შინაარსზე გადასვლა

ალ-ნასავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:11, 11 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, ოქროს ბოტი (განხილვა | წვლილი) (→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ალ-ნასავი, ალ-ნესევი, შიჰაბ ალ-დინ მუჰამად იბნ აჰმად იბნ ალი იბნ მუჰამად ალ-მუნში (დ. წ. უცნობია — გ. 1249, ალეპო) — ხვარაზმშაჰთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ჯალალედინის პირადი მდივანი (მუნში) და ისტორიკოსი. მისი „სულთან ჯალალედინ მანქბურნის ცხოვრება“ (არაბულ ენაზე) მნიშვნელოვანი წყაროა მონღოლთა პირველი შემოსევების შესახებ. ნაშრომში არის საყურადღებო ცნობები ამიერკავკასიის, კერძოდ საქართველოში, ხვარაზმელთა შემოსევების შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]