 39 369 მსაჯი: კრის ბითი |
---|---|---|---|---|
ანგარიში |
26 ნოემბერი, 2022 16:00 |
პოლონეთი | 2–0 | საუდის არაბეთი | „ედიუკეიშენ სიტი“, ალ-რაიანი მაყურებელი: 44 259 მსაჯი: ვილტონ სამპაიო |
---|---|---|---|---|
პიოტრ ჟილინსკი 39' რობერტ ლევანდოვსკი 82' |
ანგარიში |
26 ნოემბერი, 2022 22:00 |
არგენტინა | 2–0 | მექსიკა | „ლუსაილი“, ლუსაილი მაყურებელი: 88 966 მსაჯი: დანიელე ორსატო |
---|---|---|---|---|
მესი 64' ენცო ფერნანდესი 87' |
ანგარიში |
30 ნოემბერი, 2022 22:00 |
პოლონეთი | 0–2 | არგენტინა | „სტადიონი 974“, დოჰა მაყურებელი: 44 089 მსაჯი: დანი მაკელი |
---|---|---|---|---|
ანგარიში | ალექსის მაკალისტერი 46' ხულიან ალვარესი 67' |
30 ნოემბერი, 2022 |
საუდის არაბეთი | 1–2 | მექსიკა | „ლუსაილი“, ლუსაილი |
---|---|---|---|---|
ჯგუფი D
გუნდი | თ |
მ |
ფ |
წ |
გტ |
გშ |
+/- |
ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
საფრანგეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 6 | 3 | +3 | 6 |
ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 3 | 4 | −1 | 6 |
ტუნისი | 3 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 0 | 4 |
დანია | 3 | 0 | 1 | 2 | 1 | 3 | −2 | 1 |
22 ნოემბერი, 2022 |
დანია | 0–0 | ტუნისი | „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
22 ნოემბერი, 2022 |
საფრანგეთი | 4–1 | ავსტრალია | „ალ-იანუბი“, ალ-ვაკრა |
---|---|---|---|---|
26 ნოემბერი, 2022 |
ტუნისი | 0–1 | ავსტრალია | „ალ-იანუბი“, ალ-ვაკრა |
---|---|---|---|---|
26 ნოემბერი, 2022 |
საფრანგეთი | 2–1 | დანია | „სტადიონი 974“, დოჰა |
---|---|---|---|---|
30 ნოემბერი, 2022 |
ტუნისი | 1–0 | საფრანგეთი | „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
30 ნოემბერი, 2022 |
ავსტრალია | 1–0 | დანია | „ალ-იანუბი“, ალ-ვაკრა |
---|---|---|---|---|
ჯგუფი E
გუნდი | თ |
მ |
ფ |
წ |
გტ |
გშ |
+/- |
ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
იაპონია | 3 | 2 | 0 | 1 | 4 | 3 | +1 | 6 |
ესპანეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 9 | 3 | +6 | 4 |
გერმანია | 2 | 0 | 1 | 1 | 6 | 5 | +1 | 1 |
კოსტა-რიკა | 3 | 0 | 1 | 2 | 3 | 11 | −8 | 1 |
23 ნოემბერი, 2022 |
გერმანია | 1–2 | იაპონია | „ხალიფა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
23 ნოემბერი, 2022 |
ესპანეთი | 7–0 | კოსტა-რიკა | „ალ-თუმამა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
27 ნოემბერი, 2022 |
იაპონია | 0–1 | კოსტა-რიკა | „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
27 ნოემბერი, 2022 |
ესპანეთი | 1–1 | გერმანია | „ალ-ბაითი“, ალ-ხორი |
---|---|---|---|---|
1 დეკემბერი, 2022 |
იაპონია | 2–1 | ესპანეთი | „ხალიფა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
1 დეკემბერი, 2022 |
კოსტა-რიკა | 2–4 | გერმანია | „ალ-ბაითი“, ალ-ხორი |
---|---|---|---|---|
ჯგუფი F
გუნდი | თ |
მ |
ფ |
წ |
გტ |
გშ |
+/- |
ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
მაროკო | 3 | 2 | 1 | 0 | 4 | 1 | +3 | 7 |
ხორვატია | 3 | 1 | 2 | 0 | 4 | 1 | +3 | 5 |
ბელგია | 3 | 1 | 1 | 1 | 1 | 2 | −1 | 4 |
კანადა | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 7 | −5 | 0 |
23 ნოემბერი, 2022 |
ბელგია | 1–0 | კანადა | „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
23 ნოემბერი, 2022 |
მაროკო | 0–0 | ხორვატია | „ალ-ბაითი“, ალ ხორი |
---|---|---|---|---|
27 ნოემბერი, 2022 |
ბელგია | 0–2 | მაროკო | „ალ-თუმამა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
27 ნოემბერი, 2022 |
ხორვატია | 4–1 | კანადა | „ხალიფა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
1 დეკემბერი, 2022 |
ხორვატია | 0–0 | ბელგია | „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
1 დეკემბერი, 2022 |
კანადა | 1–2 | მაროკო | „ალ-თუმამა“, დოჰა |
---|---|---|---|---|
ჯგუფი G
გუნდი | თ |
მ |
ფ |
წ |
გტ |
გშ |
+/- |
ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბრაზილია | 3 | 2 | 0 | 1 | 3 | 1 | +2 | 6 |
შვეიცარია | 3 | 2 | 0 | 1 | 4 | 3 | +1 | 6 |
კამერუნი | 3 | 1 | 1 | 1 | 4 | 4 | 0 | 4 |
სერბეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 5 | 8 | −3 | 1 |
24 ნოემბერი, 2022 |
შვეიცარია | 1–0 | კამერუნი | „ალ-იანუბი“, ალ-ვაკრა |
---|---|---|---|---|
24 ნოემბერი, 2022 |
ბრაზილია | 2–0 | სერბეთი | „ლუსაილი“, ლუსაილი |
---|---|---|---|---|
28 ნოემბერი, 2022 |
კამერუნი | 3–3 | სერბეთი | „ალ-იანუბი“, ალ-ვაკრა |
---|---|---|---|---|
28 ნოემბერი, 2022 |
ბრაზილია | 1–0 | შვეიცარია | „სტადიონი 974“, დოჰა |
---|---|---|---|---|
2 დეკემბერი, 2022 |
კამერუნი | 1–0 | ბრაზილია | „ლუსაილი“, ლუსაილი |
---|---|---|---|---|
2 დეკემბერი, 2022 |
სერბეთი | 2–3 | შვეიცარია | „სტადიონი 974“, დოჰა |
---|---|---|---|---|
ჯგუფი H
გუნდი | თ |
მ |
ფ |
წ |
გტ |
გშ |
+/- |
ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 6 | 4 | +2 | 6 |
სამხრეთი კორეა | 3 | 1 | 1 | 1 | 4 | 4 | 0 | 4 |
ურუგვაი | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 2 | 0 | 4 |
განა | 3 | 1 | 0 | 2 | 5 | 7 | −2 | 3 |
24 ნოემბერი, 2022 |
ურუგვაი | 0–0 | სამხრეთი კორეა | „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
24 ნოემბერი, 2022 |
პორტუგალია | 3–2 | განა | „სტადიონი 974“, დოჰა |
---|---|---|---|---|
28 ნოემბერი, 2022 |
სამხრეთი კორეა | 2–3 | განა | „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
28 ნოემბერი, 2022 |
პორტუგალია | 2–0 | ურუგვაი | „ლუსაილი“, ლუსაილი |
---|---|---|---|---|
2 დეკემბერი, 2022 |
სამხრეთი კორეა | 2–1 | პორტუგალია | „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი |
---|---|---|---|---|
2 დეკემბერი, 2022 |
ურუგვაი | 2–0 | განა | „ალ-იანუბი“, ალ-ვაკრა |
---|---|---|---|---|
პლეი-ოფი
მერვედფინალი | მეოთხედფინალი | ნახევარფინალი | ფინალი | |||||||||||
3 დეკემბერი – ხალიფა | ||||||||||||||
ნიდერლანდები | 3 | |||||||||||||
9 დეკემბერი – ლუსაილი | ||||||||||||||
აშშ | 1 | |||||||||||||
ნიდერლანდები | 2 (3) | |||||||||||||
3 დეკემბერი – აჰმად ბინ ალი | ||||||||||||||
არგენტინა (პენ.) | 2 (4) | |||||||||||||
არგენტინა | 2 | |||||||||||||
13 დეკემბერი – ლუსაილი | ||||||||||||||
ავსტრალია | 1 | |||||||||||||
არგენტინა | 3 | |||||||||||||
5 დეკემბერი – ალ იანუბი | ||||||||||||||
ხორვატია | 0 | |||||||||||||
იაპონია | 1 (1) | |||||||||||||
9 დეკემბერი – სითი სტედიუმი | ||||||||||||||
ხორვატია (პენ.) | 1 (3) | |||||||||||||
ხორვატია (პენ.) | 1 (4) | |||||||||||||
5 დეკემბერი – 974 | ||||||||||||||
ბრაზილია | 1 (2) | |||||||||||||
ბრაზილია | 4 | |||||||||||||
18 დეკემბერი – ლუსაილი | ||||||||||||||
სამხრეთი კორეა | 1 | |||||||||||||
არგენტინა (პენ.) | 3 (4) | |||||||||||||
4 დეკემბერი – ალ ბაითი | ||||||||||||||
საფრანგეთი | 3 (2) | |||||||||||||
ინგლისი | 3 | |||||||||||||
10 დეკემბერი – ალ ბაითი | ||||||||||||||
სენეგალი | 0 | |||||||||||||
ინგლისი | 1 | |||||||||||||
4 დეკემბერი – ალ თუმამა | ||||||||||||||
საფრანგეთი | 2 | |||||||||||||
საფრანგეთი | 3 | |||||||||||||
14 დეკემბერი – ალ ბაითი | ||||||||||||||
პოლონეთი | 1 | |||||||||||||
საფრანგეთი | 2 | |||||||||||||
6 დეკემბერი – სითი სტედიუმი | ||||||||||||||
მაროკო | 0 | მატჩი მესამე ადგილისთვის | ||||||||||||
მაროკო (პენ.) | 0 (3) | |||||||||||||
10 დეკემბერი – ალ თუმამა | 17 დეკემბერი – ხალიფა | |||||||||||||
ესპანეთი | 0 (0) | |||||||||||||
მაროკო | 1 | ხორვატია | 2 | |||||||||||
6 დეკემბერი – ლუსაილი | ||||||||||||||
პორტუგალია | 0 | მაროკო | 1 | |||||||||||
პორტუგალია | 6 | |||||||||||||
შვეიცარია | 1 | |||||||||||||
მსოფლიო თასის მფლობელი 2022
მსოფლიო ჩემპიონი 2022 |
---|
არგენტინა მესამე წოდება |
წინამორბედი: 2018 |
მსოფლიო ჩემპიონატი 2022 |
შემდეგი: 2026 |
ჯილდოები
ტურნირის დასასრულს ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგი ინდივიდუალური ჯილდოები გადასცა: ოქროს ბუცი (საუკეთესო ბომბარდირს), ოქროს ბურთი (საუკეთესო მოთამაშეს) და ოქროს ხელთათმანი (საუკეთესო მეკარეს).[2][3][4][5][6]
ოქროს ბურთი | ვერცხლის ბურთი | ბრინჯაოს ბურთი |
---|---|---|
ლიონელ მესი | კილიან მბაპე | ლუკა მოდრიჩი |
ოქროს ბუცი | ვერცხლის ბუცი | ბრინჯაოს ბუცი |
კილიან მბაპე | ლიონელ მესი | ოლივიე ჟირუ |
8 გოლი, 2 ასისტი ითამაშა 597 წუთი |
7 გოლი, 3 ასისტი ითამაშა 690 წუთი |
4 გოლი, 0 ასისტი ითამაშა 423 წუთი |
ოქროს ხელთათმანი | ||
ემილიანო მარტინესი | ||
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე | ||
ენცო ფერნანდესი | ||
ფიფას ფეარ-პლეის ჯილდო | ||
ინგლისი |
გარდა ამისა, FIFA.com-მა შეადგინა ტურნირზე გატანილი გოლებიდან 10 საუკეთესო გოლის ჩამონათვალი, რომელთაგან მომხმარებლებმა ხმის მიცემის წესით მათ შორის ტურნირის ყველაზე საუკეთესო გოლი გამოავლინეს. საბოლოოდ, მომხმარებელთა გადაწყვეტილებით ტურნირის ყველაზე საუკეთესო გოლის ავტორისთვის განკუთვნილი ჯილდოს მფლობელი ბრაზილიელი რიშარლისონი გახდა სერბეთთან ჯგუფური ეტაპის მატჩში გატანილი გოლის წყალობით.
ბომბარდირები
მოთამაშე | ნაკრები | გოლი | წუთი |
---|---|---|---|
კილიან მბაპე | საფრანგეთი | 8 | 597 |
ლიონელ მესი | არგენტინა | 7 | 690 |
ოლივიე ჟირუ | საფრანგეთი | 4 | 424 |
ხულიან ალვარესი | არგენტინა | 4 | 468 |
მარკუს რაშფორდი | ინგლისი | 3 | 137 |
გონსალუ რამუში | პორტუგალია | 3 | 153 |
ალვარო მორატა | ესპანეთი | 3 | 182 |
ბუკაიო საკა | ინგლისი | 3 | 214 |
კოდი გაკპო | ნიდერლანდები | 3 | 253 |
ენერ ვალენსია | ეკვადორი | 3 | 257 |
რიშარლისონი | ბრაზილია | 3 | 326 |
რესურსები ინტერნეტში
- https://www.fifa.com/en/tournaments/mens/worldcup/qatar2022 ოფიციალური საიტი
- მატჩების შემაჯამებელი ანგარიშები
- ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი 2022
- Reglamento de la Copa Mundial de la FIFA Catar 2022
სქოლიო
- ↑ Argentina | All Goals | FIFA World Cup Qatar 2022™
- ↑ Messi makes Golden Ball history
- ↑ Mbappe pips Messi to Golden Boot
- ↑ Emiliano Martinez | Golden Glove Award | FIFA World Cup Qatar 2022
- ↑ FIFA World Cup 2022 Best Young Player: Enzo Fernandez
- ↑ England Win FIFA Fair Play Trophy While Argentina Top World Cup's Yellow Card Table
- ↑ The stats behind Argentina's World Cup triumph
- ↑ Mbappe pips Messi to Golden Boot
|