შინაარსზე გადასვლა

Total War: Warhammer II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Total War: Warhammer II
დეველოპერ(ებ)ი Creative Assembly
გამომცემელი Sega
სერია „Total War“
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
  • Windows
    • მსოფლიო 28 სექტემბერი, 2017
ჟანრ(ებ)ი რეალური დროის ტაქტიკა, რიგითობაზე დამყარებული სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი იენ როქსბურგი
ვერსია 1.12.0
საიტი ოფიციალური საიტი

Total War: Warhammer II (ქართ. ტოტალური ომი: საომარი ურო II) — „Total War“-ის სერიის რიგით მეთერთმეტე სტრატეგიული თამაში და რიგით მეორე დაგეგმილი Warhammer-ის ტრილოგიაში. მოქმედება მიმდინარეობს Games Workshop-ის კუთვნილი ფენტეზი „Warhammer Fantasy Battles“-ის სამყაროში. შექმნილია Creative Assembly-ს და გამოქვეყნებულია Sega-ის მიერ 2017 წელს.

პირველ თამაშთან შედარებით ძირითადი განსხვავებები არის თითოეული ფრაქციის უნიკალური თვისებების რაოდენობის ზრდაში და კოლონიზაციის მექანიკის უმნიშვნელო ცვლილებაში. ასევე, წინამორბედისგან განსხვავებით, ყოველი ახალი ლეგენდარული ლორდი წარმოადგენს თავის საკუთარ ფრაქციას (მაგალითად, თუ ადამიანთა იმპერიაზე თამაშისას დანარჩენი ლეგენდარული ლორდები სათადარიგოები ხდებოდნენ, უზენაეს ელფებზე თამაშისას ყოველი ლეგენდარული ლორდი საკუთარ ფრაქციას მეთაურობს) ყოველ ახალ ფრაქციას სტრატეგიულ რუკაზე გაუჩნდა უნიკალური დამახასიათებელი რესურსი და ოთხი რიტუალი. იმავდროულად გაქრა შეზღუდვა დასახლებების დაკავებაზე ფრაქციების მიხედვით — ყველა ფრაქციას (ურდოს მექანიკის მქონეს გარდა) შეუძლია ნებისმიერი დასახლების დაკავება, მაგრამ მათთან დაკავშირებული მახასიათებლები (გადასახადი, წესრიგი, მოსახლეობის ზრდა, მშენებლობის ფასი და ხანგრძლივობა) იცვლება ჰავის მიხედვით. ყოველი ფრაქციისთვის დამახასიათებელია შესაფერისი, შეუფერებელი და აუტანელი ჰავა. რუკაზე არსებობს ჰავის შემდეგი ტიპები: ზომიერი, კუნძული, სავანა, მთები, უდაბნო, ჯუნგლები, ყინულოვანი მიწები, უნაყოფო მიწები, ქაოსის ნაოხარი მიწები და ჯადოსნური ტყე.

შესამჩნევად გაიზარდა მაგიის მნიშვნელობა და ძალა ყოველი მხარისთვის. ჯადოქრები მეორე თამაშში ბევრად ძლიერები და მნიშვნელოვნები არიან პირველთან შედარებით. ასევე დაემატა სიბილწის მესამე სახე — სკავენური, — რომელიც იმავდროულად ვნებს სკავენთა ქალაქებში დამყარებულ წესრიგს.

რუკა მოიცავს დიადი ოკეანის მიმდებარე კონტინენტებს — ულთუანს, სამხრეთმიწეთს, ნაგაროთს და ლასტრიას (ადგილობრივი ატლანტის ოკეანე, მითური ატლანტიდა, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა, შესაბამისად)

თამაშში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი კამპანია: სიუჟეტური „გრიგალის გული“ და, დისკზე პირველი თამაშის არსებობის შემთხვევაში, „მოკვდავთა იმპერიები“ გაერთიანებულ რუკაზე, სადაც ერთდროულად ხელმისაწვდომია პირველი და მეორე თამაშების ფრაქციები.

პირველი თამაშისგან განსხვავებით, სადაც სტრატეგიულ რუკაზე კამპანიის ძირითადი არსი იყო უბრალო მსოფლიო დომინირების მოპოვება, მეორეში სტრატეგიულ რუკაზე ვითარდება სიუჟეტური კამპანია „გრიგალის გული“. სიუჟეტის მიხედვით, ცაში კვლავ გამოჩნდა ორკუდიანი კომეტა — დიადი მოვლენების მაუწყებელი. მაგრამ, ამჯერად კომეტის გამოჩენამ დაასუსტა ულთუანის დიადი გრიგალი — ჯადოსნური მორევი, რომელიც შთანთქავს პოლუსებიდან მომავალი ჯადოსნური ქარების ნაკადებს და არ აძლევს ქაოსის დემონებს მოკვდავთა სამყაროში განსხეულების საშუალებას. ეს მოვლენა იწყებს ოთხმხრივ „შეიარაღების რბოლას“ უზენაეს ელფებს, კაცხვლიკებს, ბნელ ელფებსა და სკავენებს შორის.

იმავდროულად, კომეტის გამოჩენას და გრიგალის დასუსტებას დიადი ოკეანის სხვა რეგიონებშიც მოჰყვა საკუთარი შედეგები. სამხრეთმიწეთში, ძველი ნეჰეკჰარის უდაბნოში, კომეტის გამოჩენამ გააღვიძა ნაგაშის შავი პირამიდა, რითაც მიიქცია სამარხთა მეფეების ყურადღება: საძულველი მთავარნეკრომანტის საიდუმლო ცოდნის დაუფლებას ყოველი ნატრობს, ერთის გარდა — არხან შავბნელის მიზანი თავად ნაგაშის იმქვეყნიდან დაბრუნებაა. ისინი ცდილობენ ნაგაშის დაკარგული წიგნების პოვნას, რომ გახსნან შავი პირამიდა და დაეპატრონონ მის საიდუმლოებებს. ასევე, გრიგალის სიმტკიცის დარღვევამ გააღვიძა დიადი ოკეანის სიღრმეში მობინადრე ამანარი — ულთუანის დამცველი უზარმაზარი ზღვის გველეშაპი, რომელიც მეკობრეთა მოქიშპე ძლევამოსილი კავშირების სანუკვარი სამიზნე გახდა მსოფლიო ოკეანეებზე მბრძანებლობის მოსაპოვებლად.

კამპანიის დასასრული დამოკიდებულია გამარჯვებული ფრაქციის სახეზე:

  • უზენაესი ელფები: გრიგალი მშვიდდება და აღიდგენს წინანდელ ძალას;
  • ხვლიკხალხი: გრიგალი მშვიდდება და ძლიერდება აღდგენილი გეომანტური ქსელის ენერგიით. ამიერიდან მისი მცველები ცივსისხლიანები არიან, იწყება უძველესთა დიადი გეგმის აღსრულების შემდეგი ეტაპი — მსოფლიოს განწმენდა;
  • ბნელი ელფები: მალეკითი შედის გრიგალში და შთანთქავს მაგიური ქარების ენერგიებს. იგი ღმერთებივით ძლევამოსილი ხდება;
  • სკავენები: სკავენთა შემზარავი ღმერთი, დიადი რქოსანი ვირთხა, გრიგალიდან გამოდის მოკვდავთა სამყაროში. მავნებელთა ურიცხვი არმიები მსოფლიოს დაპყრობას იწყებს.

სამარხთა მეფეებს, ვამპირ მეკობრეებს, მარშალმონადირის ექსპედიციას, მწვანეკანიანებს და ზემოთხსენებული ოთხი ზეფრაქციიდან რამდენიმე ფრაქციას დიადი გრიგალის ბედი არ ანაღვლებთ, ამიტომაც მათი კამპანიების მიზნები და დასასრული სხვანაირია:

  • არხან შავი: არხანის არმია უკუაქცევს ნეჰეკჰარის ხელმწიფეთა ლაშქრებს და იპყრობს ნაგაშის შავ პირამიდას. დიადი ნეკრომანტის დაბრუნება უკვე დროის საკითხია;
  • ნებისმიერი სხვა სამარხის მეფე: სეთრას, ქალიდას და ხატეფის გაერთიანებული ძალები ანადგურებენ მეფე-ლიჩის არმიას, ნაგაშის შავი პირამიდა და მისი საიდუმლოები სამარხთ ხელმწიფეებს ეკუთვნის.
  • ვამპირი მეკობრეები: ამანარი მოკლული და გაცოცხლებულია, მისი დამმორჩილებელი მეკობრეთა ფრაქცია უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს ოკეანეების უპირობო მბრძანებლად.
  • ნაკაი მოხეტიალე: ადამიანთა იმპერიის ექსპედიცია ლასტრიაში სრულად განადგურებული და უკუქცეულია, ჯუნგლების კონტინენტი უპირობოდ ეკუთვნის ხვლიკხალხს.
  • მარკუს ვულფჰარტი: ადამიანთა იმპერიის ექსპედიცია წარმატებით დასრულდა, კოლონიები დაცულია, ხოლო ხვლიკთა არმია განადგურდა იცასთან. ლასტრიის სიმდიდრეები იმპერიის ხელშია.
  • მალუს ბნელმახვილი: მალუსმა შეასრულა მალეკითის დავალება და სანაცვლოდ ღებულობს ჯადოსნური ელექსირის რეცეპტს, რომლის წყალობითაც იმორჩილებს თავის სხეულში ჩასახლებულ ც'არკანს.
  • სიკვდილოსტატი სნიკჩი: სნიკჩი ანადგურებს მალუსის ექსპედიციას და კლავს ჰაგ გრეფის ტირანს, მაგრამ თავად ხდება შეპყრობილი ც'არკანით, როგორც ღამისბატონი სნიკი, ეშინის მბრძანებელი, თავიდანვე გეგმავდა.
  • ელთარიონ პირქუში: ელთარიონი წარმატებით იცავს ტორ ივრესს გრომის მეორე შემოსევისგან და საბოლოოდ ანადგურებს გობლინთა ხელმწიფის საფრთხეს. მაგრამ ულთუანს სხვა მტრებიც ჰყავს და მისი გუშაგობა დაუსრულებელია.
  • გრომ ფაშვი: გრომი საბოლოოდ ანადგურებს ტორ ივრესს და შურს იძიებს წარსული დამარცხებისთვის. მას წინ მრავალი ლაშქრობა ელის, მაგრამ ახლა ნადიმის დროა.
  • ბინდის დები: არიელი წარმატებით ხურავს ქაოსის სამყაროში მიმავალ პორტალს და ართმევს დემონებს მსოფლიოში შეჭრის მორიგ საშუალებას, ხოლო ნაგარონდის განწმენდილ ტყეს მსოფლიოს ფესვებით ათელ ლორენს უკავშირებს და მისი ნაწილად აქცევს.
  • თროტ უწმინდური: ტყის ელფთა ღვთაება-დედოფლისგან თროტი ამზადებს ნაყენს და საბოლოოდ იოკებს საზარელ შიმშილს, რომელიც მას ცხოვრების განმავლობაში აწვალებდა. რა უბედურება დაემარტება მსოფლიოს არიელის სიკვდილით, თროტს არ ანაღვლებს ― მისი გონება კვლავ კოშმარული ექსპერიმენტებისკენაა მიმართული.
  • ტაუროქსი: ტაუროქსი აღასრულებს ქაოსის რიტუალს წყვდიადის გულთან და ამხობს მსოფლიოს ჟლეტის ხანაში.
  • ოშიოტლი: ტაუროქსის არმია განადგურებულია, თავად თითბრის ხარი მოკლულია, ხოლო წყვდიადის გული ― დამსხვრეული. მაგრამ ოშიოტლის მოვალეობას დასასრული არ უჩანს ― იგი ახალ საფრთხეს გრძნობს.

კამპანიაში თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ რვა ფრაქცია, ორ-ორი შემდეგი სახისა: უზენაესი ელფები (ასურები), ბნელი ელფები (დრუქიები), კაცხვლიკები და სკავენები. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა DLC-ის გამოშვებასთან ერთად, მათი რაოდენობა გაიზარდა.

უფასო დამატებები
დასახელება თარიღი აღწერა
Mortal Empires (მოკვდავთა იმპერიები) 26 ოქტომბერი, 2017 პირველი და მეორე თამაშის მფლობელებს შეუძლიათ ითამაშონ გაერთიანებულ რუკაზე ორივეში არსებული ფრაქციებით.
Tretch Craventail (ტრეჩ ლაჩარკუდი) 24 იანვარი, 2018 სკავენთა ლეგენდარული ლორდი, ტრეჩ ლაჩარკუდი, და მისი კუთვნილი ფრაქცია, ხახის კლანი.
Steps of Isha (იშას საფეხურები) 14 თებერვალი, 2018 ელფური თემატიკის ოთხი ახალი რუკა ერთ- და მრავალმოთამაშიანი რეჟიმებისთვის.
Alith Anar (ალით ანარი) 31 მაისი, 2018 უზენაეს ელფთა ლეგენდარული ლორდი, ალით ანარი, და მისი კუთვნილი ფრაქცია, ნაგარითი.
Lokhir Fellheart (ლოკირ ფელჰარტი) 8 ნოემბერი, 2018 ბნელ ელფთა ლეგენდარული ლორდი, ლოკირ ფელჰარტი, და მისი კუთვნილი ფრაქცია, კურთხეული შიში.
Tiktaq'to (ტიკტაქ'ტო) 17 აპრილი, 2019 ხვლიკხალხთა ლეგენდარული ლორდი, ტიკტაქ'ტო, და მისი კუთვნილი ფრაქცია, ტლაქვა.
Gor-Rok (გორ-როკი) 11 სექტემბერი, 2019 ხვლიკხალხთა ლეგენდარული ლორდი, გორ-როკი, და მისი კუთვნილი ფრაქცია, იცა.
Repanse de Lyonesse (რეპანს დე ლიონესი) 12 დეკემბერი, 2019 ბრეტონიის ლეგენდარული ლორდი, რეპანს დე ლიონესი, და მისი კუთვნილი ფრაქცია, ლიონესის რაინდები.
Imrik (იმრიკი) 21 მაისი, 2020 უზენაეს ელფთა ლეგენდარული ლორდი, მთავარი იმრიკი, და მისი კუთვნილი ფრაქცია, კალედორის რაინდები.
Skaven Chieftain (სკავენთა ბელადი) 3 დეკემბერი, 2020 ახალი გმირი სკავენთა ფრაქციებისთვის.
Thorek Ironbrow (თორეკ რკინისწარბა) 14 ივლისი, 2021 ჯუჯების ლეგენდარული ლორდი, თორეკ რკინისწარბა, და მისი კუთვნილი ფრაქცია, რკინისწარბას ექსპედიცია.
Total War Access-ის დამატებები
დასახელება თარიღი აღწერა
Catchweb Spidershrine 21 მაისი, 2020 ობობა-არაქნაროკი გობლინთა დიდი შამანისთვის.
Glade Captain 3 დეკემბერი, 2020 ახალი გმირი ტყის ელფთა ფრაქციებისთვის.
Rakarth 18 მარტი, 2021 ბნელ ელფთა ლეგენდარული ლორდი, რაკართი, და მისი კუთვნილი ფრაქცია, ათასი ხახა.
Great Bray Shaman 14 ივლისი, 2021 ახალი ლორდი ნადირხალხთა ფრაქციებისთვის.
Ogre Mercs 14 ივლისი, 2021 თამაშში დამატებულია ოგრების მეომრების დაქირავების მექანიკა.
ფასიანი დამატებები
დასახელება თარიღი აღწერა
Blood for the Blood God II (სისხლი სისხლის ღმერთს II) 26 ოქტომბერი, 2017 კოსმეტიკური დამატება, შეიცავს სისხლიან ეფექტებს. უფასოდ ხელმისაწვდომია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც ანალოგიური დამატება შეიძინეს პირველი თამაშისთვის.
Rise of the Tomb Kings (სამარხთა ხელმწიფეთა აღზევება) 23 იანვარი, 2018 სამარხთა ხელმწიფეთა ოთხი ფრაქცია საკუთარი ლეგენდარული ლორდებით და სიუჟეტით „გრიგალის გულის“ რუკაზე: ხემრი (სეთრა დაუღუპავი), ლიბარასის სამეფო კარი (ქალიდა), ნეჰეკის განდევნილები (ხატეფი) და ნაგაშის მიმდევრები (არხან შავი).
The Queen and the Crone (დედოფალი და დედაბერი) 31 მაისი, 2018 უზენაეს ელფთა ლეგენდარული ლორდი, ალარიელ მნათობი (მეთაურობს აველორნს), და ბნელ ელფთა ლეგენდარული ლორდი, ჰელებრონი (მეთაურობს ჰარ განეთს). ასევე განახლდა ორივე ზეფრაქციის საბრძოლო ერთეულთა სია და გეიმპლეური მექანიკა.
Curse of the Vampire Coast (ვამპირთა სანაპიროს წყევლა) 8 ნოემბერი, 2018 ვამპირთა სანაპიროს ოთხი ფრაქცია საკუთარი ლეგენდარული ლორდებით და სიუჟეტით „გრიგალის გულის“ რუკაზე: ვამპირთა სანაპირო (ლუთორ ჰარკონი), შემზარავი ფლოტი (ნოქტილუსი), სარტოზის მეკობრეები (არანესა ღვარძლიანი) და დამხრჩვალნი (ცილოსტრა ავფარფლი).
The Prophet and the Warlock (წინასწარმეტყველი და გრძნეული) 17 აპრილი 2019 ხვლიკხალხთა ლეგენდარული ლორდი, ტეჰენჰაუინი (მეთაურობს სოტეკის მიმდევრებს), და სკავენთა ლეგენდარული ლორდი იკიტ კლანჭა (მეთაურობს კლან სკრაირს). ასევე განახლდა ორივე ზეფრაქციის საბრძოლო ერთეულთა სია და გეიმპლეური მექანიკა.
The Hunter and The Beast (მონადირე და ნადირი) 11 სექტემბერი, 2019 იმპერიის ლეგენდარული ლორდი, მარკუს ვულფჰარტი (მეთაურობს მარშალმონადირის ექსპედიციას), და ხვლიკხალხთა ლეგენდარული ლორდი, ნაკაი მოხეტიალე (მეთაურობს ჯუნგლების სულს). ასევე განახლდა ორივე ზეფრაქციის საბრძოლო ერთეულთა სია და გეიმპლეური მექანიკა.
The Shadow and the Blade (ჩრდილი და მახვილი) 12 დეკემბერი, 2019 ბნელ ელფთა ლეგენდარული ლორდი, მალუს ბნელმახვილი (მეთაურობს ჰაგ გრეფს), და სკავენთა ლეგენდარული ლორდი, სნიკჩი (მეთაურობს კლან ეშინს). ასევე განახლდა ორივე ზეფრაქციის საბრძოლო ერთეულთა სია და გეიმპლეური მექანიკა.
The Warden and the Paunch (გუშაგი და ფაშვი) 21 მაისი, 2020 უზენაეს ელფთა ლეგენდარული ლორდი, ელთარიონ პირქუში (მეთაურობს ივრესს), და მწვანეკანიანთა ლეგენდარული ლორდი, გრომ ფაშვი (მეთაურობს გატეხილი ნაჯახის ტომს). ასევე განახლდა ორივე ზეფრაქციის საბრძოლო ერთეულთა სია და გეიმპლეური მექანიკა.
The Twisted and the Twilight (დამახინჯებული და ბინდი) 3 დეკემბერი, 2020 ტყის ელფთა ლეგენდარულ ლორდთა დუეტი, ნაესტრა და არაჰანი (მეთაურობენ არიელის მაცნეებს), და სკავენთა ლეგენდარული ლორდი, თროტ უწმინდური (მეთაურობს მძერწავთა კლანს). ასევე განახლდა ტყის ელფთა საბრძოლო ერთეულთა სია და გეიმპლეური მექანიკები. პირველი თამაშის დამატება Realm of the Wood Elves-ის მფლობელები უფასოდ მიიღებენ ტყის ელფთა კიდევ ერთ ლეგენდარულ ლორდს, დრიქას (მეთაურობს გლოვის კორომს).
The Silence and the Fury (დუმილი და რისხვა) 14 ივლისი, 2021 ნადირხალხთა ლეგენდარული ლორდი, ტაუროქსი თითბრის ხარი (მეთაურობს რქამხოცველის ტომს), და ხვლიკხალხთა ლეგენდარული ლორდი, ოშიოტლი (მეთაურობს პაჰუაშის აჩრდილებს). ასევე განახლდა ნადირხალხთა საბრძოლო ერთეულთა სია და გეიმპლეური მექანიკები.

კრიტიკოსების შეფასება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings 87.02%[1]
Metacritic 87%[2]
ქულები
წყარო რეიტინგი
GameSpot 9/10[3]
IGN 9.1/10[4]
PC Gamer (US) 92/100[5]

საერთო განხილვეების საიტებზე GameRankings და Metacritic თამაშის რეიტინგი შეადგენს 87,02 % (24 მიმოხილვაზე დაყრდნობით) და 86/100 (56 მიმოხილვაზე დაყრდნობით).

„Eurogamer“-მა თამაშს თავის სიაში „2017 წლის 50 საუკეთესო თამაში“ მეათე ადგილი მიუჩინა.[6] ჟურნალ „PC Gamer“-ის მიერ დასახელდა „წლის საუკეთესო სტრატეგიად“[7] და მიიღო „წლის თამაშის ნომინაცია“.[8] ასევე მიიღო „საუკეთესო PC თამაშისა“ და „საუკეთესო სტრატეგიის ნომინაცია“ საიტ IGN-ისგან.[9][10]

წელი ჯილდო კატეგორია შედეგი სქოლიო
2017 Game Critics Awards საუკეთესო PC თამაში ნომინირებული [11]
საუკეთესო სტრატეგია ნომინირებული
Gamescom 2017 Best Booth Award ნომინირებული [12]
საუკეთესო PC თამაში ნომინირებული
საუკეთესო სტრატეგია ნომინირებული
Golden Joystick Awards წლის სტუდია (Creative Assembly) ნომინირებული [13]
წლის PC თამაში ნომინირებული
Hollywood Music in Media Awards ორიგინალური მუსიკ - ვიდეო თამაში ნომინირებული [14]
The Game Awards 2017 საუკეთესო სტრატეგია ნომინირებული [15]
2018 D.I.C.E. Awards წლის სტრატეგია/სიმულატორი ნომინირებული [16]
National Academy of Video Game Trade Reviewers თამაში, სტრატეგია ნომინირებული [17][18]
ბრიტანული აკადემიის თამაშების 14-ე დაჯილდოება ბრიტანული თამაში მოსალოდნელია [19]
  1. Total War: WARHAMMER II for PC. CBS Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-11. ციტირების თარიღი: 2017-11-01.
  2. Metacritic Staff. (17 თბერვალი, 2018) Total War: Warhammer II. Metacritic. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
  3. Gamespot staff. (17 თებერვალი, 2018) Total War: Warhammer II. Gamespot. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
  4. TJ Hafer. (25 სექტემბერი, 2017) Total War: Warhammer 2 Review. IGN. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
  5. Jody Macgregor. (25 სექტემბერი, 2017) Total War: Warhammer 2 Review. PC Gamer US. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
  6. Eurogamer staff. (30 დეკემბერი, 2017) Eurogamer's Top 50 Games of 2017: 10-1. Eurogamer. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2017.
  7. PC Gamer staff. (16 დეკემბერი, 2017) Best Strategy Game 2017: Total War: Warhammer 2. PC Gamer. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი, 2017.
  8. PC Gamer staff. (8 დეკემბერი, 2017) Games of the Year 2017: The nominees. PC Gamer. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი, 2017.
  9. Best of 2017 Awards: Best PC Game. IGN (20 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2018.
  10. Best of 2017 Awards: Best Strategy Game. IGN (20 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2018.
  11. Game Critics Awards: Best of E3 2017 (2017 Nominees). Game Critics Awards. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2018.
  12. Khan, Zubi. (21 August 2017) Gamescom 2017 Award Nominees. CGM. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2018.
  13. Gaito, Eri. (13 ნოემბერი, 2017) Golden Joystick Awards 2017 Nominees. Best In Slot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-10. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2018.
  14. Hollywood Music in Media Awards: Full Winners List. The Hollywood Reporter (17 November 2017). ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2018.
  15. Makuch, Eddie. (8 დეკემბერი, 2017) The Game Awards 2017 Winners Headlined By Zelda: Breath Of The Wild's Game Of The Year. GameSpot. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი, 2017.
  16. Makuch, Eddie. (14 იანვარი, 2018) Game Of The Year Nominees Announced For DICE Awards. GameSpot. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2018.
  17. Nominee List for 2017. National Academy of Video Game Trade Reviewers (9 February 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  18. Horizon wins 7; Mario GOTY. National Academy of Video Game Trade Reviewers (13 მარტი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-14. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2018.
  19. deAlessandri, Marie. (15 მარტი, 2018) Hellblade: Senua's Sacrifice at forefront of BAFTA Games Awards nominations. The Market for Computer & Video Games. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2018.