Sledgehammer Games
იერსახე
ტიპი | შვილობილი |
---|---|
დაფუძნდა | 28 აგვისტო, 2009 |
სათავო ოფისი | ფოსტერ-სიტი, კალიფორნია, აშშ |
მმართველი |
გლენ შოფილდი მაიკლ კონდრი |
პროდუქცია | „Call of Duty-ის სერია (2011–დღემდე) |
მფლობელი | Activision |
თანამშრომელი | 225[1] |
საიტი | sledgehammergames.com |
Sledgehammer Games — ამერიკული ვიდეო თამაშების დეველოპერი კომპანია, დაარსებული 2009 წელს ინდუსტრიის ვეტერანების, გლენ შოფილდისა და მაიკლ კონდრის მიერ. გლენი და მაიკლი უკანასკნელად მუშაობდნენ Visceral Games-ში და პასუხისმგებლები იყვნენ „Dead Space“-ის შექმნაზე, მაგრამ კომპანია დატოვეს მეორე ნაწილის შექმნამდე.
Sledgehammer Games არის Activision-ის შვილობილი კომპანია.[2] შტაბ-ბინა მდებარეობს ფოსტერ-სიტში, კალიფორნიაში.[3] ის ყველაზე მეტად ცნობილია „Call of Duty“-ის სერიის თამაშების, „Call of Duty: Modern Warfare 3“-ის (Infinity Ward-თან თანამშრომლობით), „Call of Duty: Advanced Warfare“-სა და „Call of Duty: WWII“-ის შექმნით.
თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათაური | ძრავა | თარიღი | პლატფორმები | |
---|---|---|---|---|
„Call of Duty: Modern Warfare 3„ | MW3 engine | 8 ნოემბერი, 2011 | PlayStation 3, Xbox 360, Windows | |
„Call of Duty: Advanced Warfare„ | In-house engine | 4 ნოემბერი, 2014 | PlayStation 3, PlayStation 4, Xbox One, Xbox 360, Windows | |
„Call of Duty: WWII“ | In-house engine | 3 ნოემბერი, 2017 | PlayStation 4, Xbox One, Windows |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Takahashi, Dean. (1 აგვისტო, 2014) A look inside Sledgehammer Games, the new Call of Duty studio (photo gallery). ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2015.
- ↑ Rogers, Bruce (21 თებერვალი, 2013). „Glen Schofield and Michael Condrey's Sledgehammer Games: Growing the Call of Duty Franchise“. Forbes. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Sledgehammer Games: Inside the Studio. Activision Publishing, Inc.. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2012.