უეფა
უეფა (ფრანგ. UEFA - Union Européenne de Football Association, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) — საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ევროპულ ფეხბურთს და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აზიის ტერიტორიაზე, ასევე შესულია უეფას შემადგენლობაში. ეს ქვეყნებია: ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი, კვიპროსი, რუსეთი. უეფას წევრები არიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანიც.
უეფა UEFA | |
---|---|
დევიზი | We care about football |
შეიქმნა | 15 ივნისი, 1954 |
ტიპი | international sport governing body, association football federation და არაკომერციული ორგანიზაცია |
წევრები | 55 ქვეყნის ნაკრები |
მდივანი | მიშელ პლატინი (პრეზიდენტი) |
ქვეყანა | შვეიცარია |
თავმჯდომარე | Aleksander Čeferin[1] |
კავშირები | ფიფა |
https://www.uefa.com |
უეფა დაარსდა 1954 წლის 15 ივნისს ბაზელში. 1959 წლამდე მისი შტაბი იყო პარიზში, შემდეგ კი გადატანილ იქნა ბერნში. 1995 წლიდან იგი მდებარეობს ნიონში, შვეიცარია.
პრეზიდენტები
რედაქტირებასახელი | ქვეყანა | წლები |
---|---|---|
ებე შვარცი | დანია | 1954–1962 |
გუსტავ ვიდერკერი | ჩეხეთი | 1962–1972† |
არტემიო ფრანკი | იტალია | 1972–1983† |
ჟაკ ჯორჯი | საფრანგეთი | 1983–1990 |
ლენარტ იოჰანსონი | შვედეთი | 1990–2007 |
მიშელ პლატინი | საფრანგეთი | 2007–2016[2] |
ალექსანდერ ჩეფერინი | სლოვენია | 2016- [3] |
გენერალური მდივნები
რედაქტირებასახელი | ქვეყანა | წლები |
---|---|---|
ანრი დელონე | საფრანგეთი | 1954–1955 |
პიერ დელონე | საფრანგეთი | 1955–1960 |
ხანს ბანგერტერი | შვეიცარია | 1960–1989 |
გერხარდ აიგნერი | გერმანია | 1989–2003 |
ლარს-კრისტენ ოლსონი | შვედეთი | 2003–2007 |
დევიდ ტეილორი | შოტლანდია | 2007–2009 |
ჯანი ინფანტინო | იტალია | 2009-დან |
შეჯიბრება
რედაქტირებაეროვნული ნაკრებები უეფას მთავარი ტურნირი ნაკრებებს შორის არის ევროპის ჩემპიონატი. უეფას ეგიდით ასევე ტარდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატებიც, 19 წლამდელთა და 17 წლამდელთა ნაკრებებს შორის.
უეფა ასევე ატარებს ევროპის ფუტსალის ჩემპიონატსაც.
კლუბები უეფას ეგიდით ტარდება სამი საკლუბო შეჯიბრება.
ევროთასების საუკეთესო ბომბარდირები
ნ | მოთამაშე | ქვეყანა | თამაში | გოლი |
---|---|---|---|---|
1 | რაულ გონსალესი | ესპანეთი | 161 | 77 |
2 | ფილიპო ინძაგი | იტალია | 115 | 70 |
3 | ანდრეი შევჩენკო | უკრაინა | 143 | 67 |
4 | გერდ მიულერი | გერმანია | 69 | 62 |
5 | რუდ ვან ნისტელროი | ნიდერლანდები | 92 | 62 |
6 | ჰენრიკ ლარსონი | შვედეთი | 108 | 59 |
7 | ტიერი ანრი | საფრანგეთი | 139 | 59 |
8 | ეუსებიო | პორტუგალია | 76 | 57 |
9 | ალესანდრო დელ პიერო | იტალია | 126 | 53 |
10 | ლიონელ მესი | არგენტინა | 71 | 52 |