TikTok
TikTok | |
---|---|
ავტორი | ByteDance |
გამოვიდა | სექტემბერი, 2016 |
ბოლო გამოშვება | 28.5.4 / 3 მარტი, 2023 |
ენა | 40 ენა[1] |
საიტი | tiktok.com douyin.com |
TikTok, ჩინეთში აგრეთვე ცნობილი როგორც Douyin[2][3] — სოციალური ქსელი, ვიდეობის გაზიარების ონლაინ-პლატფორმა, რომელსაც ფლობს ByteDance[4]. გაეშვა 2016 წელს. საიტის აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე, 40 ენაზე. მასზე ქვეყნდება 3 წამიდან 10 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოები.[5]
2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, აპლიკაცია მსოფლიო მასშტაბით 2 მილიარდზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. „Morning Consult“-მა იგი 2020 წლის მესამე ყველაზე სწრაფად ზრდად აპლიკაციად დაასახელა, „Zoom"-ის და „Peacock“-ის შემდეგ[6], Cloudflare-მა კი — 2021 წლის ყველაზე პოპულარულ საიტად[7].
TikTok კრიტიკის ობიექტიც გახდა სხვადასხვა ისეთი ფსიქოლოგიური ეფექტების გამო, როგორიცაა მიჩვევა, დამოკიდებულება[8]. აგრეთვე, ცენზურის ზომიერებასა და მომხმარებლების კონფიდენციალურობის საკითხებზე. ამჟამად საიტი დაბლოკილია ირანში, ინდოეთში, პაკისტანში, ინდონეზიაში, ბანგლადეშში და ავღანეთში. 2020 წელს, დონალდ ტრამპმა სცადა საიტის დაბლოკვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
TikTok-ის მომხმარებლების 41%-ს შეადგენენ 16-24 წლის ადამიანები, რომელთა 90% საიტს ყოველდღიურად იყენებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ TikTok – Make Your Day. iTunes Store. ციტირების თარიღი: 3 December 2019
- ↑ Lin, Pellaeon (22 March 2021). „TikTok vs Douyin: A Security and Privacy Analysis“. Citizen Lab. ციტირების თარიღი: 5 January 2023.
- ↑ ByteDance's Douyin and Tencent bury hatchet, reach video cooperation pact (April 7, 2023). ციტირების თარიღი: January 27, 2024
- ↑ Isaac, Mike (8 October 2020). „U.S. Appeals Injunction Against TikTok Ban“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 December 2020. ციტირების თარიღი: 12 October 2020.
- ↑ Kastrenakes, Jacob (1 July 2021). „TikTok is rolling out longer videos to everyone“. The Verge. ციტირების თარიღი: 1 July 2021.
- ↑ The Fastest Growing Brands of 2020. ციტირების თარიღი: 7 February 2021
- ↑ TikTok surpasses Google as most popular website of the year, new data suggests. NBC News (22 December 2021). ციტირების თარიღი: 7 January 2022
- ↑ Navlakha, Meera. (2023-11-15) Which countries have banned TikTok? en. ციტირების თარიღი: 2023-11-20