შინაარსზე გადასვლა

მექსიკური კვიპაროზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:41, 27 იანვარი 2018-ის ვერსია, MEXICO CITY (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: მექსიკური ჭაობის კვიპაროზი (Taxodium mexicanum (T.mucronatum)) - სიმაღლით აღწევს 50...)

მექსიკური ჭაობის კვიპაროზი (Taxodium mexicanum (T.mucronatum)) - სიმაღლით აღწევს 50 მეტრს, დიამეტრით კი 4-5 მეტრამდე. აქვს ძალიან ლამაზი ვარჯი, დახრილი გვერდითი ტოტებით და მრავალი დაკიდებული წვრილი ყლორტებით, რომლებზეც გაწყობილია ნაზი ღია-მწვანეფერის წიწვები, წიწვი ხეზე მეორე წლამდე რჩება. მდედრობითი გირჩები 3-4,5 სმ სიგრძისაა. სათესლე ქერქლების იღლიებში წყვილი უფრთო თესლია. ველურად გავრცელებულია მექსიკის ზომიერ ჰავის პირობებში, სადაც ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრ სიმაღლემდე ვრცელ ტყეებს ქმნის.იგი უფრი სითბოს მომთხოვნია ვიდრე ჭაობის. მისი ხელოვნურად გაშენება შესაძლებელია მხოლოდ თბილი ჰავის პირობებში. საქართველოში მისი გაშენება შესაძლებელია შავი ზღვის ნაპირებზე.