ტოროლასებრნი (ლათ. Alaudidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს 15 გვარში გაერთიანებულ 70 (78) სახეობის წვრილ ფრინველს. ბინადრობენ აფრიკაში, აზიაში, ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში ბუდობს: მინდვრის ტოროლა (Alauda arvensis), ტყის ტოროლა (Lullula arborea), ქოჩორა ტოროლა (Galerida cristata), პატარა ტოროლა (Calandrella cinerea), რუხი ტოროლა (Calandrella pispoletta), ველის ტოროლა (Melanocorypha calandra) და რქოსანი ტოროლა (Eremophila alpestris). მიმოფრენისას და ზამთრის ნომადობის დროს შემჩნეულია ორხალება ტოროლა (Melanocorypha bimaculata) და შავი ტოროლა (Melanocorypha yeltoniensis). ტოროლასებრნი ბინადრობენ ყანაში, მინდორში, მთის ველზე და სხვა. ბუდობენ მიწაზე, დებენ 3-5 (8-მდე) კვერცხს, კრუხობს დედალი 12-16 დღე-ღამე. იკვებებიან მარცვლოვნებითა და მწერებით.

ტოროლასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alaudidae (Vigors, 1825)

ლიტერატურა

რედაქტირება