შინაარსზე გადასვლა

საჭადრაკო ოლიმპიადა 1962

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:31, 13 დეკემბერი 2018-ის ვერსია, GiorgiXIII (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

16 სექტემბერი - 10 ოქტომბერი 1962 ვარნა, ბულგარეთი

1960 წლის ფიდეს ლეიფციგის კონფერენციამ გადაწყვიტა მომდევნო ოლიმპიადა ბულგარეთში ჩაეტარებინა. საქვეყნოდ ცნობილი კურორტი საგანგებოდ მოემზადა ოლიმპიადისათვის. სპეციალურად აშენდა სასახლე, რომელსაც არქიტექტორებმა ,,კაისას ტაძარი’’ უწოდეს. სწორედ აქ მიმდინარეობდა ოლიმპიური საჭადრაკო ბატალიები. ტურნირზე ფიდეს გადაწყვეტილებით შემოღებული იქნა საყაიმო ცენზი, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მოჭადრაკეებს 30 სვლამდე მთავარი არბიტრის გარეშე ყაიმზე შეთნხმების უფლება არ ჰქონდათ. აქვე ვიტყვით, რომ ამან ყაიმების რიცხვი ვერ შეამცირა და მომავალ ოლიმპიდაზე ეს წესი გაუქმებულ იქნა.

ქვეჯგუფებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ფავორიტებმა ყველგან იოლად გაიკაფეს გზა ფინალისაკენ, მხოლოდ მესამე ჯგუფში გამძფრდა ბრძოლა მეორე-მესამე ადგილებისათვის (პირველზე უკონკურენციოდ გავიდა იუგოსლავია). საბოლოოდ ნიდერლანდებისა და ჩეხოსლოვაკიის გუნდებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს პოლონეთს.

ფინალი საბჭოთა გუნდმა ოდნავ შენელებული ტემპით დაიწყო და ოთხი ტურის შემდეგ იუგოსლავიის და დასავლეთ გერმანიის გუნდებთნ ერთად 10 ქულით ლიდერობდა. მეხუთე ტურიდან დაწყებული კი საბჭოელებმა თანდათანობით დაიწყეს სხვაობის გაზრდა. მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისათვის წარიმართა. ბოლო ტურში ერთმანეთს ამ ადგილის მთავარი პრედენდენტები, იუგოსლავია და აშშ ხვდებოდნენ ერთმანეთს. იუგოსლავიელებს 25 ქულა ჰქონდათ, ამერიკელებს - 24. დაძაბული მატჩი ევროპელებმა 3-1 მოიგეს (გლიგორიჩმა მოუგო ფიშერს) და მეორე ადგილიც დაიბევეს. ამ შედეგით კარგად ისარგებლეს არგენტინელებმა, რომლებმაც ასევე 3-1 მოუგეს ნიდერლანდელებს და მესამე ადგილზე მოკალათდნენ. არგენტინელთა შორის ტონს იძლეოდნენ მიგელ ნაიდორფი და რაულ სანგინეტი. კარგად თამაშობდა ოსკარ პანოც. როგორც შემდგომში გაირკვა ეს არგენტინელთა ბოლო წარმატება იყო ოლიმპიადებზე (შემდგომში ისინი მხოლოდ ორჯერ მოხვდნენ ხუთეულში). სამხრეთამერიკელთა ეს სახელოვანი თაობა ნელ-ნელა ჩამოშორდა ჭადრაკს, მათი შემცვლელი კი ფეხბურთის ქვეყანაში აღარ აღმოჩნდა.

ტექნიკური შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 37 ქვეყნის 38 ნაკრები გუნდი (მეორე ეტპიდან მესამე ფინალურ ჯგუფში დაემატა ბულგარეთის მეორე გუნდი). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XXVII ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XXV-XL ადგილები

25.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 32,5 დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი-2 - 29,5 26.დროშა: ალბანეთი ალბანეთი - 28,5 27.ტუნისის დროშა ტუნისი - 28,5 28.ინდოეთის დროშა ინდოეთი - 26,5 29.დროშა: ირანი ირანი - 25 30.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 23,5 31.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო - 22,5 32.ურუგვაის დროშა ურუგვაი - 22 33.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 18,5 34.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 18 35.დროშა: თურქეთი თურქეთი - 17 36.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 14,5 37.დროშა: კვიპროსი კვიპროსი - 1,5

  • XIII-XXIV ადგილები

13.დროშა: ესპანეთი ესპანეთი - 26,5 14.დროშა: ინგლისი ინგლისი - 26,5 15.ისრაელის დროშა ისრაელი - 25 16.დროშა: კუბა კუბა - 22,5 17.დროშა: შვედეთი შვედეთი - 22,5 18.დროშა: პოლონეთი პოლონეთი - 22,5 19.დროშა: ბელგია ბელგია - 22 20.დროშა: ფინეთი ფინეთი - 20,5 21.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 20 22.დროშა: შვეიცარია შვეიცარია - 20 23.ისლანდიის დროშა ისლანდია - 19 24.დროშა: დანია დანია - 17

I-XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ბოტვინიკი 8 (+5=6-1), ტიგრან პეტროსიანი 10 (+8=4-0), ბორის სპასკი 11 (+8=6-0), პაულ კერესი 9,5 (+6=7-0), ეფიმ გელერი 10,5 (+10=1-1), მიხეილ ტალი 10 (+7=6-0)

სვეტოზარ გლიგორიჩი 12 (+8=8-1), პეტარ ტრიფუნოვიჩი 9 (+4=10-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 8,5 (+5=7-3), ბორისლავ ივკოვი 13,5 (+11=5-0), ბრუნო პარმა 5,5 (+3=5-0), დრაგოლუბ მინიჩი 7 (+5=4-0).

მიგელ ნაიდორფი 12,5 (+9=7-1), ხულიო ბოლბოჩანი 10 (+5=10-2), ოსკარ პანო 9,5 (+7=5-2), პაულ სანგინეტი 13,5 (+12=3-1), ჰექტორ დეკიუ როსეტო 5 (+4=2-4), ალბერტო ფოგელმანი 5 (+4=2-0)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი დაფა ქვეყანა %
ფრედერიკ ოლაფსონი ისლანდიის დროშა ისლანდია 14 18 77,8
ჯონათან პენროუსი დროშა: ინგლისი ინგლისი 12,5 17 73,5
მიგელ ნაიდორფი დროშა: არგენტინა არგენტინა 12,5 17 73,5
მეორე დაფა ქვეყანა %
ტიგრან პეტროსიანი დროშა: სსრკ სსრკ 10 12 83,3
პალ ბენკო დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 8 12 66,7
ხესუს დიას დელ კორალი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 10,5 16 66,7
მესამე დაფა ქვეყანა %
ბორის სპასკი დროშა: სსრკ სსრკ 11 14 78,6
იშტვან ბილეკი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 10 14 71,6
ვლასტიმილ ჰორტი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 12 17 70,6
მეოთხე დაფა ქვეყანა %
ბორისლავ ივკოვი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 12,5 16 84,4
ეაულ სანგინეტი დროშა: არგენტინა არგენტინა 13,5 16 84,4
პაულ კერესი დროშა: სსრკ სსრკ 9,5 13 73,1
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ეფიმ გელერი დროშა: სსრკ სსრკ 10,5 12 87,5
დონალდ ბირნი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 9,5 12 79,2
ლევენტ ლენდიელი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 8,5 12 70,8
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
მიხეილ ტალი დროშა: სსრკ სსრკ 10 13 76,9
ბიორნ ბრინსკ-კლაუსენი დროშა: დანია დანია 9 13 75,0
რობერტ გრეჰემ ვეიდი დროშა: ინგლისი ინგლისი 6 12 50,0
  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]