შინაარსზე გადასვლა

ვალტერ პენკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.2) (ბოტის დამატება: ru:Пенк, Вальтер
ხაზი 48: ხაზი 48:
[[კატეგორია:დაბადებული 1888]]
[[კატეგორია:დაბადებული 1888]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1923]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1923]]



[[de:Walther Penck]]
[[de:Walther Penck]]
[[en:Walther Penck]]
[[en:Walther Penck]]
[[es:Walther Penck]]
[[es:Walther Penck]]
[[ru:Пенк, Вальтер]]
[[sv:Walther Penck]]
[[sv:Walther Penck]]
[[uk:Вальтер Пенк]]
[[uk:Вальтер Пенк]]

18:50, 22 აგვისტო 2012-ის ვერსია

ვალტერ პენკი
გერმ. Walther Penck
დაბ. თარიღი 30 აგვისტო, 1888
დაბ. ადგილი ვენა
გარდ. თარიღი 29 სექტემბერი, 1923
გარდ. ადგილი შტუტგარტი
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
საქმიანობა გეოგრაფი და გეოლოგი
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი და სტამბოლის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ჯილდოები კარლ რიტერის მედალი
გავლენა მოახდინეს
სამეცნიერო სფერო გეოლოგია, გეომორფოლოგია

ვალტერ პენკი (გერმ. Walther Penck; 30 აგვისტო, 1888, ვენა29 სექტემბერი, 1923, შტუტგარტი) — გერმანელი გეოლოგი და გეომორფოლოგი. გერმანიაში გეომორფოლოგიის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გამოჩენილი მეცნიერის ალბრეხტ პენკის შვილი.

ვალტერ პენკი დაიბადა ავსტიის დედაქალაქ ვენაში. განათლება მიიღო ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1914 წლიდან ლაიფციგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1915-1918 სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი. შეისწავლა ევროპის, მცირე აზიის, აპენინების, სიცილიის, ანდებისა და ჰავაის კუნძულების გეომორფოლოგია და გეოლოგია.

განავითარა მოძღვრება, რომლის მიხედვით რელიეფი წარმოიქმნება დედამიწის ქერქის ვერტიკალური მოძრაობებისა და დენუდაციური პროცესების ურთიერთმოქმედების შედეგად. შეიმუშავა რელიეფის კვლევის ახალი მეთოდი, ე.წ. მორფოლოგიური ანალიზი. დაადგინა ურთიერთდამიკიდებულება დედამიწის რელიეფის ზედაპირის ხასიათსა (ეგზოგენური პროცესები) და ტექტონიკურ მოძრაობებს შორის. ვალტერ პენკმა ასევე მოახდინა რელიეფის კლასიფიკაცია.

მისმა თეორიულმა და იდეურმა შეხედულებებმა დიდი გავლენა იქონია გეომორფოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარება-ჩამოყალიბების საქმეში. საყოველთაოდ არის ცნობილი ვალტერ პენკის ნაშრომი „მორფოლოგიური ანალიზი“.

თხზულება

  • Die morphologische Analise Ein Kapitel der physikalischen Geologie, Stuttg., 1924.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 18.
  • Марков К. К., Основные проблемы геоморфологии. М., 1948;
  • Криволуцкий А. Е., Жизнь земной поверхности, М., 1971.