შუაღამის კოვბოი (ფილმი)
„შუაღამის კოვბოი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
რეჟისორი | ჯონ შლესინგერი |
პროდიუსერი | ჯერემი ჰელმანი |
სცენარის ავტორი | ვალდო პრესმან სალტი |
ნაწარმოები | ჯეიმს ლეო ჰერლიჰი |
როლებში |
დასტინ ჰოფმანი ჯონ ვოითი |
კომპოზიტორი | ჯონ ბარი |
მონტაჟი | ჰიუ ა. რობერტსონი |
სტუდია | United Artists |
გამოსვლის თარიღი | 25 მაისი, 1969 |
ხანგრძლივობა | 113 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა |
ინგლისური იტალიური |
ბიუჯეტი | $ 3.6 მილიონი |
შუაღამის კოვბოი (ინგლ. Midnight Cowboy) არის ჯონ შლესინგერის ფილმი, რომელიც გადაღებულია ამავე სახელის ნოველის მიხედვით. ფილმში მონაწილეობენ დასტინ ჰოფმანი, ჯონ ვოითი, ბრენდა ვაკარო და სხვა. ფილმმა მოიგო სამი ოსკარი, მათ შორის საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.
ბიოგრაფია
ჯო ბაკი, რომელიც ტეხასის პატარა ქალაქის ერთ ბარში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს, ნიუ-იორკში გაემგზავრება. მას გადაწყვეტილი აქვს დიდ ქალაქში როგორც ჟიგოლომ იცხოვროს. მაგრამ ჯო საკუთარ ამერიკულ ოცნებას ვერ აიხდენს. ის გაიცნობს უსახლკარო, ტუბერკულოზით დაავადებულ ენრიკო რიცოს, რომელსაც დაუმეგობრდება. მათი ოცნება ფლორიდაში მოხვედრაა.
როლებში
- დასტინ ჰოფმანი — ენრიკო სალვატორე „რატსო“ რიცო
- ჯონ ვოითი — ჯო ბაკი
- სილვია მაილსი — კესი
- ბრენდა ვაკარო — შირლი
- ბერნარ ჰიუზი — თაუნი
- ჯონ მაკგივერი — მისტერ ო'დანიელი
ჯილდოები
შუაღამის კოვბოი იყო ერთადერთი ფილმი, რომლის ჩვენებაზეც დაწესებული იყო ასაკობრივი ცენზი და გაიმარჯვა ოსკარზე.
ოსკარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: ჯონ შლეზინგერი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ვალდო სალტი
BAFTA
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: ჯონ შლეზინგერი
- საუკეთესო სცენარი: ვალდო სალტი
- საუკეთესო მონტაჟი: ჰიუ ა. რობერტსონი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: დასტინ ჰოფმანი
ჯონ ვოითმა ასევე მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს დაჯილდოების პრიზები, როგორც იმედისმომცემმა მსახიობმა მამაკაცმა.