ZeniMax Media
ტიპი | კერძო კომპანია |
---|---|
დარგი |
ინტერაქტირული გართობა ვიდეო თამაშები |
დაფუძნდა | მაისი, 1999 |
დამაარსებელი |
კრისტოფერ უივერი რობერტ ა. ოლტმენი |
სათავო ოფისი | როკვილი, მერილენდი, აშშ |
მმართველი |
ჯეიმზ ლ. ლედერი (აღმასრულებელი დირექტორი) |
პროდუქცია |
Doom Quake The Elder Scrolls Fallout Wolfenstein Rage Dishonored |
მფლობელი | Microsoft Gaming |
თანამშრომელი | 600[1] |
შვილობილ(ებ)ი |
Bethesda Softworks Bethesda Game Studios ZeniMax Online Studios id Software Arkane Studios MachineGames Bethesda Game Studios Austin |
საიტი | zenimax.com |
ZeniMax Media Inc — ამერიკული მედია კომპანია, რომელიც ქმნის და გამოსცემს თამაშებს მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით. მის საკუთრებაში შედის შემდეგი კომპანიები: id Software (Doom, Quake და Wolfenstein-ის შემქმნელი), Bethesda Game Studios (The Elder Scrolls, Fallout 3 და Fallout 4-ის შემქმნელი), Arkane Studios (Arx Fatalis, Dark Messiah of Might and Magic-სა და Dishonored-ის შემქმნელი), MachineGames (Wolfenstein: The New Order-სა და Wolfenstein: The Old Blood-ის შემქმნელი)[2] და ZeniMax Online Studios. ZeniMax Media Inc.-ის შტაბ-ბინა მდებარეობს როკვილში, მერილენდის შტატში, რომლის ოფისები განლაგებულია ჩრდ. ამერიკას, ევროპას, აზიასა და ავსტრალიაში.[3]
2007 წელს ZeniMax Media დაახლოებით 1.2 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.[4][5] 2021 წლის 9 მარტს Microsoft-მა ZeniMax Media 7.5 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.[6]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ZeniMax Media დაარსებული იქნა 1999 წლის მაისს, Bethesda Softworks-ის დამფუძნებლის კრისტოფერ უივერისა (ენგლ.: Christopher Weaver) და რობერტ ა. ოლტმენის ინგლ.Robert A. Altman) მიერ.[7] კრისტოფერმა ალტმანი დანიშნა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. თავდაპირველად, კრისტოფერი 1992-2002 წლებში მსახურობდა კომპანიის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე, თუმცა 2002 წლიდან შეეშვა კომპანიის საქმიანობას.
2004 წელს ZeniMax-მა Interplay Entertainment-სგან შეიძინა Fallout ფრენჩაიზის საავტორო უფლებები.[8]
2010 წლის 6 ოქტომბერს ZeniMax-მა მიიღო $150 მილიონი კერძო ინვესტიცია Providence Equity Partners-ისგან.[9] Providence-ის მიერ ადრეც იქნა დაფინანსებული ZeniMax $300 მილიონის რაოდენობით.[10] Providence Equity Partners ფლობს ZeniMax Media-ის 25 %-იან წილს.[11][12]
2007 წლის 1 აგვისტოს, ZeniMax-მა განაცხადა კომპანია ZeniMax Online Studios-ის შექმნის შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებდა მეტ ფირორი. 2012 წელს კომპანიამ გააკეთა ანონსი The Elder Scrolls Online-ის შექმნაზე, რომელიც გამოსული იქნა 2014 წლის 4 აპრილს.[13]
2007 წლის 30 ოქტომბერს ZeniMax-მა განაცხადა, რომ ევროსამაუწყებლო ჯგუფ ProSiebenSat.1 Media-სთან აძლიერებდა ურთიერთობას. დეკემბერში გაშვებული იქნა ვებ-საიტი SevenGames.com. ProSiebenSat.1 Media მუშაობს ZeniMax-თან ერთად ონლაინ თამაშების შემუშავებაზე. ProSiebenSat.1 Media ფლობს 9%-იან წილს SBS Broadcasting Group-ის ჩათვლით, რომელიც შეიძინა იმავე წელს.[14][15][16]
2009 წლის სექტემბერში ZeniMax-მა მოიპოვა უფლებები Prey-ის ფრენჩაიზზე.[17]
2009 წლის დეკემბერში კომპანიამ მოიპოვა უფლებები Rage-ზე, რომელიც უნდა გამოცემულიყო Electronic Arts-ის მიერ,[18] თუმცა გამოცემული იქნა ბეთესდას მიერ.
20011 წლის 3 მარტს ZeniMax-მა გამოაცხადა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ.[19][20]
2014 წელს ZeniMax-მა გაუგზავნა წერილი Facebook-სა და Oculus VR, სადაც ნათქვამი იყო, რომ პროექტ Oculus Rift-არის ZeniMax-ის ინტელექტუალური საკუთრება და სწორედ ZeniMax-მა შეიმუშავა Oculus-ისთვის სათანადო ტექნოლოგიები და ასევე დასძინა, რომ დაეხმარა პროდუქტი გამხდარიყო სიცოცხლისუნარიანი და მოთხოვნადი ბაზარზე.
2014 წლის 21 მაისს ZeniMax-მა შეიტანა სარჩელი სასამართლოში Oculus VR-ის წინააღმდეგ,[21][22] ხოლო 2014 წლის 25 ივნისს Oculus-მა საპასუხო სარჩელი შიტანა. იგი აცხადებდა, რომ ZeniMax იბრალდებდა პროდუქტის საკუთრების უფლებას და ასევე აცხადებდა, რომ Zenimax არანაირი წვლილი არ შეუტანია ოკულუსის განვითარებაში.
შვილობილი კომპანიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეველოპერი სტუდიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bethesda Softworks; დაარსდა 1986 წელს. შეისყიდა 1999 წელს.
- Bethesda Game Studios, დაარსდა 2002 წელს.
- Bethesda Game Studios Austin, დაარსდა 2012 წლის ოქტომბერს როგორც BattleCry Studios.[23] ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო 2018 წელს.[24]
- Bethesda Game Studios Dallas; დაარსდა 2007 წელს როგორც „Escalation Studios“. შეისყიდა 2017 წელს. ამჟამინდელი სახელი ეწოდა 2018 წელს.[25]
- Bethesda Game Studios Montreal; დაარსდა 2015 წელს.[26]
- Bethesda Game Studios, დაარსდა 2002 წელს.
- ZeniMax Online Studios, დაარსდა 2007 წელს.
- ZeniMax Online Studios Hungary; დაარსდა 2004 წელს როგორც „Nemesys Games“. შეისყიდა 2022 წელს.[27]
- id Software, შეძენილი იქნა 2009 წლის ივნისს.[28]
- id Software Frankfurt; დაარსდა 2015 წელს.
- Arkane Studios, შეძენილი იქნა 2010 წლის აგვისტოს.
- MachineGames, შეძენილი იქნა 2010 წლის ნოემბერს.[29]
დახურული კომპანიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alpha Dog Games (ჰალიფაქსი, ახალი შოტლანდია, კანადა); დაარსდა 2012 წელს. დაიხურა 2024 წელს.[30][31][32][33]
- e-Nexus Studios (ინტერნეტ გართობა)[34]
- Arkane Studios Austin (ოსტინი, ტეხასი, აშშ); შეისყიდა 2010 წელს. დაიხურა 2024 წელს.
- Mediatech West (ოლიმპია, ვაშინგტონი); დააარსა ბრენტ ერიკსონმა 1992 წელს როგორც „Flashpoint Productions“. 1995 წელს შეიძინა Bethesda Softworks-მა.[35] აგრეთვე მოიხსენიებდნენ როგორც Bethesda West.[36]
- XL Translab (კომპიუტერული გრაფიკა და მულტიმედიური პროდუქცია).[37]
- Vir2L Studios, შეძენილი 1999 წელს. უმოქმედოა 2010 წლიდან.
- Mud Duck Productions, დაფუძნებული 2002 წელს. უმოქმედოა 2007 წლიდან.
- Roundhouse Studios (მადისონი, უისკონსინი, აშშ); დაარსდა 2019 წელს. 2019 წელს ZeniMax Online Studios-ში გაერთიანდა.[27][33]
- Tango Gameworks (ტოკიო, იაპონია); შეისყიდა 2010 წლის ოქტომბერში. დაიხურა 2024 წელს.[38][33]
- ZeniMax Los Angeles, დაფუძნებული 1999 წელს. დაიხურა 2001 წელს ინვესტორების არარსებობის გამო.[39]
- Visionary Design Technologies[40][41]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Providence Equity Partners executive says video-game industry is 'challenging'. Techzone360.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-23. ციტირების თარიღი: 2012-10-18.
- ↑ Buyout brings birth of ZeniMax Sweden – report | Game Development | News by Develop. Develop-online.net (5 ნოემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
- ↑ ZeniMax Media Company Profile. Zenimax.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
- ↑ RR Donnelley Private Equity. Docstoc.com. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
- ↑ ProSiebenSat.1 hold talks with US game producer ZeniMax. Telecompaper (2 ნოემბერი, 2007). ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
- ↑ Warren, Tom. (March 9, 2021) Microsoft completes Bethesda acquisition, promises some Xbox and PC exclusives. ციტირების თარიღი: October 14, 2023
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ Facing Fallout - Edge Magazine. Next-gen.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-20. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
- ↑ ZeniMax Online Studios. Zenimax.com (6 ოქტომბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
- ↑ ZeniMax Online Studios. Zenimax.com (October 25, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2011. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
- ↑ ZeniMax Media Buys DOOM Maker | peHUBpeHUB. Pehub.com (25 ივნისი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
- ↑ Providence Backs ZeniMax Media | peHUBpeHUB. Pehub.com (26 ოქტომბერი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
- ↑ ZeniMax Media Inc. Zenimax.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
- ↑ Meza, Ed. (30 ოქტომბერი, 2007) ProSieben tightens hold on ZeniMax. Variety. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
- ↑ Global Finance and the Development of Regional Clusters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-01. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ ProSiebenSat.1 Group strengthened Games activities / involvement in US game producer ZeniMax[მკვდარი ბმული]
- ↑ Bailey, Kat. (September 8, 2009) ZeniMax Media Acquires Rights To 'Prey'. 1UP.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2012. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2010.
- ↑ Purchese, Robert. (15 დეკემბერი, 2009) Bethesda takes Rage from EA. Eurogamer. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2010.
- ↑ ZeniMax Media announces partnership with USC School of Cinematic Arts. zenimax.com (3 მარტი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2014.
- ↑ Bethesda developers to lecture at USC | Bethesda Blog. Bethblog.com (3 მარტი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-29. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
- ↑ Oculus and Facebook face legal challenge from John Carmack's former employer. The Verge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2014.
- ↑ One document could decide whether Oculus owes ZeniMax millions. The Verge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2014.
- ↑ Welcome to Battlecry Studios! | Bethesda Blog. Bethblog.com (3 ოქტომბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
- ↑ Grandstaff, Matt. (October 3, 2012) Welcome to Battlecry Studios! | Bethesda Blog. Bethblog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 20, 2012. ციტირების თარიღი: October 18, 2012.
- ↑ Escalation Studios Is Now Bethesda Game Studios Dallas (August 10, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 10, 2018. ციტირების თარიღი: August 10, 2018
- ↑ Bethesda Game Studios Opens Montreal Office. ZeniMax.com (December 9, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2016. ციტირების თარიღი: July 20, 2016
- ↑ 27.0 27.1 Bethesda Quietly Acquired Nemesys Games Last Year, Now ZeniMax Online Studios Hungary. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 22, 2023. ციტირების თარიღი: April 19, 2023.
- ↑ Remo, Chris. (June 24, 2009) Bethesda Parent ZeniMax Acquires id Software. Gamasutra. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 9, 2012. ციტირების თარიღი: June 24, 2009
- ↑ Gilbert, Ben. (5 ნოემბერი, 2010) Machinegames purchased by ZeniMax Media, becomes ZeniMax Sweden. Joystiq. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2010.
- ↑ McAloon, Alissa. (October 24, 2019) Bethesda looks to bolster its mobile game offerings with Alpha Dog Games acquisition. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 31, 2019. ციტირების თარიღი: October 31, 2019.
- ↑ Sinclair, Brendan. (October 24, 2019) Bethesda acquires Alpha Dog. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 28, 2019. ციტირების თარიღი: October 28, 2019.
- ↑ Prey developer Human Head shuts down, is acquired by Bethesda (November 11, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2019.
- ↑ 33.0 33.1 33.2 Yin-Poole, Wesley. (2024-05-07) Microsoft Closes Redfall Developer Arkane Austin, Hi-Fi Rush Developer Tango Gameworks, and More in Devastating Cuts at Bethesda en. ციტირების თარიღი: 2024-05-07.
- ↑ SBS Broadcasting SA Announces Major European Internet Initiatives; SBS Invests in Bidlet and Partners with Sweden's Largest Auction Site. - Free Online Library. Thefreelibrary.com (17 ნოემბერი, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-14. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2013.
- ↑ McNamara, Marie. (September 7, 1998) Managing to be creative in the business of fun. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 8, 2019. ციტირების თარიღი: June 28, 2020.
- ↑ PAX Aus – Pete Hines Storytime Keynote. Bethesda Softworks. November 24, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან June 3, 2020-ში. https://web.archive.org/web/20200603164935/https://www.youtube.com/watch?v=MCYICHizwao. წაკითხვის თარიღი: June 28, 2020.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-12. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ Grandstaff, Matt. (October 28, 2010) Tango Gameworks, led by Resident Evil creator Shinji Mikami, joins ZeniMax | Bethesda Blog. Bethblog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 28, 2015. ციტირების თარიღი: October 18, 2012.
- ↑ http://www.linkedin.com/profile/view?id=55852656&authType=name&authToken=IteG&trk=prof-sb-browse_map-name
- ↑ Reportage sv (1990). ციტირების თარიღი: November 15, 2022.
- ↑ Det Er Ganske Vist da (1989). ციტირების თარიღი: November 15, 2022.
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - თებერვალი 2023
- მერილენდში დაფუძნებული კომპანიები
- როკვილში (მერილენდი) დაფუძნებული კომპანიები
- 1999 წელს დაარსებული კომპანიები
- მერილენდში დაფუძნებული კერძო კომპანიები
- Providence Equity Partners-ის კომპანიები
- ვიდეო თამაშების კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში
- ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანიები
- ვიდეო თამაშების გამომცემელი კომპანიები
- ZeniMax Media