შინაარსზე გადასვლა

კოტე მარჯანიშვილი

ვიკიციტატიდან
კოტე მარჯანიშვილი

კოტე მარჯანიშვილი (დ. 9 ივნისი, 1872, ყვარელი ― გ. 17 აპრილი, 1933 წლის 21 თებერვალი, თბილისი) — ქართველი რეჟისორი

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა.


  •  

თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ჭეშმარიტად ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არ მიღალატია და არც ვუღალატებ, ვიდრე სამარის კარამდე არ მიმიტანენ.


  •  

თეატრში უნდა გესმოდეს, კინოში უნდა ხედავდე, რეჟისორი, რომელიც თეატრში ვერ ისმენს — რეჟისორი არ არის. რეჟისორი, რომელიც კინოში ვერ ხედავს — კინორეჟისორი არ არის... ასე დამემართა მეც.


  •  

მონტაჟის დროს თქვენ ვალდებული ხართ მსახიობის თამაშში ნათელყოთ უმთავრესი, საყურადღებო, ყოველივე ეს შეიგრძნოთ, რომ სავსებით დაიცვათ საჭირო რიტმი და სცენის დინამიკური განვითარება.


  •  

ჩემში საბოლოოდ განმტკიცდა აზრი, რომ თუ თეატრისთვის საჭიროა მსახიობი და არა სცენისმოყვარე, მით უმეტეს, კინოსთვისაა საჭირო მსახიობი და მსახიობი.