შინაარსზე გადასვლა

ბუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:38, 17 თებერვალი 2022-ის ვერსია, Mariamm097 (განხილვა | წვლილი) (დაემატა კატეგორია:გონების ფილოსოფოსები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუდა (მრავალმნიშვნელოვანი).
ტანის დინასტიის ეპოქის მჯდომარე ბუდა, ხებეის პოვინციიდან

ბუდა (სანსკრ. ბუდჰა, სიტყვასიტყვით „გასხივოსნებული“) — ბუდისტურ რელიგიაში არსება, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სიწმინდეს, ნირვანას. ბუდისტურ პანთეონში მრავალი ბუდა არსებობს, მაგრამ ამ სახელით უმეტესად მოიხსენიებენ ჩრდილოეთ ინდოეთში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთ საზღვარზე მცხოვრები შაკიების ტომის ბელადის ძეს სიდჰართა გაუტამას, რომელსაც ბუდიზმის შექმნას მიაწერენ.