0% found this document useful (0 votes)
12 views

Code Org

рпшн
Copyright
© © All Rights Reserved
Available Formats
Download as DOCX, PDF, TXT or read online on Scribd
0% found this document useful (0 votes)
12 views

Code Org

рпшн
Copyright
© © All Rights Reserved
Available Formats
Download as DOCX, PDF, TXT or read online on Scribd
You are on page 1/ 4

1 გაკვეთილი

მოგესალმები კოდის პირველ საათზე! დროა, გავუგოთ გემო


პროგრამირებას.

ჩვენ გამოვიყენებთ ბლოკლის - პროგრამირების ვიზუალურ


ენას, რომელშიც კოდის საწერად ბლოკები გამოიყენება.

ძირითადად, კოდს წერენ ხოლმე, მაგრამ ბლოკლი


ვიზუალური ენაა. ყოველი ბლოკი "ნამდვილი" კოდის ერთ ხაზს
შეესაბამება.

თქვენ ისწავლით კომპიუტერული მეცნიერების საწყისებს,


რომლებიც გამოიყენება ყველგან, დაწყებული აპლიკაციების
შექმნით, დამთავრებული მარსზე თვითმავალი აპარატის
მართვით.

პროგრამა არის ინსტრუქციების ერთობლიობა, რომელსაც


ემორჩილება თქვენი კომპიუტერი.
თქვენი პირველი პროგრამის მიზანია ლაბირინთის გავლით
მიაღწევინო გაბრაზებულ ჩიტს მწვანე გოჭამდე.

მარცხენა მხარესაა ლაბირინთი, რომელშიც გაეშვება


პროგრამა. ყოველი ამოცანის დავალება ლაბირინთის
ქვემოთაა მოცემული.

ინსტრუმენტების შუა პანელი შეიცავს ბრძანებებს გაბრაზებული


ჩიტის სამართავად. კოდის დასაწერად სწორედ ესენი უნდა
გამოიყენოთ.
მარჯვნივ განლაგებულია თქვენი სამუშაო ადგილი, სადაც
პროგრამის შესაქმნელად უნდა გადაიტანოთ ბლოკები
ინსტრუმენტების პანელიდან. ბლოკის წასაშლელად
გადაიტანეთ ის ნაგვის ყუთში.

ყოველი ბლოკი არის ერთი ბრძანება. თუ სამუშაო ადგილას


გადაიტანთ ბლოკს "მოძრაობა წინ" და დააჭერთ "კოდის
გაშვებას", ჩიტი ლაბირინთში ერთი ნაბიჯით გადაადგილდება.

ერთზე მეტი მოქმედების შესასრულებალად შეგიძლიათ


სამუშაო ადგილას ბევრი ბლოკი გადაიტანოთ და გადააბათ
ისინი ერთმანეთს. ჩიტი შეასრულებს ბრძანებებს ზემოდან
ქვემოთ თანმიმდევრობით.

თუ პროგრამა უკვე გაუშვით, მაგრამ გინდათ რომ შეასწოროთ


და თავიდან სცადოთ, დააჭირეთ ღილაკს "თავიდან".

დროა ადგილი მივუჩინოთ ამ გოჭებს!


2 გაკვეთილი

You might also like