შინაარსზე გადასვლა

დუშეთის სახალხო თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრი''' — საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მოქმედი თეატრი ქ. დუშეთში. დაარსდა 1880 წლის 20 იანვარს. პირველი სპექტაკლების დად...
 
 
ხაზი 6: ხაზი 6:


{{ქე|2|523|მოზდოკელი თ., სეფიაშვილი კ.}}
{{ქე|2|523|მოზდოკელი თ., სეფიაშვილი კ.}}

[[კატეგორია:დუშეთის მუნიციპალიტეტი]]
[[კატეგორია:საქართველოს თეატრები]]

უკანასკნელი რედაქცია 20:06, 19 ივნისი 2024-ის მდგომარეობით

იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრი — საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მოქმედი თეატრი ქ. დუშეთში. დაარსდა 1880 წლის 20 იანვარს.

პირველი სპექტაკლების დადგმის ინიციატორი თ. კვალიშვილი იყო. თეატრის სპექტაკლებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გაბუნია, დიმიტრი ჩარკვიანი, ალექსანდრე კავსაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, იაკობ ტრიპოლსკი, ელენე ყიფშიძე და სხვები. 1956 წელს თვითმოქმედ დრამატულ თეატრს მიენიჭა „სახალხო თეატრის“ წოდება; რეჟისორად მიიწვიეს შ. ჩერქეზიშვილი, მხატვარი იყო ტ. ოთარაშვილი. 1988 წლიდან დუშეთის თეატრი მუშაობდა რაიონული კულტურის სახლის ბაზაზე (თეატრის რეჟისორი — ზ. კახიანი). 2008 წლიდან თეატრის რეჟისორია ლ. ლიქოკელი, მხატვარი — ა. ჭინჭარაული. 2018 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის იაკობ ტრიპოლსკის სახელი.

  • მოზდოკელი თ., სეფიაშვილი კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 523.