ეტიმოლოგია

რედაქტირება

წაკითხვა

რედაქტირება

მნიშვნელობა

რედაქტირება
  1. გარკვეული წესით, (საგანგებო რეცეპტით) დამზადებული სამკურნალო საშუალება (დასალევი, წასაცხები...).
    „ დიდ პალატაში ხოსრო შემოვიდა, ავადმყოფებს წამალი მიაღებინა და მილაგ-მოლაგებას მიჰყო ხელი. “
    ➤ სინონიმები: მედიკამენტი
  2. იგივეა, რაც საწამლავი.
    „დროული კაცების რჩევით დიდი და მცირე ნადირობდა ვირთხებზე სარდაფებში, ხვიმრებში ასხამდნენ მდუღარეს. რწყილების წამალი არავინ იცოდა, ამიტომაც ვერაფერი დააკლეს ამ მწერებს.“
    ➤ სინონიმები: შხამი
  3. იგივეა, რაც საღებავი.
    „ ჩუღურეთს, მაღლობზე, დგას სახლი... ამ რვა წლის წინათ იყო ყვითელი წამლით შეღებილი.“
  4. სასაუბრო: შაბიამნისა და კირის ხსნარი; ასხურებენ ვაზს დაავადებისაგან დასაცავად.
    „ნამეტნავად ამისთანა ჭირს, როგორიც მილდიუა, რომელსაც, თუ გაძლიერდა, აღარა წამალი არ ეკიდება და კაცმა ვენახზედ ხელი უნდა აიღოს. წამალი მილდიუსი სპილენძის შაბიამანია (Медный купорос). ამისათვის მთლად ლურჯი შაბიამანია სპილენძისა გამოსადეგი: არამცდაარამც თეთრი ლაქები არა ჰქონდეს...“
  5. იგივეა, რაც თოფის-წამალი.
    „დავაყარეთ ყოველთავე ჩემთა ჩემითურთ საჩქაროდ თოფ-დამბაჩათა წამალი საპირის წამლით და აღვსდეგ რა განსლუად, შემოვიდა ჩემდა მომთხრობელად...“
    ➤ სინონიმები: თოფის წამალი
  6. რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი.
    ტყვია-წამალი. თოფის-წამალი
    „ ამგვარ ნაუცბათევ ქორწილებზე რომ ტყვია-წამალი იხარჯება, სავსებით საკმარისი იქნებოდა აფსუების თუნდაც ერთი იერიშის... “

წარმოებული ლექსიკა

რედაქტირება
➤ წარმოებული სიტყვები: წამალგადასული, წამალდაუდებარი
➤ შესიტყვებები: წამლად დაადებს, წამალი ელესება, პირის წამალი
➤ იდიომები: შინაური წამალი

თარგმანები

რედაქტირება

წყაროები და რესურსები

რედაქტირება
  •   საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, თამარ ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, თეა ბურჭულაძე, თბილისი, 2022, გვ. 595
  •   ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 515.
  •   სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 2, თბილისი: „მერანი“, 1993, გვ. 363.