შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

პუატიეს ბრძოლა
პუატიეს ბრძოლა

პუატიეს ბრძოლა, ტურის ბრძოლა — ბრძოლა ფრანკებსა და არაბებს შორის. გაიმართა 732 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ ტურთან ახლოს, ფრანკების იმპერიის და აკვიტანიის საზღვართან ახლოს.

ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ავსტრაზიის და ნეისტრიის მაიორდომი კარლოს მარტელი და ომაიანების სახალიფოს ალ-ანდალუზიის გენერალ-გუბერნატორი აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი.

ბრძოლა დამთავრდა ფრანკების გადამწყვეტი გამარჯვებით. აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი დაიღუპა ბრძოლის ველზე, ხოლო კარლოს მარტელის ძალაუფლება გავრცელდა უფრო სამხრეთით.

პუატიეს ბრძოლის შედეგად შეჩერდა არაბების დაპყრობები ევროპის მიმართულებით.

სიახლეები

ჰან კანი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


10 ოქტომბერი — ამ დღეს...

აუშვიცის სიკვდილის ბანაკი
აუშვიცის სიკვდილის ბანაკი
  • 680 : ქარბალის ბრძოლაშიიტ იმამ ჰუსეინ იბნ ალის, წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილს, თავი მოკვეთეს ხალიფა იაზიდ I-ის ბრძანებით. ამ დღეს შიიტები ააშურას აღნიშნავენ.
  • 732 : პუატიეს ბრძოლაკარლოს მარტელი მავრთა მრავალრიცხოვან არმიას ამარცხებს, რითაც ხელს უშლის მუსლიმთა დასავლეთ ევროპაში შეღწევას.
  • 1780 : ქარიშხალმა კარიბებზე 30 000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1868 : კუბამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1872 : საქართველოს რკინიგზაზე პირველი რეისი განხორციელდა თბილისი-ფოთის მიმართულებით.
  • 1944 : ჰოლოკოსტიაუშვიცის სიკვდილის ბანაკში 800 ბოშა ბავშვი დახოცეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი