საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ფიფას და უეფას წევრია 1992 წლიდან. საშინაო შეხვედრებს თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონზე მასპინძლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგებია 1996 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკავებული მესამე ადგილები. ასევე, 2018–19 უეფას ერთა ლიგის მეოთხე D დივიზიონის პირველ ჯგუფში და 2022–23 უეფას ერთა ლიგის მესამე C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილები, რამაც ნაკრებს უეფას ევრო 2020-ის და ევრო 2024-ის შესარჩევი პლეი-ოფის საგზურები მოუპოვა. 2024 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 75-ე ადგილზეა.[3][4]

საქართველო
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი ჯვაროსნები
ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ვილი სანიოლი[1]
დამხმარე მწვრთვნელი ზურაბ ხიზანიშვილი
კაპიტანი გურამ კაშია
ყველაზე მეტი კეპი გურამ კაშია (110)
ბომბარდირი შოთა არველაძე (26)
სტადიონი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
ფიფა-ს კოდი GEO
ფიფა-ს რეიტინგი 75 (4 აპრილი, 2024)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 42 (სექტემბერი, 1998)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 156 (მარტი, 1994)
ელო-ს რეიტინგი 52 (21 ნოემბერი, 2023)[2]
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 49 (11 ოქტომბერი, 1995)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 108 (12 დეკემბერი, 2009)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
საქართველო 2–2 ლიეტუვა ლიეტუვის დროშა
(თბილისი; 27 მაისი, 1990)
უდიდესი გამარჯვება
საქართველოს დროშა საქართველო 8–0 ტაილანდის დროშა ტაილანდი
(თბილისი; 12 ოქტომბერი, 2023)
უდიდესი დამარცხება
საქართველოს დროშა საქართველო 1–7 ესპანეთი ესპანეთის დროშა
(თბილისი; 8 სექტემბერი, 2023)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში. პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიეტუვასთან გამართეს, რადგანაც პირველად ლიეტუვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მასპინძელთა ღირსებას იცავდენენ: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი, კახა ცხადაძე (71' კახაბერ კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46' მელორ ბიგვავა),[5] ოთარ კორღალიძე (46' როსტომ თორღაშვილი), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46' გოჩა გოგრიჭიანი). მწვრთნელი გივი ნოდია. შეხვედრა ფრედ — 2–2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შეხვედრას 55 000 მაყურებელი დაესწრო. ბალტიისპირელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ჯერ გია გურულმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი კახა კაჭარავამ. საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი გოლი გია გურულმა გაიტანა. ნაკრების პირველი კაპიტანი ოლიმპიული ჩემპიონი გელა კეტაშვილი იყო. 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ იყო ფიფას და უეფას წევრი, ამიტომ ლიეტუველებთან გამართული მატჩი ნაკრების ფიფას ჩამონათვალში არ ირიცხება.[6][7]

 
08.02.1994. სლოვენია 1–0 საქართველო
 
ფედერაციის ძველი ლოგო

ამის შემდეგ 1991 წლის 2 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და ანგარიშით 4–2 გაიმარჯვა.[8]

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო 96-ის შესარჩევ ციკლში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მოლდოვასთან 1–0 დამარცხდნენ. ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.[9] საქართველო ამ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი — 42-ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

 
საქართველო 1–0 ხორვატია

2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა — ევრო 2004-ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს, დაამარცხეს რა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 1–0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს აჯობეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზახებმა უეფა-ს წევრის სტატუსით ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვეს.

ევრო 2008-ის შესარჩევში საქართველომ ტრადიციას არ უღალატა და კვლავ მხოლოდ ერთ გუნდს, ამჯერად ფარერების ნაკრებს გადაასწრო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევშიც ჩაატარა დასამახსოვრებელი მატჩები, დაამარცხა რა ფარერების ნაკრები გასვლაზე 6–0, შესარჩევი ციკლის გახსნით მატჩში და ციკლის მიწურულს 2–0 დაამარცხა იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც ამ წაგებით ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამ მატჩში გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები. შემდეგი შესარჩევი ციკლი (მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო — ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ. ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდი

რედაქტირება

2010 წლის 1 იანვარს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა — 2010 წელს თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ამას მოჰყვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება — 1–0 ხორვატიასთან, სადაც ქართველებმა, ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით ჯგუფის ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. 2011 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეს ვეტერანებმა, ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა, რომლებზეც მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აღარ გამოიძახებდა ნაკრების გაახალგაზრდავების გამო.

 
საქართველოს ეროვნული ნაკრები

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები, ასევე ფინეთისა და ბელარუსის გუნდები შეხვდა. საქართველოს ნაკრებმა ციკლი კარგად დაიწყო, თბილისში მოუგო ბელარუსს 1–0, ხოლო 4 დღეში ესპანეთთან მინიმალური სხვაობით წააგო. მიუხედავად კარგი სტარტისა, ნაკრებმა შემდეგი მატჩები ჩააგდო, ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 1–1 დაასრულა, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად დამარცხდ 2–0. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა, გაასწრო რა მხოლოდ ბელარუსს ჯგუფში კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1;2, შოტლანდია 0–1, პოლონეთი 0–4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელის პოსტი კახაბერ ცხადაძემ დაიკავა, რომელსაც პოსტი 1 წელი ეკავა და 2016 წლის დასაწყისში თანამდებობა დაატოვებინეს სახელფასო სკანდალის შემდეგ. მის შემცვლელად სლოვაკი ვლადიმერ ვაისი დაინიშნა.

უკანასკნელი ტურნირები

რედაქტირება

მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები

რედაქტირება
ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
  1998 ვერ გავიდა ჯგუფი 2 10 7 - 9 4
    2002 ჯგუფი 8 10 12 - 12 3
  2006 ჯგუფი 2 10 14 - 25 6
  2010 ჯგუფი 8 3 7 - 19 6
  2014 ჯგუფი I 5 3 - 10 4
  2018 ჯგუფი D 5 8 - 14 5
  2022 ჯგუფი B 7 6 - 12 4

ევროპის ჩემპიონატის შედეგები

რედაქტირება
ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
  1996 ვერ გავიდა ჯგუფი 7 15 14 - 13 3
    2000 ჯგუფი 2 5 8 - 18 6
  2004 ჯგუფი 10 7 8 - 14 5
    2008 ჯგუფი B 10 16 - 19 6
    2012 ჯგუფი F 10 7 - 9 5
  2016 ჯგუფი D 9 10 - 16 5
  2020 ჯგუფი D 8 7 - 11 4
  2024 1/8 ფინალი

ერთა ლიგის შედეგები

რედაქტირება
უეფა-ს ერთა ლიგა
წელი ლიგა ჯგუფი პოზ გტ გშ დ/დ
2018–19 D 1 1 6 5 1 0 12 2   40
2020–21 C 2 3 6 1 4 1 6 6   42
2022–23 C 4 1 6 5 1 0 16 3   33
2024–25 B მოგვიანებით დადგინდება
ჯამში 18 11 6 1 34 11 33

ამხანაგური მატჩები

რედაქტირება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 25.03.2015 თბილისი საქართველო   2–0   მალტა [კომ. 1] [10]
2 08.06.2015 ლინცი უკრაინა   2–1   საქართველო [კომ. 2] [11]
3 11.11.2015 ტალინი ესტონეთი   3–0   საქართველო [კომ. 3] [12]
4 16.11.2015 ტირანა ალბანეთი   2–2   საქართველო [კომ. 4] [13]
5 29.03.2016 თბილისი საქართველო   1–1   ყაზახეთი [კომ. 5] [14]
6 27.05.2016 ველსი სლოვაკეთი   3–1   საქართველო [კომ. 6] [15]
7 03.06.2016 ველსი რუმინეთი   5–1   საქართველო [კომ. 7] [16]
8 07.06.2016 მადრიდი ესპანეთი   0–1   საქართველო [კომ. 8] [17]
9 23.01.2017 დუბაი უზბეკეთი   2–2   საქართველო [კომ. 9] [18]
10 25.01.2017 დუბაი იორდანია   1–0   საქართველო [კომ. 10] [19]
11 28.03.2017 თბილისი საქართველო   5–0   ლატვია [კომ. 11] [20]
12 07.06.2017 თბილისი საქართველო   3–0   სენტ-კიტსი და ნევისი [კომ. 12] [21]
13 10.11.2017 გორი საქართველო   1–0   კვიპროსი [კომ. 13] [22]
14 13.11.2017 ქუთაისი საქართველო   2–2   ბელარუსი [კომ. 14] [23]
15 24.03.2018 თბილისი საქართველო   4–0   ლიეტუვა [კომ. 15] [24]
16 27.03.2018 თბილისი საქართველო   2–0   ესტონეთი [კომ. 16] [25]
17 01.06.2018 თბილისი საქართველო   1–0   მალტა [კომ. 17] [26]
18 05.06.2018 ლუქსემბურგი ლუქსემბურგი   1–0   საქართველო [კომ. 18] [27]
19 05.09.2019 დუბაი სამხრეთი კორეა   2–2   საქართველო [კომ. 19] [28]
20 19.11.2019 პულა ხორვატია   2–1   საქართველო [კომ. 20] [29]
21 02.06.2021 პლოიეშტი რუმინეთი   1–2   საქართველო [კომ. 21]
22 06.06.2021 ენსხედე ნიდერლანდები   2–0   საქართველო [კომ. 22]
23 08.09.2021 სოფია ბულგარეთი   4–1   საქართველო [კომ. 23]
24 15.11.2021 გორი საქართველო   1–0   უზბეკეთი [კომ. 24]
25 25.03.2022 ზენიცა ბოსნია და ჰერცეგოვინა   0–1   საქართველო [კომ. 25]
26 29.03.2022 ტირანა ალბანეთი   0–0   საქართველო

მსოფლიო 2018-ის შესარჩევი

რედაქტირება
ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1   სერბეთი 10 8 3 1 20 10 10 21
2   ირლანდია 10 5 4 1 12 6 6 19
3   უელსი 10 4 5 1 13 6 7 17
4   ავსტრია 10 4 3 3 14 12 2 15
5   საქართველო 10 0 5 5 8 14 (-6) 5
6   მოლდოვა 10 0 2 6 4 23 (-19) 2

მატჩები და შედეგები

რედაქტირება
5 სექტემბერი, 2016
20:00
საქართველო   1–2   ავსტრია დინამო არენა, თბილისი
მაყურებელი: 28 500
მსაჯი:   ალექსეი კულბაკოვი
ჯანო ანანიძე   78'. ანგარიში მარტინ ჰინტერეგერი   16'
მარკ იანკო   42'

6 ოქტომბერი, 2016
22:45
ირლანდია   1–0   საქართველო ავივას სტადიონი, დუბლინი, ირლანდია
მაყურებელი: 39 793
მსაჯი:   ტონი ჩაპრონი
შეიმუს კოულმენი   56' ანგარიში

9 ოქტომბერი, 2016
20:00
  უელსი 1–1   საქართველო კარდიფ სიტის სტადიონი, კარდიფი, უელსი
მაყურებელი: 33 000
მსაჯი:   პაოლო მაზოლენი
გარეთ ბეილი   10' თორნიკე ოქრიაშვილი   57'

12 ნოემბერი 2016
21:00
  საქართველო 1–1   მოლდოვა დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 41 000
მსაჯი:   გეორგი კაბაკოვი
ვაკო ყაზაიშვილი   16' გაცკანი   78'

24 მარტი 2017
21:00
  საქართველო 1–3   სერბეთი დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 31 000
მსაჯი:   ფელიქს ცვაიერი
ნიკა კაჭარავა   6' დუშან ტადიჩი   45' (პენ.)
ალექსანდრ მიტროვიჩი   64'
მიატ გაჩინოვიჩი   86'

11 ივნისი, 2017
20:00
  მოლდოვა 2–2   საქართველო სტადიონ ზიმბრუ, კიშინიოვი, მოლდოვა
მაყურებელი: 5 000
მსაჯი:   ანდრეას ეკბერგი
რადუ გინსარი   15'
ალექსანდრუ დედოვი   36'
გიორგი მერებაშვილი   65'
ვალერი ყაზაიშვილი   70'

2 სექტემბერი, 2017
20:00
  საქართველო 1–1   ირლანდია დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი:   ივან კრუჟლიაკი
ვალერი ყაზაიშვილი   34' შეინ დაფი   4'

5 სექტემბერი, 2017
22:45
  ავსტრია 1–1   საქართველო ერნსტ ჰაპელი, ვენა, ავტრია
მაყურებელი: 13 000
მსაჯი:   ორელ გრინფილდი
ლუის შაუბი   43' ვაკო გვილია   8'

6 ოქტომბერი, 2017
20:00
  საქართველო 0–1   უელსი დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი:   ხესუს ხილი
ტომ ლოურენსი   49'

9 ოქტომბერი, 2017
22:45
  სერბეთი 1–0   საქართველო რაიკო მიტიჩი, ბელგრადი, სერბეთი
მაყურებელი: 50 000
მსაჯი:   პაველ გილი
ალექსანდრ პრაიოვიჩი   74'

მსოფლიო 2022-ის შესარჩევი

რედაქტირება
ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1   ესპანეთი 7 5 1 1 14 5 +9 16
2   შვედეთი 7 5 0 2 12 5 +7 15
3   საბერძნეთი 7 2 3 2 7 7 0 9
4   საქართველო 8 2 1 5 6 12 -6 7
5   კოსოვო 7 1 1 5 4 14 -10 4

მატჩები და შედეგები

რედაქტირება
25 მარტი, 2021
20:45
  შვედეთი 1–0   საქართველო ფრენდს არენა, სოლნა
მაყურებელი: 0
ვიქტორ კლაესონი   35' ანგარიში

28 მარტი, 2021
20:00
  საქართველო 1–2   ესპანეთი დინამო არენა, თბილისი
მაყურებელი: 16 000
კვარაცხელია ხ.   44' ანგარიში ფერან ტორესი   56'
დანი ოლმო   92'

31 მარტი, 2021
22:45
  საბერძნეთი 1–1   საქართველო ტოუმბა, თესალონიკი
მაყურებელი: 0
კაკაბაძე ო.   76' (ა.გ.) ანგარიში ხვიჩა კვარაცხელია   78'

2 სექტემბერი, 2021
20:00
  საქართველო 0–1   კოსოვო აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
ანგარიში ვედატ მურიქი   18'

5 სექტემბერი, 2021
22:45
  ესპანეთი 4–0   საქართველო ესტადიო ნუევო ვიერო, ბადახოზი
მაყურებელი: 8 444
ხოსე გაია   14'
კარლოს სოლერი   25'
ფერან ტორესი   41'
პაბლო სარაბია   63'
ანგარიში

9 ოქტომბერი, 2021
20:00
  საქართველო 0–2   საბერძნეთი აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
ანგარიში ანასტასიოს ბაკასეტასი   90' (პენ.)
დიმიტრიოს პელკასი   95'

12 ოქტომბერი, 2021
22:45
  კოსოვო 1–2   საქართველო ფადილ ვოკრი, პრისტინა
მაყურებელი: 3 550
ვედატ მურიქი   45' (პენ.) ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილი   11'
ზურიკო დავითაშვილი   82'

11 ნოემბერი, 2021
21:00
  საქართველო 2–0   შვედეთი აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 3 800
ხვიჩა კვარაცხელია   61'77' ანგარიში

შემადგენლობა

რედაქტირება

ამჟამინდელი შემადგენლობა

რედაქტირება

შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩისთვის საქართველო — საბერძნეთი, 26 მარტი, 2024.[30][31]

სახელი დაბ. თარიღი კლუბი თამაში (გოლი) დებიუტი
მეკარეები
გიორგი მამარდაშვილი [32] 29 სექტემბერი, 2000   ვალენსია 16 (0) v. ბულგარეთი, 8 სექტემბერი, 2021
გიორგი ლორია 27 იანვარი, 1986   დინამო თბილისი 78 (0) v. ესტონეთი, 27 მაისი, 2008
ლუკა გუგეშაშვილი 29 მარტი, 1999   ყარაბაღი 1 (0) [33]
მცველები
სოლომონ კვირკველია [34] 6 თებერვალი, 1992   ალ ახდუდი 58 (0) v. ლიხტენშტაინი, 5 მარტი, 2014
საბა საზონოვი [35] 1 თებერვალი, 2002   ტორინო 3 (0) v. მაროკო, 17 ნოემბერი, 2022
გურამ კაშია (კაპ.) 4 ივლისი, 1987   სლოვან ბრატისლავა 112 (3) v. მონტენეგრო 1 აპრილი, 2009
გიორგი გველესიანი [36] 5 მაისი, 1991   პერსეპოლისი 0 (0)
ლაშა დვალი 14 მაისი, 1995   ფერენცვაროში 31 (1) v. გერმანია, 29 მარტი, 2015
ლუკა ლოჩოშვილი 29 მაისი, 1998   კრემონეზე 10 (1) v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
ოთარ კაკაბაძე 27 ივნისი, 1995   კრაკოვი 60 (0) v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015
გიორგი გოჩოლეიშვილი [37] 14 თებერვალი, 2001   დონეცკის შახტარი 8 (0) v. მაროკო, 17 ნოემბერი, 2022
ნახევარმცველები
ვლადიმერ მამუჩაშვილი 28 აგვისტო, 1997   დინამო ბათუმი 10 (0) v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
ლევან შენგელია [38] 27 ოქტომბერი, 1995   პანეთოლიკოსი 16 (1) v. ხორვატია,19 ნოემბერი, 2019
გიორგი წიტაიშვილი 18 ნოემბერი, 2000   დინამო ბათუმი 16 (1) v. კოსოვო, 2 სექტემბერი, 2021
ოთარ კიტეიშვილი [39] 26 მარტი, 1996   შტურმ გრაცი 36 (2) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ნიკოლოზ კვეკვესკირი 29 მაისი, 1992   ლეხი პოზნანი 59 (0) v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015
გიორგი ჩაკვეტაძე 29 აგვისტო, 1999   უოტფორდი 24 (8) v. ლიეტუვა, 24 მარტი, 2018
სანდრო ალთუნაშვილი [40] 19 მაისი, 1997   ვოლფსბერგერი 4 (0) v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
გიორგი ქოჩორაშვილი [41] 29 ივნისი, 1999   ლევანტე 7 (0)
ჯაბა კანკავა 18 მარტი, 1986   სლოვან ბრატისლავა 101 (10) v. ალბანეთი, 8 სექტემბერი, 2004
ანზორ მექვაბიშვილი [42] 5 ივნისი, 2001   დინამო თბილისი 13 (0)
ზურიკო დავითაშვილი 15 თებერვალი, 2001   დინამო ბათუმი 34 (6) v. სამხრეთ კორეა, 5 სექტემბერი, 2019
ხვიჩა კვარაცხელია 12 თებერვალი, 2001   ნაპოლი 29 (15) v. გიბრალტარი, 7 ივნისი, 2019
თავდამსხმელები
გიორგი მიქაუტაძე [43] 31 ოქტომბერი, 2000   აიაქსი 24 (9) v. შვედეთი, 25 მარტი, 2021
ბუდუ ზივზივაძე [44] 10 მარტი, 1994   კარლსრუე 25 (7) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
გიორგი ქვილითაია [45] 1 ოქტომბერი, 1993   აპოელ ნიქოზია 37 (6) v. სლოვაკეთი, 27 მაისი, 2016

სტატისტიკა

რედაქტირება

გამოძახებულები ბოლო 12 თვის მანძილზე.

სახელი დაბ. თარიღი კლუბი თამაში (გოლი) დებიუტი
მეკარეები
ნუკრი რევიშვილი 2 მარტი, 1987   რუსთავი 32 (0) v. ყაზახეთი, 8 ოქტომბერი, 2005
მცველები
გია გრიგალავა 5 აგვისტო, 1989   არსენალი ტულა 24 (0) v. ხორვატია, 3 ივნისი, 2011
დავით ხოჭოლავა 8 თებერვალი, 1993   შახტარი დონეცკი 9 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
უჩა ლობჟანიძე 23 თებერვალი, 1987   სამტრედია 54 (1) v. ესტონეთი, 27 მაისი, 2008
გიორგი რეხვიაშვილი 22 თებერვალი, 1988   საბურთალო 1 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ლევან გეგეჭკორი 5 ივნისი, 1994   რუსთავი 1 (0)
ნახევარმცველები
თორნიკე ოქრიაშვილი 12 თებერვალი, 1992   კრასნოდარი 34 (8) v. სლოვენია, 17 ნოემბერი, 2010
გიორგი ჭანტურია 11 აპრილი, 1993   ურალი ეკატერინბურგი 15 (2) v. ლიხტენშტაინი, 5 მარტი, 2014
გიორგი არაბიძე 4 მარტი, 1998   შახტარი დონეცკი 4 (3) v. სერბეთი, 24 მარტი, 2017
ალექსანდრე კობახიძე 11 თებერვალი, 1987   ვორსკლა 34 (3) v. ურუგვაი, 15 ნოემბერი, 2006
ლუკას ჰუფნაგელი 29 იანვარი, 1995   ნიურნბერგი 2 (0) v. ესტონეთი, 11 ნოემბერი, 2015
საბა ლობჟანიძე 18 დეკემბერი, 1994   რანდერსი 3 (1) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ოთარ კიტეიშვილი 26 მარტი, 1996   დინამო თბილისი 3 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
თავდამსხმელები
ლევან მჭედლიძე 24 მარტი, 1990   ემპოლი 29 (2) v. იტალია, 13 ოქტომბერი, 2007
დავით სხირტლაძე 16 მარტი, 1993   სილკებორგი 3 (0) v. ავსტრია, 5 სექტემბერი, 2016
ვლადიმერ დვალიშვილი 20 აპრილი, 1986   ატირაუ 44 (6) v. მოლდოვა, 6 ივნისი, 2009
ირაკლი სიხარულიძე 18 ივლისი, 1990   სლოვაჩკო 2 (1) v. ბელარუსი, 13 ნოემბერი, 2016
 
 
 
 
 
 
 
 
1995
 
 
 
 
 
 
 
 
1998–1999
 
 
 
 
 
2000
 
 
 
 
 
 
 
2001
 
 
 
 
 
 
2002–2003
 
 
 
 
 
 
 
 
2003–2004
 
 
 
 
2005–2006
 
 
 
 
2007
 
 
 
 
 
 
 
2008–2009
 
 
 
 
 
2010
 
 
 
 
 
 
 
2011–2013
 
 
 
 
 
 
 
2011–2013
 
 
 
 
 
 
 
2013–2014
 
 
 
 
 
 
 
 
 
2014–2015
 
 
 
 
 
 
 
 
 
2015–2016
 
 
 
 
 
 
 
 
2016–2018
 
 
 
 
 
 
 
2018–2020
 
 
 
 
 
 
 
 
 
2020–2022
 
 
 
 
 
 
 
 
 
2022–
 
 
 
 
 
 
1998–1999
 
 
 
 
 
 
 
2001
 
 
 
 
 
 
 
2002–2003
 
 
 
 
 
 
2003–2004
 
 
 
 
2005–2006
 
 
 
 
2007
 
 
 
 
 
 
 
2008–2009
 
 
 
 
 
 
 
2010
 
 
 
 
 
 
 
2011–2013
 
 
 
 
 
 
 
2013–2014
 
 
 
 
 
 
 
 
 
2014–2015
 
 
 
 
 
 
 
 
 
2015–2016
 
 
 
 
 
 
 
 
2016–2018
 
 
 
 
 
 
 
 
 
2018–2020
 
 
 
 
 
 
 
 
 
2020–2022
 
 
 
 
 
 
 
 
 
2022–

რეკორდები

რედაქტირება

ჩატარებული მატჩები

რედაქტირება
 
გურამ კაშია — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით
ფეხბურთელი მატჩი გოლი პერიოდი
1 გურამ კაშია 112 3 2009–
2 ჯაბა კანკავა 101 10 2004–2024
ლევან კობიაშვილი 100 12 1996–2011
4 ზურაბ ხიზანიშვილი 92 1 1999–2015
5 კახა კალაძე 83 1 1996–2011
6 გიორგი ლორია 78 0 2008–
7 გიორგი ნემსაძე 69 0 1992–2004
8 ალექსანდრე იაშვილი 67 15 1996–2011
9 გოჩა ჯამარაული 62 6 1994–2004
ვალერი ყაზაიშვილი 62 13 2014–

ბომბარდირები

რედაქტირება
 
შოთა არველაძე — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გატანილი გოლების რაოდენობით
ფეხბურთელი გოლი მატჩი საშ. პერიოდი
1 შოთა არველაძე 26 61 0.43 1992–2007
2 თემურ ქეცბაია 17 52 0.33 1990–2003
3 ხვიჩა კვარაცხელია 15 29 0.54 2019–
ალექსანდრე იაშვილი 15 67 0.22 1996–2011
5 თორნიკე ოქრიაშვილი 13 50 0.26 2010–
ვალერი ყაზაიშვილი 13 62 0.21 2014–
7 გიორგი დემეტრაძე 12 56 0.21 1996–2007
ლევან კობიაშვილი 12 100 0.12 1996–2011
9 ჯაბა კანკავა 10 101 0.1 2004–2021
10 გიორგი მიქაუტაძე 9 24 0.41 2021–
მიხეილ ყაველაშვილი 9 46 0.2 1991–2002

მთავარი მწვრთნელები

რედაქტირება

2023 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით[46]

მთავარი მწვრთნელი სამუშაო პერიოდი შედეგები
თამაში მოგება ფრე წაგება მოგების %
  გივი ნოდია 27 მაისი, 1990 1 0 1 0 0
  გიგა ნორაკიძე 2 ივლისი, 1991 — 22 დეკემბერი, 1992 4 2 0 2 50,00
  ალექსანდრე ჩივაძე 25 მაისი, 1993 — 9 ნოემბერი, 1996 24 9 1 14 37,50
  ვლადიმერ გუცაევი (მ. შ.) 5 დეკემბერი, 1996 — 8 დეკემბერი, 1996 2 0 0 2 0
  დავით ყიფიანი 30 მარტი, 1997 — 11 ოქტომბერი, 1997 7 4 1 2 57,14
  ვლადიმერ გუცაევი 6 თებერვალი, 1998 — 30 მაისი, 1998 5 3 2 0 60,00
  გიგლა იმნაძე (მ. შ.) 12 აგვისტო, 1998 1 0 0 1 0
  ვლადიმერ გუცაევი 19 აგვისტო, 1998 — 28 აპრილი, 1999 8 2 1 5 25,00
  იოჰან ბოსკამპი 30 მაისი, 1999 — 9 ოქტომბერი, 1999 5 0 1 4 0
  დავით ყიფიანი / რევაზ ძოძუაშვილი 2 თებერვალი, 20006 ივნისი, 2001 16 5 5 6 31,25
  ალექსანდრე ჩივაძე 15 აგვისტო, 2001 — 2 აპრილი, 2003 11 4 3 4 36,36
  ივო შუშაკი 30 აპრილი, 2003 — 11 ივნისი, 2003 2 1 0 1 50,00
  მერაბ ჟორდანია 6 სექტემბერი, 2003 — 11 ოქტომბერი, 2003 3 1 0 2 33,33
  გოჩა ტყებუჩავა (მ. შ.) 18 თებერვალი, 2004 — 21 თებერვალი, 2004 3 0 0 3 0
  ალენ ჟირესი 27 მაისი, 2004 — 4 ივნისი, 2005 10 2 2 6 20,00
  გაიოზ დარსაძე (მ. შ.) 17 აგვისტო, 2005 — 16 ნოემბერი, 2005 7 2 2 3 28,57
  კლაუს ტოპმიოლერი 1 მარტი, 2006 — 26 მარტი, 2008 24 7 4 13 29,17
  პეტარ სეგრტი (მ. შ.) 27 მაისი, 2008 — 31 მაისი, 2008 2 0 1 1 0
  ექტორ კუპერი 20 აგვისტო, 2008 — 14 ოქტომბერი, 2009 16 1 4 11 6,25
  თემურ ქეცბაია 3 მარტი, 2010 — 14 ნოემბერი, 2014 40 13 9 18 32,50
  კახაბერ ცხადაძე 25 მარტი, 201516 ნოემბერი, 2015 10 3 1 6 30,00
  ვლადიმერ ვაისი 29 მარტი, 201618 ნოემბერი, 2020 47 16 15 16 34,04
  რამაზ სვანაძე (მ. შ.) 19 ნოემბერი, 2020 —14 თებერვალი, 2021 1 0 1 0 0
  ვილი სანიოლი 15 თებერვალი, 2021 35 16 6 13 45,71
სულ: 279 90 58 131 31,00

კაპიტნები

რედაქტირება

კაპიტნების სტატისტიკა

რედაქტირება

საქართველოს ნაკრების კაპიტნების სტატისტიკა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.[47]

მოთამაშე სანაკრებო წლები ჩატარებული მატჩები საკაპიტნო მატჩები პირველი კაპიტნობა ბოლო კაპიტნობა
კანკავა, ჯაბაჯაბა კანკავა 2004–2021 73 62 15.08.2011 09.20.2021
კალაძე, კახაკახა კალაძე 1996–2011 83 50 04.09.1999 11.10.2011
ნემსაძე, გიორგიგიორგი ნემსაძე 1992–2004 69 42 24.09.1997 21.02.2004
კაშია, გურამგურამ კაშია 2009– 112 25 06.02.2013
ცხადაძე, კახაკახა ცხადაძე 1991–1998 25 21 02.07.1991 11.10.1997
კობიაშვილი, ლევანლევან კობიაშვილი 1996–2011 100 16 01.03.2006 25.05.2010
ხიზანიშვილი, ზურაბზურაბ ხიზანიშვილი 1999-2013 93 8 07.02.2007 24.05.2012
ამისულაშვილი, ალექსანდრეალექსანდრე ამისულაშვილი 2003–2016 50 8 14.11.2012 05.09.2016
ჯამარაული, გოჩაგოჩა ჯამარაული 1994–2004 62 6 26.06.1994 13.10.2004
ქეცბაია, თემურთემურ ქეცბაია 1992–2003 49 6? 15.11.1995 27.03.2002
შელია, მურთაზმურთაზ შელია 1994–1998 29 5 12.02.1994 11.10.1995
ჯიშკარიანი, გიაგია ჯიშკარიანი 1991–1994 9 4 02.09.1992 25.05.1993

სტატისტიკა

რედაქტირება