ლარას შტატი
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლარას შტატი Estado Lara | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | ბარკისიმეტო | ||||
შიდა დაყოფა | ანდრეს-ელოი-ბლანკოს მუნიციპალიტეტი[1] , Municipio Crespo[1] , Municipio Iribarren[1] , Municipio Jiménez[1] , Municipio Morán[1] , პალავესინოს მუნიციპალიტეტი[1] , Municipio Simón Planas[1] , ტორესის მუნიციპალიტეტი[1] და Municipio Urdaneta[1] | ||||
კოორდინატები | 10°04′00″ ჩ. გ. 69°52′00″ დ. გ. / 10.06667° ჩ. გ. 69.86667° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1864 | ||||
ფართობი | 19 800 კმ² | ||||
მოსახლეობა | 2 700 000 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | lara.gob.ve | ||||
ლარა (ესპ. Estado Lara) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია ბარკისიმეტო. ფართობი 19 800 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 1 795 100 ადამიანია.
შტატის სამხრეთი ნაწილი მთიანია, ჩრდილოეთი და დასავლეთი — მთლიანად ვაკე. მთავარი მდინარეებია კარიბის ზღვაში ჩამდინარე ტოკუიო და იარაკუი, რომელთა მრავალი პატარა შენაკადიც მარაკაიბოს ტბის ან ორინოკოს სისტემას მიეკუთვნება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლუმბამდელ პერიოდში შტატის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელთა ტომებით. კოლონიალიზმისა და ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში ის კარაკასის პროვინციის შემადგენლობაშ შედიოდა. 1859 წლიდან ის ცნობილი იყო როგორც ბარკისიმეტოს შტატი, მაგრამ 1866 წელს შეუერთეს იარაკუის შტატს. 1879 წელს ფალკონისა და იარაკუის შტატებთან ერთად მან ჩამოაყალიბა ჩრდილო-დასავლეთის დიდი შტატი. 1881 წელს კი მას სახელი შეეცვალა და დამოუკიდებლობსაითვის მებრძოლი გმირის, გენერალ ხასინტო ლარას პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა. 1899 წელს, მან ლარას სახელი დაკარგა, როდესაც გამოეყვნენ ბარკისიმეტოსა და იარაკუის შტატები. 1901 ის კვლავ იბრუნებს სახელს და 1904 წელს კვლავ უერთდება იარაკუის შტატს, ოღნდ ამჯერად ორივეს ერთად ლარას შტატი ეწოდა.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შტატში ფართოდ მისდევენ შაქრის ლერწმის მოყვანას, რისი მიხედვითაც ერთ-ერთი პირველია ვენესუელის სხვა შტატებს შორის. ასევე აწარმოებენ ყავას, კარტოფილს, პომიდორს, ლობიოს, ხორბალსა და ბანანს. განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობაც. ასევე მისდევენ მეცხოველეობას.
ლარას შტატის ინდუსტრიის უმსხვილესი სექტორებია ინჟინერია, კვების მრეწველობა, საფეიქრო მრეწველობა, ტექსტილი.
მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შტატი იყოფა 9 მუნიციპალიტეტად, ესენია:
მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2007) |
რუკა |
---|---|---|---|---|
ანდრეს-ელოი-ბლანკო | სანარე | 708 | 49 812 | |
კრესპო | დუაკა | 875 | 49 813 | |
ირიბარენი | ბარკისიმეტო | 2 760 | 1 027 022 | |
ხიმენესი | კიბორი | 768 | 97 524 | |
მორანი | ელ-ტოკუიო | 2 231 | 128 674 | |
პალავესინო | კაბუდარე | 440 | 155 653 | |
სიმონ-პლანასი | სარარე | 808 | 35 170 | |
ტორესი | კარორა | 6 954 | 188 188 | |
ურდანეტა | სიკისიკე | 4 256 | 63 213 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tourism Board Lara State დაარქივებული 2010-03-04 საიტზე Wayback Machine.
- LaraTurismo, WebGuide of Tourism in Lara
- Information about Lara State დაარქივებული 2008-08-20 საიტზე Wayback Machine.
- Information about Lara State დაარქივებული 2008-09-19 საიტზე Wayback Machine.
|