A-haნორვეგიული პოპ-ჯგუფი. იგი ნორვეგიის ყველა გაყიდვადი ჯგუფია, 78 მილიონი გაყიდული ალბომითა და სინგლით მსოფლიოს გარშემო (თითქმის თექვსმეტჯერ ნორვეგიის მოსახლეობა). ჯგუფმა პოპულარობა 1980-იანებში მოიპოვა, თუმცა კვლავ აქტუალური რჩებოდა 1990-იანებსა და 2000-იანებში. ტრიო, რომელშიც შედიოდნენ ვოკალისტი მორტენ ჰარკეტი, გიტარისტი პოლ ვოკტორ-სავოი და კლავიშისტი მაგნე ფურუჰოლმენი, 1982 წელს ჩამოყალიბდა და მუსიკალური კარიერის დასაწყებად ლონდონში ჩავიდა. მათ მუსიკოსის, პროდიუსერის და მომავალში მათი მენეჯერის ჯონ რეტკლიფის სტუდია აირჩიეს, ვინაიდან იქ მდგარი „კოსმოსური დამპყრობლების“ სათამაშო აპარატით დაინტერესდნენ. სახელი "A-ha" აღებულია მათი ადრეული სიმღერიდან „Nothing To It“. სხვადასხვა ენის ლექსიკონების შემოწმების შემდეგ წევრებმა აღმოაჩინეს რომ "a-ha" პოზიტიური მნიშვნელობით აღაცის ამოცნობის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, იგი მოკლე, ადვილად გამოსათქმელი და არაჩვეულებრივი იყო.

A-ha

ჯგუფის კონცერტი მადრიდში (ესპანეთი), 2010
ბიოგრაფია
წარმოშობა ოსლო, ნორვეგია
ჟანრ(ებ)ი სინთპოპი
ახალი ტალღა
პოპ-როკი
ალტერნატიული როკი
აქტიური 1982–1994, 1998–2011, 2015-
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros.
Polydor
წევრები მორტენ ჰარკეტი
მაგნე ფურუჰოლმენი
პოლ ვოკტორ-სავოი
საიტი
A-ha ვიკისაწყობში

ისტორია

შექმნა

ტრიოში შედიოდნენ ვოკალისტი მორტენ ჰარკეტი, გიტარისტი პოლ სავოი (1994 წლამდე - პოლ ვოკტორი) და კლავიშისტი მაგნე ფურუჰოლმენი. ისინი ლონდონში ნორვეგიიდან 1982 წელს გადავიდნენ, მუსიკალურ ბიზნესში კარიერის გასაგრძელებლად.

ჯგუფის სახელწოდების შერჩევისას A-ha ამოირჩიეს ვაკტარის ინიციატივით - მის მიერ დაწერილი სიმღერის შთაგონებით. „საშინელი სიმღერა იყო, მაგრამ დიდებული სახელით.“ - ამბობდა მორტენი.[1]

მათ აირჩიეს სტუდია, პროდიუსერები და გაიცნეს მომავალი მენეჯერი, ჯონ რეტკლიფი. უკანასკნელმა ტრიოს გააცნო საკუთარი მენეჯერი - ტერი სლეიტერი. ამ ორმა ჩამოაყალიბა T.J. Management. რეტკლიფი მუშაობდა ტექნიკურ და მუსიკალურ ასპექტებთან, ხოლო სლეიტერი გახდა ჯგუფის საერთაშორისო მენეჯერი და ლოს-ანჯელესში მდებარე Warner Brothers-ის მთავარ ოფისთან დამაკავშირებელი პიროვნება.

Hunting High and Low (1984–1986)

სიმღერის "Take On Me" ადრეული ვერსია იყო პირველი სიმღერა, რომელიც ჰარკეტს მაგნესგან და პოლისგან მოსმენილი ჰქონდა. მაშინ მას ჯერ კიდევ "The Juicy Fruit Song" ეწოდებოდა. A-ha-მ ჩაწერისას მას "Lesson One" უწოდა. მრავალი სესიის და გამოცემის შემდეგ, 1985 წელს სიმღერა მსოფლიო ჰიტად იქცა. სინგლის პირველ, 1984 წლის ვერსიას, ახლდა A-ha-ს ვიდეო, რომელშიც ტრიო მხოლოდ ლურჯ ფონზე ჩანდა. პროდიუსერ ალან ტერნის თანაშემწეობით ჩაიწერა სიმღერის მეორე ვერსია, თუმცა ჩარტში რომელიმე არ მოხვედრილა. ახალი მუსიკალური ვიდეოს დახმარებით სიმღერა Billboard Hot 100-ში, #1 პოზიციაზე მოხვდა, ხოლო ბრიტანეთში #2 იყო. [2][3]A-ha იქცა პირველ ნორვეგიულ ჯგუფად, რომელსაც აშშ-ში #1 სინგლი ჰქონდა. პოპულარობის შემდეგ Soul Train-ში (1985) გამოჩენით ჯგუფი იქცა ერთ-ერთ პირველ თეთრკანიან კოლექტივად, რომელიც შავკანიანების მუსიკაზე ორიენტირებულ ამ გადაცემაში მოხვდა.

ვიდეოში გამოყენებული იყო ფანქრით ნახატი როტოსკოპის ტექნიკა.[4] აშშ-ში 1986 წელს იგი MTV Video Awards-ზე რვა კატეგორიაში იყო ნომინირებული და გაიმარჯვა ექვსში - ეს იყო ორჯერ მეტი, ვიდრე მაიკლ ჯექსონის "Thriller"-ის ჯილდოები. თუმცა, ამით MTV-ის ჯილდოები არ ამოწურულა. მეორე სინგლი „The Sun Always Shines on T.V.“ Billboard Hot 100-ში #20 პოზიციამდე ავიდა, ხოლო ჩარტში Radio & Records - #17-მდე. მისი რემიქსი საკლუბო ჰიტად იქცა და Hot Dance Singles Sales-ის ჩარტში #5 გახდა. [2] მისი მუსიკალური ვიდეოც პოპულარული იყო და ჯგუფს 1986 წლის MTV Video Music Awards-ზე ორი ჯილდო მოუტანა - ამრიგად A-ha-მ ორ წელიწადში 11 ნომინაცია და რვა ჯილდო მოაგროვა. შემდგომ წლებში, ჯილდოების კატეგორიების დამატებასთან ერთად, მხოლოდ რამდენიმე შემსრულებელმა მიაღწია ასეთ შედეგს და იგივე წარმატება ასეთ მცირე დროში არ ჰქონია.

A-ha-ს ამერიკული წარმატების კულმინაცია იქცა 1986 წელს გრემიზე, საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში წარდგენდა - თუმცა ჯილდო შადეის ერგო. ამასთან, "The Sun Always Shines on T.V." იქცა A-ha-ს უკანასკნელ სინგლად, რომელიც Hot 100-ის პირველ 40-ეულში მოხვდა. ამიტომ, დღემდე ჯგუფი აშშ-ში უფრო მეტად „Take On Me“-ით ახსოვთ.[2] ამ ქვეყანაში ტრიოს, გარდა ამისა, ერთჰიტიან საოცრებას უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩარტში 2 სიმღერა ჰქონდა. ბრიტანეთში მათი წარმატება განსხვავდებოდა - „The Sun Always Shines on TV“ კიდევ უფრო დიდი ჰიტი გახდა, ვიდრე „Take On Me“ და მოხვდა ჩარტის #1 პოზიციაზე. ამ ქვეყანაში ჯგუფს აგრეთვე ჰქონდა ორი ჰიტი სადებიუტო ალბომიდან - „Train Of Thought“ და „Hunting High And Low“. 1980-იანების და 1990-იანების დასაწყისში A-ha ბრიტანეთში კვლავ პოპულარული იყო.

სადებიუტო ალბომი Hunting High and Low მსოფლიო ბესტსელერად იქცა და ოქტომბერსა და ნოემბერში მრავალი კვირა გაატარა Billboard-ის 200-ეულის საუკეთესო 20-ეულში. ჯგუფს მან და სინგლებმა საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს. ბრიტანეთში ალბომმა სამმაგი პლატინის სტატუსი შეიძინა, აგრეთვე რამდენიმე პლატინის სტატუსი მიიღო აშშ-სა და გერმანიაში, ხოლო ბრაზილიასა და ნიდერლანდში - ოქრო.[5][6][7][8][9] Hunting High and Low მსოფლიო მასშტაბით 11 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[10] აშშ-ში ალბომის მაქსიმალური პოზიცია #15 იყო, ხოლო ბრიტანეთში - #2. ნორვეგიაში იგი საუკეთესო ათეულში 38 კვირის, ხოლო #1 პოზიციაზე - 8 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.[11][3][12]

ოქროს პერიოდი (1986–1994)

 
მაგნე ფურუჰოლმენი 2007 წელს

მეორე ალბომი, Scoundrel Days, გამოვიდა 1986 წლის საკონცერტო ტურნეს დროს და ალტერნატიული როკის ელემენტებს შეიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ მან კეთილგანწყობილი შეფასებები მიიღო და სამი სინგლი ჰიტად იქცა, ალბომი გაყიდვებით (6.4 მილიონი) წინამორბედს ჩამოუვარდებოდა (გარდა შვეიცარიისა, სადაც A-ha-ს ისტორიაში ბესტსელერად იქცა).[13] "Cry Wolf" იყო ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა. ალბომის გამოცემის შემდეგ ჩატარდა A-ha-ს ამერიკული ტურნე, რომელიც შემდეგი 20 წლის განმავლობაში მათთვის ამ ქვეყანაში უკანასკნელი იყო. ბრიტანეთში, შვეიცარიაში და ბრაზილიაში ალბომმა პლატინის, ხოლო გერმანიაში - ოქროს სტატუსები შეიძინა.[5][8][9][14] ნედ რეგეტი (AllMusic) ალბომს დადებითად აღწერდა და განსაკუთრებით აღნიშნავდა ორ სიმღერას. [15]

1988 წლის მაისში გამოვიდა მესამე ალბომი, Stay on These Roads, რომელიც ბრიტანეთში, ისევე, როგორც წინა ალბომი, მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. ბრაზილიასა და საფრანგეთში მან პლატინის სტატუსები მიიღო, ხოლო შვეიცარიაში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ნიდერლანდში - ოქრო. [5][8][8][9][13][16][17] ალბომში მოხვდა ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმის „ნაპერწკლები თვალებიდან“ თემატური სასათაურო სიმღერა, თუმცა ალბომის ვერსია წარმოადგენდა ფილმის და სინგლის ვერსიის ახალ ვარიანტს. "Stay on These Roads" და "The Living Daylights" შედიოდა ტრიოს საკონცერტო პროგრამაში. ალბომის გამოცემის შემდეგ დაიწყო მათი 74 ქალაქიანი ტურნე, ხოლო დისკი დროთა განმავლობაში 4.2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. [14]

 
პოლ ვოკტორ-სავოი, კიოლნი, 29 ოქტომბერი 2005

1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში ჯგუფი ძალიან პოპულარული იყო სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში, სადაც დიდ სტადიონებზე დასასწრები ბილეთები სრული რაოდენობით იყიდებოდა. 1991 წლის იანვარში, ფესტივალზე Rock in Rio II ჯგუფის გამოსვლას ესწრებოდა 198000 მსმენელი, რითაც ტრიო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა. შედარებისთვის, იმ პერიოდში ჯორჯ მაიკლის, პრინსის და Guns N' Roses-ის კონცერტებს დაახლოებით 60000 მსმენელი ესწრებოდა. წლების შემდეგ, Musicweek-თან 25 წლიან იუბილესთან დაკავშირებით საუბრისას ჯგუფის წევრები აღნიშნავდნენ, რომ ეს წარმატება მათთვის გამანადგურებელი იყო. მათი თქმით, MTV-ის სურდა კოლექტივის შესახებ რეპორტაჟის გაკეთება, მაგრამ ამის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც ტრიო ნაწყენი დარჩა.[18]

East of the Sun, West of the Moon, შემდეგი ალბომი, შეიცავდა "Crying in the Rain"-ს, The Everly Brothers-ის 1963 წლის სიმღერის ქავერ ვერსიას. შვეიცარიაში, ბრაზილიასა და გერმანიაში მას ოქროს სტატუსი მიენიჭა, ხოლო ბრიტანეთში - ვერცხლი.[5][8][9][13] სტივენ მაკ-დონალდი (AllMusic) წერდა, რომ იგი იყო „ლამაზად შესრულებული სიმღერების კარგად შედგენილი კოლექცია, ბევრი ექოებით და სხვადასხვა იდეით.“ მსოფლიო მასშტაბით იგი 3.2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. [14]

ჯგუფის დროებით დაშლამდე გამოცემული უკანასკნელი ალბომი იყო 1993 წლის Memorial Beach. იგი სხვა ალბომებთან შედარებით კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო ნორვეგიის ფარგლებს გარეთ ჩარტში მხოლოდ სინგლი "Dark Is the Night" მოხვდა (ბრიტანეთი - #19). Memorial Beach აგრეთვე ჯგუფის უკანასკნელი ალბომი იყო, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზეც დაიბეჭდა, სხვა ალბომები კი იმპორტირებული სახით იყიდებოდა. კომერციული წარუმატებლობის მიუხედავად, ჟურნალმა Q მას 1993 წლის 50 ალბომს შორის ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.[19] მომდევნო წლის თებერვალში ნორვეგიაში გამართული 1994 წლის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში ჯგუფი ორი კონცერტით გამოვიდა. მათ მოჰყვა ტურნე სამხრეთ აფრიკასა და ნორვეგიაში. ტრიომ პარალიმპიური თამაშებისთვის აგრეთვე დაწერა სიმღერა "Shapes That Go Together".

1994 წელს A-ha დაიშალა და ჯგუფის წევრები სოლო პროექტებზე მუშაობდნენ.[20]

გაერთიანება (1998–2007)

 
A-ha-ს გამოსვლა კიოლნში, 29 ოქტომბერი 2005

1998 წელს ჯგუფი მიიწვიეს ნობელის პრემიის ცერემონიაზე გამოსასვლელად. ამ ღონისძიებისთვის პოლმა "Summer Moved On" დაწერა.[21] აგრეთვე შესრულდა "The Sun Always Shines on TV." ამით A-ha მუსიკალურ სცენაზე დაბრუნდა, თუმცა ბრიტანეთში ნაჩვენები სატელევიზიო გადაცემიდან ამოიღეს ჯგუფის გამოსვლის ამსახველი კადრები. მიუხედავად იმისა, A-ha სტუდიას დაუბრუნდა და 2000 წელს გამოსცა ალბომი Minor Earth Major Sky, რასაც მოჰყვა საკონცერტო ტურნე, დაგვირგვინებული 24 და 25 მაისს ოსლოში გამოსვლით (რომელიც ვებკასტის სახით ინტერნეტში გადაიცა).[22] "I Wish I Cared"-ისთვის შეიქმნა ანიმაციური ვიდეო, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი მთლიანად Flash ტექნოლოგიით შექმნილი ვებ-ვიდეო (მანამდე Duran Duran მსგავსი ვიდეო გამოუშვა სიმღერისთვის "Someone Else Not Me").

ალბომს პლატინის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიოში გაიყიდა მისი 1.5 მილიონი ასლი. გამოვიდა ალბომის ოთხი სინგლი - "Summer Moved On", "Minor Earth Major Sky", "Velvet" და "The Sun Never Shone That Day". "Summer Moved On" #1 პოზიციაზე მოხვდა 17 ქვეყნის ჩარტში. თუმცა, "Velvet"-ის ვიდეომ მცირე სკანდალი გამოიწვია, როდესაც მასში ნაჩვენები კადრების გამო ჯგუფი ნეკროფილიაში დაადანაშაულეს. [23] პოლი ალბომის შესახებ ამბობდა: „დემო ძალიან სწრაფად და ინტუიციით ჩავწერეთ, სწორედ ამან მოგვიპოვა კონტრაქტი. მაგრამ შემდეგ ეტაპზე დავფიქრდით - ეს ნამდვილად ალბომი იყო? პანიკა არ გვქონია, უბრალოდ დამარგვირგვინებელი სამუშაო სჭირდებოდა. სინამდვილეში, სიმღერების ნაწილი ნიუ-იორკის სესიების შემდეგ არ შეგვიცვლია. ვფიქრობ, კარგად ვიმუშავეთ. “

2001 წელს ჯგუფი კვლავ გამოვიდა ნობელის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე. ალბომი Lifelines 2002 წელს გამოიცა და ნორვეგიაში პლატინის სტატუსი მიიღო. საუკეთესო ხუთეულში ორი სინგლი მოხვდა - "Forever Not Yours" და "Lifelines". "Lifelines"-ის რეჟისორი იყო ჯესპერ ჰირო. ცოცხალი ალბომი შემდგომი ტურნედან, How Can I Sleep with Your Voice in My Head, გამოვიდა 2003 წლის მარტში, რასაც წინ უსწრებდა 1986 წლის ჰიტის "The Sun Always Shines on TV" ცოცხალი სინგლი. 2004 წელს გამოვიდა წიგნი "The Swing of Things", რომელსაც ახლდა CD ადრეული მასალის დემო ვერსიებით. იმავე წელს A-ha-მ ოცწლიანი იუბილე აღნიშნა სინგლების კომპილაციის The Definitive Singles Collection 1984–2004 გამოცემით, რითაც ბრიტანეთის ოცეულში დაბრუნდა (#13 პოზიციით) და ბრიტანეთში ამ ალბომისთვის ოქროს სტატუსიც მიიღო.

2005 წლის 2 ივლისს ჯგუფი ბერლინში Live 8-ზე გამოვიდა. თავდაპირველად შესრულდა "Hunting High and Low", შემდეგ - "Take On Me", რომლის დროს მორტენს გაუჩნდა პრობლემები - ყურზე მიმაგრებული მონიტორი გაფუჭდა. ორწუთიანი შესვენება შვიდ წუთში გადაიზარდა, ამიტომ დასასრულს "Summer Moved On" დაუკრეს, ოთხი სიმღერის მაგივრად (მათთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა).

 
მორტენ ჰარკეტი კიოლნში, 29 ოქტომბერი 2005

2005 წლის 12 სექტემბერს ნიუ-იორკში, ირვინგ-პლაზაზე ჯგუფი გამოვიდა კონცერტით, რომლის ბილეთები სწრაფად გაიყიდა. ეს იყო A-ha-ს პირველი კონცერტი აშშ-ში, 1986 წლის შემდეგ, თუმცა 1993 წლიდან ამ ქვეყანაში მათი ალბომები არ გამოსულა. 2005 წლის 27 აგვისტოს ოსლოს ფროგნერ პარკში ჯგუფის კონცერტს 120000 მსმენელი დაესწრო - იმ დროისთვის ეს იყო ნორვეგიაში ყველაზე ხალხმრავალი კონცერტი.

2005 წლის 4 ნოემბერს გამოვიდა ჯგუფის მერვე სტუდიური ალბომი Analogue. 1988 წლის შემდეგ ჯგუფს ბრიტანეთის ჩარტში პირველად ჰქონდა საუკეთესო ათეულში მოხვედრილი ჰიტი - სასათაურო სიმღერა.[3] ალბომში ბექ-ვოკალებს სიმღერებში "Over the Treetops" და "Cosy Prisons" გრემ ნეში (Crosby Stills & Nash) ასრულებს. სიმღერა "Celice" იყო ჯგუფის რიგით მეცხრე #1 ჰიტი ნორვეგიის ჩარტში, თუმცა მის ვიდეოს აკრიტიკებდნენ სექსუალური შინაარსის გამო. ალბომის შემდგომ ტურნეში შედიოდა 2006 წლის 2 თებერვალს ლონდონის Shepherd's Bush-ში გამართული კონცერტი. კონცერტი აგრეთვე გაიმართა აფრიკაშიც და სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა. 2006 წელს ჯგუფმა ჯონ ლენონის "No. 9 Dream" Amnesty International-ის კამპანიისთვის მოამზადა. იმავე წლის 30 ოქტომბერს ჯგუფმა მიიღო Q-ს პრესტიჟული ჯილდო მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2007 წლის 15 სექტემბერს გერმანიის ქალაქ კილში უფასო კონცერტი გაიმართა. ჯგუფი გამოვიდა ნავსადგურთან აგებულ მოცურავე სცენაზე. კონცერტი ინტერნეტში MSN-ის მიერ გადაიცემოდა.

2009 წლის 24 იანვარს, პირველად გამოცემიდან 25 წლის შემდეგ, A-ha-ს "Take On Me"-სთვის გადაეცა ყველა დროის ჰიტის სიმბოლო - პრესტიჟული ნორვეგიული სპელემანის ჯილდო.

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Rolling Stone; circa 1986. "The Icemen Cometh" by David Fricke, page 18.
  2. 2.0 2.1 2.2 Allmusic: A-ha (Singles). Allmusic. ციტირების თარიღი: 25 March 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 British Album Chart. UK Top 40. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2008. ციტირების თარიღი: 7 March 2008.
  4. Much Music Retro Video Spotlight. Much Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 April 2008. ციტირების თარიღი: 13 May 2008.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის UK's certification-database არ არის მითითებული ტექსტი; $2
  6. RIAA Certifications. RIAA. ციტირების თარიღი: 7 March 2008.
  7. A-Ha – Hunting high and low. NVPI A-ha. ციტირების თარიღი: 25 March 2011.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 UNSUPPORTED OR EMPTY REGION: გერმანია.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 ABPD Certifications for A-ha. ABPD. ციტირების თარიღი: 25 March 2011.
  10. Kampen mot A-ha-produsentene Norwegian. Puls. ციტირების თარიღი: 7 March 2008.
  11. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის US album-positions for A-ha არ არის მითითებული ტექსტი; $2
  12. Norwegian Album Chart. VG-lista. ციტირების თარიღი: 7 March 2008.
  13. 13.0 13.1 13.2 Swiss Certifications. Swiss Hitparade. ციტირების თარიღი: 7 March 2008.
  14. 14.0 14.1 14.2 A-ha biography. Pandora. ციტირების თარიღი: 13 May 2008.
  15. Scoundrel days. A-ha.com. ციტირების თარიღი: 2014-12-30.
  16. Certifications Albums Platine – année 2001 French. Disque en France. ციტირების თარიღი: 25 March 2011.
  17. A-Ha – Stay on these roads. NVPI A-ha. ციტირების თარიღი: 25 March 2011.
  18. Kiso Siefert Dropmann newspaper advertisement. Img269.imageshack.us. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
  19. Rocklist.net...Q magazine Recordings Of The Year. Rocklistmusic.co.uk. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
  20. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის A-ha to break up after 25 years არ არის მითითებული ტექსტი; $2
  21. interview on "A-ha live at valhall homecoming" DVD, 2001
  22. http://a-ha.com/news/articles/a-ha-concert-in-oslo-will-be-live-on-the-internet/ News item announcing the webcast.
  23. Admin. Sex, Sadomasochism and Rock'N'Roll. a-ha.com. ციტირების თარიღი: 18 April 2011.