შინაარსზე გადასვლა

Viva la Vida

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Viva la Vida“
სინგლიColdplay
ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends
გამოსვლის თარიღი 25 მაისი 2008
ჩაიწერა 2007 — 2008
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:01 (ალბომის ვერსია)
3:45 (სინგლის ვერსია)
4:04 (მეორე ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
Capitol
პროდიუსერი Coldplay
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„Violet Hill“
(2008)
Viva la Vida
(2008)
„Lovers in Japan“
(2008)

Viva la Vida (ესპ. გაუმარჯოს სიცოცხლეს) — ინგლისური ალტერნატიული ჯგუფის Coldplay მეორე სინგლი ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends. ის გამოშვებული იქნა 2008 წლის 7 მაისს iTunes-ის მეშვეობით, როგორც ალბომის პრომო სინგლი.

მუსიკალური ვიდეოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია ჰაიპ უილიამსი. ვიდეო გამოჩნდა 1 აგვისტოს, ჯგუფის ოფიციალურ საიტზე. მასში ჯგუფის წევრები წარმოდგენილები არიან სხვადასხვა ფერებში, ალბომის Viva la Vida or Death and All His Friends გარეკანის ფონზე.

სიმღერის მეორე ვიდეოს რეჟისორია ანტონ კორბეინი. ეს ვიდეო გადაღებულია ნიდერლანდებში და გამოვიდა იგივე პერიოდში, რაც პირველი. იგი, თავის მხრივ, არის კორბეინის მიერ ჯგუფ Depeche Mode-ისთვის გადაღებული ვიდეოს "Enjoy the Silence" პაროდია. ამ ვერსიაში კრისი, ისევე როგორც დეივ გეენი, ჩაცმულია როგორც მეფე და მოგზაურობს სხვადასხვა ადგილას.

ციფრული ჩამოტვირთვა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Viva la Vida“ (ახალი შემოკლებული ვერსია)4:04
CD
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Viva la Vida“4:01
2.„Death Will Never Conquer“1:18
პრომო CD
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Viva la Vida“ (რადიოს ვერსია)3:45
2.„Viva La Vida“ (ალბომის ვერსია)4:01

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]