შინაარსზე გადასვლა

მასკარენის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:25, 20 ივნისი 2020-ის ვერსია, 94.43.16.210 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
მასკარენის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Mascarene Islands
ფრანგ. Mascareignes
პორტ. Ilhas Mascarenhas

ვულკან პითონ-დე-ლა-ფურნეზის ლავის ნაკადი 2005 წელს
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 20°42′54″ ს. გ. 56°37′25″ ა. გ. / 20.71500° ს. გ. 56.62361° ა. გ. / -20.71500; 56.62361
კუნძულთა რაოდენობა 3
მთავარი კუნძული რეიუნიონი
ფართობი 4481 კმ²
უმაღლესი წერტილი 3069 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 2 123 126 ად. (2010)
სიმჭიდროვე 473,81 ად. /კმ²
მასკარენის კუნძულები — ინდოეთის ოკეანე
მასკარენის კუნძულები

მასკარენის კუნძულები (ინგლ. Mascarene Islands, ფრანგ. Mascareignes, პორტ. Ilhas Mascarenhas) — არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში; მდებარეობს კუნძულ მადაგასკარიდან 650 კმ-ით აღმოსავლეთით, მოიცავს კუნძულ რეიუნიონს (Réunion), მავრიკის (Mauritius) და როდრიგესს (Rodrigues). ზოგჯერ მასკარენის კუნძულებს ასევე მიაკუთვნებენ ჩრდილოეთით მდებარე კარგადოს-კარახოსის (Cargados Carajos) ჯგუფის კუნძულებს.

რეიუნიონის კუნძული საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია, დანარჩენი კუნძულები შეადგენენ მავრიკის სახელმწიფოს, რომელიც შედის ერთა თანამეგობრობაში.

კუნძულებს სახელი დაერქვა XVI საუკუნის გამოჩენილი პორტუგალიელი ზღვაოსნის და პოლიტიკური მოღვაწის პედრუ დი მაშკარენიაშის (პორტ. Pedro de Mascarenhas) პატივსაცემად.

მარცხნივ — რეიუნიონი, მარჯვნივ — მავრიკი (თანამგზავრული ფოტო)
კუნძულების ტოპოგრაფიული რუკა

მასკარენის კუნძულებს აქვს ვულკანური წარმოშობა, გარშემორტყმულია მარჯნული რიფებით. წარმოადგენენ ცალკე ეკორეგიონს უნიკალური ფლორით და ფაუნით. მათგან ყველაზე უფრო უძველესია კუნძული მავრიკი, რომელიც წარმოიქმნა 8-10 მილიონი წლის წინ. რეიუნიონის და როდრიგესის კუნძულები წარმოიქმნენ 2 მილიონი წლის წინ.

რეიუნიონის კუნძულის ფართობია — 2512 კმ², მავრიკის კუნძულის — 1865 კმ², როდრიგესის კუნძულის — 104 კმ².

რეიუნიონზე მდებარეობს კუნძულების ყველაზე უფრო მაღალი წერტილი ზღვის დონიდან — ჩამქრალი ვულკანი პითონ-დე-ნეჟი (Piton des Neiges), სიმაღლით 3069 მეტრი. კუნძულზე ასევე მდებარეობს მოქმედი ვულკანი პითონ-დე-ლა-ფურნეზი (Piton de la Fournaise). ეს ვულკანი, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია მსოფლიოში.

კუნძულ მავრიკის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მთა პითონ-დე-ლა-რივიერ-ნუარი (Piton de la Rivière Noire) სიმაღლით 826 მეტრი. კუნძულ როდრიგესის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს მხოლოდ 398 მეტრს.

კუნძული მოსახლეობა,[1][2]
ად. (2011 წელი)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
უმაღლესი წერტილი,
1 რეიუნიონი 828 581 2512 329,85 3069
2 მავრიკი 1 196 383 1865 641,49 826
3 როდრიგესი 40 434 104 388,79 398
სულ 2 065 398 4481 460,92 3069

მასკარენის ტყეების ეკორეგიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვულკანი პითონ-დე-ლა-ფურნეზი კუნძულ რეიუნიონზე

მასკარენის კუნძულები ქმნის განცალკევებულ ეკორეგიონს, რომელიც ცნობილია მასკარენის ტყეების სახით. ადრე ისინი დაფარული იყო ნოტიო ფართე ფოთლებიანი ტყეებით. კუნძულების ფლორის და ფაუნის ბევრი სახეობები ენდემურია: მცენარე Psiloxylon mauritanum, ტროხეტიას (Trochetia) სახეობის ყველა 18 სახეობა და ლატანიას (Latania) ყველა 3 სახეობა, გადაშენებული არამფრინავი ფრინველები დრონტები (3 სახეობა, თითო თითოეულ კუნძულზე), გადაშენების პირას მყოფი დოდოს ხე (Sideroxylon grandiflorum), რომელიც მრავლდებოდა მხოლოდ ამ ფრინველების დახმარებით, რეპტილიების 13 სახეობა. კუნძულებზე ბინადრობდნენ გიგანტური ხმელეთის კუები, რომლებიც გაანადგურეს ჯერ კიდევ პორტუგალიელებმა. სხვა სახეობები ზღვით შემოიყვანეს ან შემოიტანეს ფრინველებმა მადაგასკარიდან და აფრიკის კონტინენტიდან. ადამიანის მოსვლამდე კუნძულებზე არ არსებობდა ძუძუმწოვრები, ღამურების გარდა.

ადამიანმა გაანადგურა კუნძულებზე არსებული ტყეების დიდი ნაწილი, შეცვალა იგი შაქრის პლანტაციებით და ბაღებით. შემოიყვანეს ღორები, ვირთხები, კატები, მაიმუნები და მანგუსტები, რომლებმაც კუნძულების ეკოსისტემას მიაყენეს აღუდგენელი ზიანი.

X საუკუნიდან კუნძულებს სტუმრობდნენ არაბი და მალაელი მეზღვაურები.

1507 წლიდან 1572 წლამდე კუნძულები აღმოაჩინეს პორტუგალიელებმა, რომლებიც მათ თავიანთი გემებისათვის იყენებდნენ საკვების და სასმელი წყლის მომარაგების ბაზად.

1720 წელს კუნძულებზე კონტროლი გადავიდა საფრანგეთის ხელში. ფრანგებს მავრიკის და რეიუნიონის კუნძულებზე შაქრის პლანტაციებზე სამუშაოდ შეჰყავდათ შავკანიანი მონები. 1799-1815 წლების ნაპოლეონის ომების დროს კუნძულები დაიპყრო ბრიტანეთის იმპერიამ, რომელმაც პლანტაციებზე სამუშაოდ იქ ჩაიყვანა ინდოელები, რომელთა შთამომავლები უმრავლესობას წარმოადგენენ თანამედროვე მავრიკში, ხოლო რეიუნიონზე ცხოვრობს მათი დიდი თემი. შემდგომში რეიუნიონი დაუბრუნდა საფრანგეთს. 1968 წელს მავრიკის და როდრიგესის კუნძულები შევიდნენ მავრიკის სახელმწიფოს შემადგენლობაში.

მოსახლეობის დიდი ნაწილი — ინდოეთიდან ჩამოსულთა შთამომავლებია, ასევე ცხოვრობენ აფრო-ფრანგი კრეოლები, ფრანგები და ინგლისელები.

კუნძულებზე აწარმოებენ შაქარს, რომს, ქოქოსს, კოპრას, ვანილს და ალოეს ფიბრას.