Vauxhall
ტიპი | შ.პ.ს |
---|---|
დარგი | საავტომობილო ინდუსტრია |
დაფუძნდა |
1897 წელს Vauxhall Iron Works Company Limited-ი სახელწოდებით[1] 1907 წლიდან გაერთიანდა Vauxhall Motors Limited-ში[2] |
დამაარსებელი | ალექსანდრ უილსონი |
სათავო ოფისი | დიდი ბრიტანეთი ლუტონი |
მმართველი |
დანკან ოლდრიდი (თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი) |
პროდუქცია | ავტომობილები |
შემოსავალი | £3,785 მილიონი (2004)[3] |
მთლიანი შემოსავალი | £131 მილიონი (2004)[3] |
სუფთა მოგება | £-176 მილიონი (2004)[3] |
მფლობელი | Groupe PSA |
თანამშრომელი | 4,029 (2011) |
საიტი | www.vauxhall.co.uk |
Vauxhall Motors (IPA: [ˈvɒksɔːl], ვოქსჰოლ) — Groupe PSA-ის შვილობილი საავტომობილო ფირმა გაერთიანებულ სამეფოში.
დასახელების წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფირმის დასახელება უკავშირდება მდინარე ტემზას სანაპიროს რაიონის სახელწოდებიდან, სადაც ნორმანმა ვაჭარმა ფულკ ლე ბრანტმა, XIII საუკუნის დასაწყისში სახლი შეიძინა. თავდაპირველად ამ ადგილს სწორედ „ფულკის სახლი” (Fulk’s Hall) ეწოდა, მცირე ხნის შემდეგ კი — ვოკსჰოლი.
კომპანიის დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1857 წელს ამ რაიონში ალექსანდრ უილსონმა ორთქლის ძრავებისა და ბუქსირების საწარმოო დააარსა. კომპანიის ემბლემად გრიფონი და ლე ბრანტის გერბი იქნა არჩეული. გრიფონი, Vauxhall-ის სიმბოლო — არსება არწივის თავითა და ფრთებით და ლომის ტორსით, მითური მხეცი, ნიშნავდა ძალასა და სიფხიზლეს. 46 წლის შემდეგ, 1903 წელს კომპანიას „ვოკსჰოლ აირონ უორკზ კომპანი” („Vauxhall Iron Works Company”), გამოუშვა თავის პირველი ავტომობილი. ორი წლის შემდეგ ფირმა ლუტონში გადავიდა.
კომპანია დღეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის შუა წელში Vauxhall თავისი საქმიანობა გერმანულ საავტომობილო ფირმა — Opel-ს დაუკავშირა. დღეს, ავტომობილთა უმრავლესობა, რომელსაც უშვებს კონცერნი „Opel AG” და იყიდება დიდ ბრიტანეთში, ატარებს Vauxhall-ის სახელს. ასევე ამ მარკით იყიდება ავსტრალუ=იურის ფირმა Holden-ის (Commodore и Ute) ავტომობილები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Vauxhall Motors. Vauxhall Civic Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 7 July 2012.
- ↑ Vauxhall. Grace's Guide to British Industrial Heritage. ციტირების თარიღი: 7 July 2012.
- ↑ 3.0 3.1 3.2 „Vauxhall Motors Limited“. ICC Financial Analysis Reports. ICC Information Group. 11 September 2006.