ზღვამსოფლიო ოკეანის ნაწილი, გამოყოფილი ხმელეთით ან შემაღლებული წყალქვეშა რელიეფით. მსოფლიო ოკეანისაგან აგრეთვე განსხვავდება ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და კლიმატური რეჟიმით, რაც დაკავშირებულია მსოფლიო ოკეანესთან მიმართებაში მათ შემოსაზღვრულ მდებარეობასა და წყლის შენელებულ მიმოქცევასთან გაშლილ ნაწილთან შეზღუდული კავშირის გამო. ზოგიერთი ზღვა ნაწილია სხვა ზღვის (მაგალითად, ეგეოსის ზღვახმელთაშუა ზღვის ნაწილია). ტერმინი „ზღვა“ ხშირად გამოიყენება გაუმდინარე, დიდი, მლაშე ტბებისა (მაგალითად, კასპიის ზღვა, არალის ზღვა) და ხელოვნური წყალსაცავების (მაგალითად, თბილისის ზღვა) სახელწოდებებში.

დაისი ზღვაზე
ჩილეს სანაპირო
ხმელთაშუა ზღვა, ანტალიის სანაპირო

ამასთან, ზღვებს ყოფენ მათი ფლორისა და ფაუნის შესაბამისად. ზღვის ფაუნისთვის დამახასიათებელია ენდემურობა.

სხვადასხვა ავტორებთან, კერძოდ, ბიბლიაში, ზღვად შეიძლება იწოდოს წყლის ნებისმიერი დიდი სივრცე (მდინარეები, ტბები, ყურეები); მაგალითად, ეგვიპტის ზღვა (ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, 11.15) ბიბლიაში, სხვადასხვა მოსაზრებით, აღნიშნავს ან მდინარე ნილოსს, ან წითელი ზღვის ნაწილს. გარდა ამისა, ამ წიგნში ზღვად იწოდება მდინარე ევფრატიც. ზღვად წოდებული ობიექტები არსებობს არა მხოლოდ დედამიწაზე; მაგ., სამხრეთის ზღვა არსებობს მარსსა და მთვარეზე (მთვარეზე ზღვად იწოდება (ვიზუალურად) ამ პლანეტის დისკოზე არსებული მუქი ლაქა).

ზღვები ოკეანეების მიხედვით

რედაქტირება

ჩაკეტილი აუზი

რედაქტირება