შინაარსზე გადასვლა

ბროწეულის ფერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ასეთ მტკიცებებს სჭირდება პირდაპირი სქოლიოები
 
ხაზი 47: ხაზი 47:
[[კატეგორია:სსრკ-ის ფილმები]]
[[კატეგორია:სსრკ-ის ფილმები]]
[[კატეგორია:1968 წლის სომხური ფილმები]]
[[კატეგორია:1968 წლის სომხური ფილმები]]
[[კატეგორია:სომხურენოვანი ფილმები]]
[[კატეგორია:კინოსტუდია „არმენფილმის“ ფილმები]]
[[კატეგორია:1969 წლის ფილმები]]

უკანასკნელი რედაქცია 13:24, 30 აპრილი 2024-ის მდგომარეობით

„ბროწეულის ფერი“
რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი
სცენარისტი სერგო ფარაჯანოვი
როლებში სოფიკო ჭიაურელი
კომპოზიტორი ტიგრან მენსურიანი
დისტრიბუტორი არმენფილმი
ხანგრძლივობა 79 წთ
ქვეყანა სსრკ
ენა სომხური ენა

ბროწეულის ფერი (სომხ. Նռան գույնը; თავდაპირველად გამოვიდა სახელით „საიათ-ნოვა“ — Սայաթ-Նովա) — სერგო ფარაჯანოვის 1968 წელს გადაღებული კინოფილმი, რომელიც ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ კინოს შედევრად აღიარეს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა, ხოლო თვით რეჟისორი კი 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა. ეს ფილმი XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული. [წყარო არ არის მითითებული 309 დღე]

ფილმი თბილისელი აშუღი საიათ-ნოვას ბიოგრაფიაა, რომელშიც პოეტის ცხოვრება მისი პოეზიით არის გაშუქებული მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღების ტრადიციული ქრონოლოგიის ნაცვლად. ფილმში ნაჩვენებია პოეტის ბავშვობა, პირველი სიყვარული, ბერობა და გარდაცვალება. მაგრამ ეს მოვლენები ნაჩვენებია ფარაჯანოვის წარმოსახვაში პოეტის ლექსების განსახიერებით, ლექსების, რომლებიც სანახაობა იყო და იშვიათად როგორც მხოლოდ მოსასმენი. სოფიკო ჭიაურელი თამაშობს ექვს როლს, მამაკაცისა და ქალისაც, ხოლო ფარაჯანოვი მონაწილეობს ფილმის თითქმის ყველა ასპექტში, გარდა დიალოგებისა და კამერის მოძრაობისა.

ფილმის შთაგონება, მისი თქმით, იყო „სომხური ილუსტრირებული მინიატურები. მე მინდოდა შემექმნა შიდა დინამიკა, რომელიც სურათიდან, ფორმებიდან და ფერთა დრამატურგიიდან მოდის“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]