შინაარსზე გადასვლა

პოლონური ჰარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ძაღლის ჯიში |სახელი = პოლონური ჰარტი |სურათი = Chart polski 67...
 
ხაზი 23: ხაზი 23:
{{commons category|Chart polski}}
{{commons category|Chart polski}}


[[კატეგორია:ძაღლის ჯიშები]]
[[კატეგორია:მწევარი ძაღლები]]
[[კატეგორია:მწევარი ძაღლები]]
[[კატეგორია:პოლონური წარმოშობის ძაღლის ჯიშები]]
[[კატეგორია:პოლონური წარმოშობის ძაღლის ჯიშები]]

08:55, 20 დეკემბერი 2014-ის ვერსია

პოლონური ჰარტი
წარმოშობის ქვეყანა პოლონეთი
თვისებები
წონა სიმაღლის პროპორციული
სიმაღლე მამრი 74-80 სმ.
მდედრი 68-74 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პოლონური ჰარტი (პოლ. Chart polski) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია პოლონეთში XV საუკუნეში.

ძველი პოლონური ხელნაწერები და ნახატები აღწერენ და გამოსახავენ ძაღლებს, რომლებიც პოლონელ დიდგვაროვნებს კურდღელზე და მელაზე სანადიროდ ახლდნენ და რომლებიც ძალიან გავდნენ თანამედროვე ჰარტს. ეს ჯიში აზიური მწევარის შთამომავალია. პოლონეთის ფარგლებს გარეთ იშვიათად გვხვდება. XX საუკუნის ომების დროს ამ ჯიშმა დიდი დანაკარგები განიცადა, თუმცა პოლონელებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს ამ ჯიშის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძაღლი ძალიან გავს გრეიჰაუნდს, სტანდარტული ჰარტი უფრო ძლიერი და ნაკლებ დახვეწილი ცხოველია, ვიდრე გრეიჰაუნდი. ჰარტი მოხერხებული და ჯინიანი მონადირეა. უცნობებთან, ჩვეულებრივ, თავდაჭერილია, თუმცა პატრონის და მისი ოჯახის ერთგულია.

ჰარტის გაწვრთნა ადვილია, კარგად იტანს სიცივეს და სიცხეს, კარგად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს. ბალანი უხეში და შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს. გავა ოდნავ მომრგვალებულია, კისერი გრძელი და დაკუნთულია, წინა ფეხები გრძელი და სწორია. უკანა კიდურები წინასთან შედარებით გაცილებით გრძელია, აქვს დიდი ნუშისებრი თვალები.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: