შინაარსზე გადასვლა

The Endless River

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
05:46, 11 ივლისი 2014-ის ვერსია, Henry McClean (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ალბომი | სახელწოდება კურსივით = | სახელწოდება = T...)
The Endless River
გამოცემის თარიღი ოქტომბერი, 2014 (2014-10)
ჩაიწერა იანვარი 1993 – 2014 at
Astoria
(ლონდონი, ინგლისი)
ჟანრი პროგრესული როკი, ემბიენტი, ინსტრუმენტული მუსიკა
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი დევიდ გილმორი, მარტინ გლოვერი, ენდი ჯექსონი, ფილ მანზანერა

The Endless Riverბრიტანული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მომავალი, მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი. იგი ჩაწერილი იქნა დევიდ გილმორის, მარტინ გლოვერის, ენდი ჯექსონის და ფილ მანზანერას პროდიუსერობით და გამოიცემა 2014 წლის ოქტომბერში. ეს არის პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, 1994 წლის The Division Bell-ის შემდეგ. იგი აგრეთვე არის კლავიშისტ რიჩარდ რაიტის გარდაცვალების შემდეგ ჩაწერილი პირველი ალბომი და მესამე, რომელსაც ჯგუფი გამოუშვებს როჯერ უოტერსის წასვლის შემდეგ.

The Endless River აღწერილია, როგორც „გედის სიმღერა“ და ძირითადად წარმოადგენს ინსტრუმენტული, ემბიენტური მუსიკის კრებულს. იგი ეფუძნება გამოუცემელ მასალას, რომელიც ჯგუფს დარჩა The Division Bell-ის 1994 წელს ჩაწერის შემდეგ და თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც The Big Spliff.

სქოლიო